საიტის დიზაინი შექმნარა გავითვალისწინოთ?

საიტის დიზაინი შექმნა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს შესაბამის ცოდნასა და კრეატიულობას.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 ელემენტს, რომლებიც დაგეხმარებათ ეფექტური საიტის დიზაინის შექმნაში, მათი გათვალისწინებით თქვენი საიტი იქნება გამორჩეული და მაქსიმალურად მორგებული თქვენს პოტენციურ მომხმარებელზე.

საიტის დიზაინის შექმნა

ბრენდის იდენტობა

საიტის დიზაინზე მუშაობა თქვენი ბრენდის იდენტობის გაცნობიერებით იწყება.

რა არის თქვენი კომპანიის მიზანი, ძირითადი პრინციპები, ღირებულებები, ვიზუალური მხარე, საით მიდიხართ, ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

ამ საკითხების ზუსტი და სწორი ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი ელემენტია ეფექტური საიტის დიზაინის შესაქმნელად.

გაიგეთ მეტი ბრენდინგის შესახებ.

საიტის მასალის შექმნა (კონტენტი)

არ არსებობს კარგი საიტის დიზაინი, შესაბამისი კონტენტის გარეშე. საიტის დიზაინი არამხოლოდ ფოტო-ვიდეო მასალისგან შედგება, არამედ წერილობითი კონტენტისგანაც.

თუ თქვენ არ გაგაჩნიათ ეფექტური კონტენტი (სწორად დაწერილი, გამართული ენით, საინტერესოდ, ინფორმაციულად და ა.შ), რაც არ უნდა დიზაინი დახატოთ, თქვენი საიტი იქნება არაფუნქციური, მომხმარებლისთვის უინტერესო და წარუმატებელი.

მობილური სივრცე – რესპონსივ დიზაინი

მობილურს მომხმარებელი უფრო ხშირად იყენებს, ეს ტენდენცია უფრო და უფრო იზრდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი საიტის დიზაინი იყოს მორგებული ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობაზე.

დიზაინის გაცოცხლება

საიტის დიზაინი უნდა იყოს ფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული.

აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა „დიზაინის გაცოცხლება“, იმისათვის, რომ საიტი მორგებული იყოს თითოეულ ადამიანზე, რომელიც მას სტუმრობს.

სიმარტივე

ბევრ საიტზე შეხვდებით რთული ელემენტებისგან შემდგარ დიზაინს, განსხვავებულ ნავიგაციას, კომპლექსურ ანიმაციასა და ზედმეტ კრეატიულობას.

ეს ყველაფერი შესაძლოა საიტის პატრონს მოსწონდეს, თუმცა მომხმარებელთა უმრავლესობას ასეთი საიტი არ მოეწონება.

მომხმარებელს არ უყვარს სირთულეები, მისთვის მნიშვნელოვანია სიმარტივე, იმის მიღებაში, რა მიზნითაც ის საიტზე იმყოფება.

Calls to action

თქვენი უპირველესი მიზანი მაინც პროდუქციის/მომსახურების გაყიდვაა, ამისთვის კი ეფექტური Call to action არის საჭირო, რაც თქვენი საიტის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოას.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:

სწორი განლაგება- ქმედებისკენ მოწოდება საიტის კონტენტის განუყოფელი და ლოგიკური ელემენტი უნდა იყოს.

სწორი ფერები – ერთი მხრივ ნებისმიერი მოწოდება ქმედებისკენ უნდა იყოს დიზაინის ორგანული ნაწილი, ხოლო მეორე მხრივ იგი უნდა იკვეთებოდეს, იქცევდეს ყურადღებას, რაც სწორი ფერების შერჩევით არის შესაძლებელი.

სიმარტივე და ლაკონურობა – Call to action უნდა იყოს ლაკონური და მარტივი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ მიიქცევს ყურადღებას და არ შეასრულებს იმ როლს, რაც მის წინაშე არსებობს.

სისწრაფე და დიზაინი

საიტის სისწრაფე და დიზაინი გარკვეულწილად დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ანიმაცია და რთული ვიზუალური ელემენტები, მათი ჩატვირთვა, სისწრაფეზე ახდენს გავლენას, ხოლო მომხმარებლისთვის სისწრაფე მნიშვნელოვანია.

დრო ფულია, მომხმარებელი მეორეჯერ არასდროს შემოვა თქვენს საიტს, თუ თქვენი საიტის ცალკეული გვერდების ჩატვირთვას დიდი დრო დასჭირდება.

დაკავშირებული სტატია: Saitebis damzadeba