ფეისბუქი თუ ინსტაგრამი – რომელი ჯობია ბიზნესისთვის?

ფეისბუქი თუ ინსტაგრამი , ხშირად გვისვამენ ჩვენი კლიენტები ამ შეკითხვას. ორივე პლატფორმას გააჩნია, როგორც განსხვავებები, ისე მსგავსებები.

ფეისბუქი და ინსტაგრამი ორი სოციალური მედია გიგანტია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, სოციალური მედია პლატფორმების ტოპ ხუთეულშია მოქცეული და სინამდვილეში ერთი კომპანიის მფლობელობაშია.

საქართველოში ორივე პოპულარულია, თუმცა მათი ეფექტურობა თითოეული მარკეტინგული აქტივობის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარეობს:

მომხმარებელთა რაოდენობა

ფეისბუქი უფრო დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, ვიდრე ინსტაგრამი, შესაბამისად უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

ფეისბუქი პოპულარულია ყველა ასაკის და ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის უფრო ასაკიანი ხალხისთვის, ხოლო ინსტაგრამი უფრო ახალგაზრდულ სეგმენტშია პოპულარული.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, ფეისბუქს ჰყავს 1.20 მილიარდი აქტიური დღიური მომხმარებელი, ხოლო Instagram-ს 500 მილიონი აქტიური თვიური მომხმარებელი. ეს ციფრები მართალია ფეისბუქის სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა არსებობს სხვა ინდიკატორებიც, რომლებიც Instagram-ის უპირატესობას უსვამენ ხაზს.

მაგალითად პოსტებზე ჩართულობის უფრო მაღალი მაჩვენებელი გააჩნია ინსტაგრამს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი სარეკლამო კამპანიის განხორციელებისას.

მიზნობრივი აუდიტორია

ფეისბუქი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად მიზნობრივი გახადოთ თქვენ რეკლამა, ადგილმდებარეობის, ენის, სქესის, მომხმარებელთ ქცევის და სხვა ელემენტების მიხედვით.

იგივე შესაძლებლობა გააჩნია ინსტაგრამსაც, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამზე რეკლამირება უპრიანი მაშინაც, როდესაც მიზნობრივი აუდიტორი ახალგაზრდები არიან.

ამდენად, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ ვინ არის თქვენი პროდუქციის / სერვისის მიზნობრივი აუდიტორია, რათა სწორი კომუნიკაციის არხების მეშვეობით მიაწვდინოთ მათ ხმა.

უპირატესობანი

ამ ორი სოციალური მედია პლატფორმის შედარებისას, მნიშვნელოვანია იმ ძირითადი ფუნქციის გამოყოფა, რაც მათ ახასიათებთ.

ინსტაგრამის მთავარი დანიშნულება ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაა სხვებისთვის.

ინსტაგრამი საშუალებას იძლევა განახორციელოთ მომხმარებელთან პირდაპირი კონაქტი, ბრენდირებული მარკეტინგის მეშვეობით.

ფეისბუქი უფრო მრავალფუნქციურია, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფები, ივენთები, მაღაზიები, ფოტოები, ვიდეოები, ტექსტები და ა.შ.

აქედან გამომდინარე, რეკლამირება ფეისბუქზე უფრო მრავალმხრივი შეიძლება იყოს.

ინსტაგრამი უფრო მარტივი პლატფორმაა, ვიდრე ფეისბუქი, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს ნაკლებად ეფექტურობას, გააჩნია რა არის თქვენი მიზნები და სტრატეგია.

მომხმარებელთა ჩართულობა

კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა ჩართულობა ინსტაგრამზე 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ფეისბუქზე.

რაც გულისხმობს, იგივე ფასად მეტი მომხმარებლის მოწონებას, გაზიარებას, კომენტარს და სხვა.

საბოლოო ჯამში, სწორედ მომხმარებელთან ჩართულობა განაპირობებს პროდუქციის გაყიდვასაც, ამიტომ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთების დროს.

რეკლამა ფეისბუქზე & რეკლამა ინსტაგრამზე

ორივე პლატფორმაზე რეკლამირება არის მარტივი და ეფექტური, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ფეისბუქზე რეკლამირების დროს, შესაძლებელია ავტომატურად რეკლამის ინსტაგრამშიც გაშვება.

რეკლამირების ეფექტურობა ორივეგან მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სარეკლამო მასალის არსებობაზე, მათ შორის ძირითადი იარაღია ბრენდირებული დიზაინის მქონე ფოტო-სურათები და ვიდეო პოსტები.

ასევე მნიშვნელოვანია სარეკლამო პოსტის ოპტიმიზაცია, იმ პრაქტიკული წესების მიხედვით, რაც ფეისბუქსა და ინსტაგარმს გააჩნიათ. არაოპტიმიზირებული პოსტი შესაძლოა 5-ჯერ ან მეტჯერ უფრო ძვირი იყოს დასარეკლამებლად.

მსგავსი სტატიები:

რეკლამა ინსტაგრამზე

რეკლამა ფეისბუქზე