ფოტო გადაღების მნიშვნელობა კომპანიის ვებ საიტისთვის

კომპანიის ვებ საიტის თითოეული ელემენტი (დიზაინი, ფოტოგრაფია, გვერდები) უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას.

მთავარი მიზანი ნებისმიერი კომპანიისთვის არის რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის მიღება თავიანთ საიტზე და მათი კლიენტებად ქცევა, ანუ ისეთი საიტის ქონა, რომელიც იქნება კლიენტების მოძიების წყარო.

ქართულ ვებ სივრცეში უამრავი საიტია, თუმცა მათგან უმეტესობა ვერ ასრულებს ამ საკრალურ მიზანს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

საიტის ეფექტურობა

საიტის ეფექტურობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: ეფექტური დიზაინი, მარტივი ნავიგაცია, საინტერესო კონტენტი, საიტის სიჩქარე და სხვა.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრეთ ერთ-ერთ ასეთ ელემენტზე – პროფესიონალური ფოტოგრაფიის როლი საიტის წარმატებაში.

ადამიანთა მოსახლეობის 65% ვიზუალურად მსწავლელია, ამიტომაც თქვენი საიტის ვიზიტორთა უმრავლესობისთვის, ვიზუალურ ელემენტებს აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გარდა ამისა, ადამიანთა ყურადღებას ყოველთვის ვიზუალი იპყრობს და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება აღქმა.

ამდენად, საიტის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მომხიბლავი ვიზუალური მასალების ქონა, რისი მიღწევაც უპირველესყოვლისა ხარისხიანი ფოტოების მეშვეობით არის შესაძლებელი.

პოზიტიური ემოციური ფონი

ადამიანები ხშირად იღებენ „ზერელე შეფასებებს“, რომლებიც ხშირად გამომდინარეობს არა მთლიანი სურათიდან, არამედ მიკერძოებული შეფასებიდან.

საიტების შემთხვევაში, მომხმარებლის ნეგატიური შეფასება შეიძლება განაპირობოს: ცუდმა დიზაინმა, გრამატიკულმა შეცდომებმა ტექსტში, ფოტოების ხარისხმა და სხვა.

მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ეძებს სამშენებლო კომპანიის საიტს და აღმოაჩენს, მასზე ვიზუალურ ხარვეზებს, გრამატიკულ შეცდომებს და ცუდი ხარისხის პატარა ფოტოებს, იგი გაავრცელებს მის მიერ მიღებულ ნეგატიურ შთაბეჭდილებას ამ კომპანიის სამშენებლო მომსახურებაზეც, რომელსაც სთავაზობს იგი.

საპირისპირო შემთხვევა იქნება მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. ეს პრინციპი მოქმედებს ნებისმიერ ბიზნესში. ეფექტური ფოტოგრაფიის გამოყენება კი უზრუნველყოფს მომხმარებლის დადებითი შთაბეჭდილების შექმნას თქვენი საიტის პირველადი გაცნობის დროს.

ეს პრინციპი არა მხოლოდ ბიზნესში არის აქტუალური, არამედ გვხვდება ჩვენს ყოველდღიურობაშიც.

მაგ: როდესაც ადამიანი არ მოგვწონს, ვერ ვამჩნევთ მის დადებით თვისებებს და პირიქით, როდესაც მოგვწონს ადამიანი, მის ნეგატიურ თვისებებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას.

ფოტოგრაფიის პრაქტიკული მნიშვნელობა

ფოტოგრაფიას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის, კერძოდ ხშირ შემთხვევაში ხარისხიანი და კარგი ფოტოები მომხმარებელზე იმხელა ზეგავლენას ახდენს, რომ ყიდვის გადაწყვეტილებას აღებინებს.

იყავით გამორჩეული თქვენი კონკურენტებისგან, რომლებიც დიდ ყურადღებას არ აქცევენ არც ზოგადად ვებ საიტის განვითარებას და არც მითუმეტეს ხარისხიანი ფოტოგრაფიის გამოყენებას საიტის ეფექტური ვიზუალური ფონის შესაქმნელად.

SEO და საიტის ფოტოები

სხვადასხვა კვლევამ დაადგინა, რომ საიტებზე გუგლიდან შემოსული მომხმარებლის 40-60% ფოტო ძიებით შემოდის.

ამდენად, ფოტო ძიება, არის ვებ საიტზე მომხმარებლის მოძიების წყარო.

იმისათვის, რომ თქვენმა ფოტოებმა მომხმარებელი მოიძიოს, საჭიროა კარგი ხარისხისა და ვიზუალის მქონე ფოტოები, რომლებსაც მომხმარებელი ყოველთვის გამოარჩევს ძიებისას და შედეგად ისინი ყოველთვის წინა პლანზე იქნებიან ძიების შედეგებშიც.

დაკავშირებული სტატია: ფოტო გადაღების როლი მარკეტინგში

თქვენი ბიზნესი აქცენტირებას ახდენს თუ არა ფოტოგრაფიაზე? გსურთ დახმარება – ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ მრავალფეროვანი ფოტო გადაღების მომსახურება.

დაგვიკავშირდით: 577 681 691

Email: info@iris.ge