ვიდეო მარკეტინგი მოდის ბიზნესში

ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობა სარეკლამო ბიზნესში დღითი დღე იზრდება. ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ – ვიდეო მარტივად აღსაქმელი, დასამახსოვრებელი და მეტად მიმზიდველია მომხმარებელთათვის.

ვიდეო რეკლამების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სფეროს ტანსაცმლის ბიზნესი წარმოადგენს.

მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ახალი კოლექციის წარდგენამდე, სარეკლამო ვიდეო რგოლებს იღებენ, რომლის საშუალებითაც სეზონის ტრენდებს წინასწარ აანონსებენ.

სწორად შექმნილი და დაგეგმილი სარეკლამო კამპანიები უდიდეს გავლენას ახდენს ბრენდისა და ზოგადად, კოლექციის პოპულარობაზე.

მეტი თვალსაჩინოებისათვის გადავხედოთ 2016-2017 წლის ყველაზე დასამახსოვრებელ ვიდეო კამპანიებს წამყვანი ბრენდებისაგან.

1.Gucci

Gucci-ი იტალიელი დიზაინერის, ალესანდრო მიკელეს ხელმძღავნელობით, ყოველ წელს გვაოცებს მისთვის დამახასიათებელი ზღაპრული ესთეტიკის მქონე ვიდეო რგოლებით.

2016-2017 წელს ბრენდის კამპანიები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა, აღსანიშნავია ის ფატიც, რომ 2016 წლის შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხული-ზაფხულის ვიდეო რგოლები ერთმეთს საკმაოდ გავს და შეიძლება ითქვას, ერთი მეორის გაგრძელებასაც წარმოადგენს.

ამგვარი მიდგომით დიზაინერები ცდილობენ შენარჩუნონ გარკვეული ხაზი, ნიშა, რომელიც წარმოდგენილ კოლექციებსა და სარეკლამო კამპანიებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მომხმარებელსაც კონკრეტული ისტორიით დაამახსოვრებს თავს.

Gucci-ს მთავარი ხაზი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში 60-70 წლებისათვის დამახასიათებელი ესთეტიკა იყო.

2016 წლის შემოდგომა-ზამთრის წარდგენა მარტივი ვიდეო რგოლით იწყება. სიუჟეტი ახალგარზდების ჯგუფის გარშემო ვითარდება, რომლებიც ურბანულ გარემოში, გუჩის ტანსაცმლით შემოსილები ერთობიან.

უნდა აღინიშნოს, რომ სიჟეტი არ გამოირჩევა ორიგინალურობით, თუმცა  მარტივად დასამახსოვრებელი და სასიმოვნო საყურებელია.

ვიდეო რგოლს იდელაურად ერწყმის მუსიკა, რომელიც ასევე მსუბუქ განწყობას ქმნის და მაყურებელში დადებით განწყობას იწვევს.

 

შემდგომი სეზონის, გზაფხული-ზაფხულის ვიდეო რგოლები აგრძელებს თავდაპირველ თემატიკას და  კვლავ მსგავს სიუჟეტს გვთავაზობს, ამჯერად უფრო მეტი ენერგიითა და გაზაფხულის შეგრძნებით.

Gucci-ის კრეატიული ვიდეოების პროდიუსერი, Glen Latchford-ი მაყურებელს უფრო მხიარულ და მსუბუქ სარეკლამო ვიდეო კამპანიებს სთავაზობს, ვიდრე Gia Coppola, რომელმაც 2016 წელს გუჩისათვის გადაიღო მოკლე ფილმი ბერძნული მითის „ორფევისა და ევრიდიკეს“ მიხედვით.  უძველესი მითის გათანამედროვებული, გუჩისეული ვერსია გამოირჩევა მეტი დაძაბული სცენებითა და დრამატულობით. ფილმი 4 ნაწილად ვითარდება და ახალდაქორწინებული წყვილის ეპიკურ თავგადასავალს აღწერს.

ფილმის განმავლობაში გუჩის ტანისამოსი, აქსესუარები, დეტალები პირველ პლანზეა წამოწეული. ბრენდის პროდუქციის ამგვარი მეთოდით წარმოჩენა მაყურებელზე უდავოდ მძაფრ ზემოქმედებას ახდენს!

 

 

2.Prada

ვიდეო რეკლამა რომ თანამედროვე მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია მტკიცება არ სჭირდება, თუმცა მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებელია, ვიდეო რგოლი გამოირჩეოდეს სხვა დანარჩენი რეკლამებისაგან.

ეს, რა თქმა უნდა, სარეკლამო კომპანიებისა და ზოგადად, პროდიუსერებისათვის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი გამოწვევაა.

როგორც ჩანს, Prada-ს კრეატიული დირექტორი გამოწვევებს სულაც არ უშინდება!

2016 წლის შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო რგოლი, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენს.

ვიდეო, მილა იოვოვიჩისა და მსოფლიოს ტოპ მოდელების მონაწილეობით, მაყურებლის ყურადღებას პირველივე წამებიდან იპყრობს.

კოსმიური სურათების ფონზე მომავალი მოდელები ისე მოაბიჯებენ თითქოს ეკრანებიდან პირდაპირ რეალობაში გადმოდიან. ამ ეფეტს ქმნის სილუეტების გამოყოფა ჩარჩოდან, რაც გასაოცარ ოპტიკურ ილუზიას წარმოადგენს.

