მარკეტინგის აუთსორსინგი ბიზნესისთვის

მარკეტინგის აუთსორსინგიციფრული მარკეტინგის აუთსორსინგი საკმაოდ პოპულარული სერვისია საქართველოში.

სულ უფრო მეტი ბიზნესი ანდობს საკუთარ მარკეტინგს სარეკლამო სააგენტოებს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ მარკეტინგული მომსახურების აუთსორსინგის ძირითად უპირატესობებს:

ნაკლები ინვესტიცია – მეტი შედეგი

მარკეტინგის აუთსორსინგის ალტერნატივა მარკეტინგის სპეციალისტის კადრად აყვანაა, რაც კომპანიებისთვის გაცილებით ძვირი რესურსია.

პროფესიონალი მარკეტინგის მენეჯერის წლიური ხელფასი საქართველოში მინიმუმ 15.000-20.000 ლარია წელიწადში.

თუმცა ამ შემთხვევაშიც, ნებისმიერი მარკეტინგის მენეჯერის ცოდნა და რესურსები შეზღუდულია და განსხვავდება მარკეტინგული კომპანიისგან, სადაც თქვენი კომპანიის მარკეტინგზე მთელი ჯგუფი ზრუნავს.

ხელფასის გარდა, ისეთი პრობლემული საკითხები არ ახასიათებს აუთსორსინგს, როგორიცაა შვებულება, ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლა და სხვა ნიუანსები, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ უფრო დეტალურად.

დროის ეკონომია

დრო, ფინანსებთან ერთად, უმნიშვნელოვანეს რესურსია ბიზნესისთვის. მარკეტინგული აუთსორსინგი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თქვენთვის ძვირფასი დრო და ამასთანავე მიიღოთ საუკეთესო შედეგები.

აუთსორსინგის მეშვეობით, თქვენ აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, თუ რა პოსტი დაიდება ფეისბუქზე, როგორ მოხდება საიტის ოპტიმიზაცია ან რეკლამირება, არამედ კონცენტირებული იქნებით უშუალოდ თქვენ საქმიანობაზე, ხოლო თავისი საქმის პროფესიონალები განახორციელებენ თქვენ მარკეტინგულ აქტივობას, რომლის კონტროლიც თვიური რეპორტების საშუალებით გექნებათ.

გამოცდილება, პროფესიონალიზმი, სისწრაფე

კომპანია IRIS-ს გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, პროფესიონალიზი და სისწრაფე, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად.

თქვენი მარკეტინგული აქტივობები განხორციელდება პროფესიონალთა ჯგუფის მიერ, რომელიც შეისწავლის თქვენ პროდუქციას / მომსახურებას, შეადგენს მარკეტინგულ სტრატეგიას და განახორციელებს ეფექტურ მარკეტინგულ საქმიანობას საუკეთესო გამოცდილების გამოყენებით.

დასაქმებული კადრის შემთხვევაში, თქვენ მუდავ დაგჭირდებათ მის განვითარებაზე ზრუნვა, მარკეტინგული სტრატეგიის შეთანხმება და მისი საქმიანობის კონტროლი.

გარდა ამისა, ერთი ადამიანი ხუთი ადამიანის საქმეს იმავე შემართებით და სისწრაფით ვერ განახორციელებს.

მოქნილი ხელშეკრულება

კომპანია IRIS-ის პრინციპია 1 თვიანი ხელშეკრულების გაფორმება, ყოველთვიური განახლებით.

რაც საშუალებას გვაძლევს ზედმეტი ვალდებულებებით არ დავტვირთოთ ჩვენი კლიენტები, შრომითი ხელშეკრულებისგან განსხვავებით, რომელსაც დასაქმებულ კადრთან აფორმებთ.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ვადაზე ადრე არ შეიძლება, ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს მკაცრ პასუხისმგებლობას, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს.

ჩვენ არ გავდივართ შვებულებაში, არ ვაგვიანებთ დილით და ვწუწუნებთ სამუშაოს კეთების პროცესში.