გუჩისაგან განსხვავებით, პრადას შემოდგომა-ზამთრის ვიდეო კამპანია, სულაც არ წააგავს გასული სეზონის შემოქმედებას.

ამჯერად, პროდიუსერი უფრო სტანდარტულ, კლასიკურ სტილს ირჩევს, თუმცა ვიდეო ტოპ მოდელების: საშა პიროვაროვას, ნატალია ვოდიანოვასა და იეშმინ ვეინოლდემის მონაწილეობით ნამდვილად ქმნის განსაკუთრებულ, ერთგვარ მისტიკურ ატმოსფეროსაც კი, რაც მაყურებლისათვის ძალიან მიმზიდველი და დასამახსოვრებელია.

 

 

სარეკლამო ვიდეოს დამზადება წინასწარ სხვადასხვა ფაქტორების განსაზღვრას მოითხოვს. მაგალითად, დადგენილია, რომ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო რგოლები, რომლებშიც ხალხისათვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

ცნობილი მოდელების, მომღერლებისა თუ მსახიობების ხილვა რეკლამებში არავის უკვირს.

პრადას 2017 წლის კამპანიაში ვხვდებით ორ საინტერესო პერსონაჟს, მსახიობებს ჯესიკა ჩესტეინსა და დეინ დიჰაანს.

ვიდეო რგოლში მძაფრად იგრძნობა მსახიობების ემოცია და იქმნება ფონი – თითქოს ეკრანზე მოკლემეტრაჟიან ჰოლივუდური ფილმის ვადევნებთ თვალს და არა კომერციულ რეკლამას.

 

3.Dior

როგორც აღინიშნა, სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღებისას აუცილებელია ახალი ტენდენციების დამკვიდრება და გამორჩეული პროდუქტის შექმნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს გარკეული დადგენილი „ნორმები“, რომლებიც მომხმარებლებზე ათეული წლებია ეფექტურად მოქმედებს და ბრენდის წარმატებაზეც დადებითად აისახება.

დიორის 2017 წლის სარეკლამო რგოლი „Poison Club” ორიგინალურ სიუჟეტს არ გვთავაზობს, პირიქით იმეორებს იმას, რაც აქამდეც მრავალჯერ გვინახავს სხვადასხვა ფილმებსა და ვიდეოებში.

სარეკლამო რგოლის მთავარი ხაზი არის საცეკვაო შეჯიბრი ორ მეამბოხე ჯგუფს შორის. ორივე მათგანი თავდაუზოგავად იბრძვის გამარჯვებისათვის და საოცარი ილეთებით იწონებს თავს.

აღნიშნული სარეკლამო ვიდეო კამპანია ერთ-ერთ ყველაზე ნახვად და პოპულარულ ვიდეოდ ითვლება. ის არ გამოირჩევა ექსპერიმენტალური ხასიათით, თუმცა მაყურებელზე დიდ გავლენას ახდენს, რაც ბრენდის წარმატების ინდიკატორია!

 

დიორის სხვა, კლასიკური ვიდეო რგოლები ჰოლივუდის არა ერთ ვარსკვლავს ითვლის, მათ შორის არიან ნატალი პორტმანი, ჯონი დეპი, შარლიზ ტერონი და სხვები…

4.Chanel

 

შანელი ვიდეო რგოლები ყოველთვის ნათლად იგრძნობა ფემინური განწყობა, რაც თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ძალიან მომგებიან სვლასაც წარმოადგენს.

ჯერ კიდევ 2013 წელს გადაღებულ ვიდეო რგოლში „მხოლოდ ქალები“ (“Women only) იქმნება შანელის „თავისუფალი“ ქალის გმირი.

ვიდეო კამპანიაში ერთამნეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ქალები ერთ სივრცეში იყრიან თავს და საკუთარ ინდივიდუალურობას დაუფარავად ამჟღავნებენ.

ამგვარი ვიდეო რგოლები, ერთგვარი რევოლუციური მოწოდებებით, საკმაოდ დიდ პოპულარობას იხვეჭს ფართო საზოგადოებაში, რაც იმას გულისხმობს, რომ სარეკლამო გუნდმა თავისი საქმე ეფექტურად შეასრულა!

ბოლოსიტყვაობა

როგორც ვხვდებით, ვიდეო მარკეტინგი ციფრული რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახეა!

გამომდინარე იქიდან,  რომ ციფრულმა რეკლამებმა საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, ვიდეო მარკეტინგის როლიც სულ უფრო იზრდება!

დღესდღეისობით ონლაინ სივრცის განვითარებასთან ერთად, ვიდეო რგოლები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ბრენდებისა და მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქციის გაპიარების კუთხით.

მაყურებელს მოსწონს ის, რაც თვალისათვის სასიამოვნოდ აღსაქმელია. ვიდეოს საშუალებით ბიზნესის წარმოამდგენლების მხრიდან შესაძლებელი ხდება სამიზნე ჯგუფამდე ინფორმაციის დიდი ნაკადის ეფექტურად მიტანა.

განხილული სფერო, მოდის ბიზნესის სახით, ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვიდეო მარკეტინგი, ბიზნესში მოწინავე პოზიციების მოსაპოვებლად!

კომპანია „ირისი“ გთავაზობთ ვიდეო მარკეტინგის სრულ მომსახურებას!

კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სფერო ერთ-ერთი მოწინავეა, ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვებისა და ცნობადობის გასაზრდელად!