ფოტოგრაფიის როლი მარკეტინგში

ჭკვიანი კომპანიები იყენებენ ფოტო გადაღებას, როგორც ერთ-ერთ უძლიერეს იარაღს, ბრენდის განვითარების, ვიზუალური ეფექტის მოხდენისა და საბოლოო ჯამში, მეტი მომხმარებლის მოზიდვის თვალსაზრისით.

რატომ ფოტო გადაღება?

  • 500 მილიონზე მეტი ფოტო იტვირთება ყოველდღიურად ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, მათ შორის 30%-ს წარმოადგენენ სარეკლამო მასალები, რომელთა ძირითადი ელემენტი არის ფოტო სურათი.
  • წარმატებული კომპანიათა ვებ-საიტები შეიცავს მინიმუმ 20-40 ხარისხიანი ფოტოს.
  • ყოველდღიურად მილიონობით ფოტო-ბანერი გამოიყენება სარეკლამო მიზნებისთვის და ვებ-საიტებზე განსათავსებელად.
  • ფოტოსურათები იპყრობენ მომხმარებელთა ყურადღებას ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე უბრალო ტექსტები და სიტყვები, რადგან ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ჯერ ხედავს თვალი და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება აღქმადობა.

როგორ ხდება ფოტოგრაფიის გამოყენება მარკეტინგში?

ეფექტური ფოტოების შექმნა შესაძლებელია, როგორც არსებული ფოტო სურათის გადაკეთებით, ასევე ფოტო გადაღებით და შემდგომ მისი დამუშავებით.

მარკეტინგში, განსაკუთრებით ციფრულ მარკეტინგში ფოტოგრაფიის როლი უმნიშვნელოვანესია, იგი გამოიყენება თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის გამოსაყოფია:

  • პროდუქტის ფოტო გადაღება;
  • ფოტო გადაღება, სარეკლამო მასალებისა და პოსტების შესაქმნელად;
  • ვებ საიტისთვის ფოტოების გადაღება;
  • ბრენდირება და ფოტოგადაღება.

ფოტოგრაფიის უპირატესობანი?

ეფექტური ფოტოგრაფია საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნესს გახდეს უფრო გამორჩეული, სოლიდური და მიმზიდველი.

ძნელად მოსაძებნია წარმატებული ბრენდი, რომელიც არ იყენებს პროფესიონალურ ფოტოგრაფიას.

თითოეული წარმატებული კომპანია ეჯიბრება კონკურენტებს, ისეთი კონტენტის შექმნაში, რომელიც მოხიბლავს რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს, გაუგზავნის მათ ბიზნეს მესიჯს და გადააწყვეტინებს თავისი პროდუქტის / მომსახურების შეძენას.

არ ჩამორჩეთ კონკურენტებს, იყავით გამორჩეული, რის უნიკალურ საშუალებასაც იძლევა ფოტოგრაფია.

რატომ უნდა მიანდოთ ფოტოგრაფია პროფესიონალებს?

ჭკვიანი კომპანიები, ნაცვლად ერთფეროვანი და უხარისხო ფოტოებისა ქმნიან ფოტოებს, რომლებსაც აქვთ უნარი გავლენა მოახდინონ ადამიანებზე.

ასეთი სტრატეგია ხელს უწყობს ბრენდის პოპულარიზაციას, მომხმარებლისთვის ერთიანი ვიზუალური ისტორიის მოყოლის გზით.

მარკეტინგის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი ბიზნესი, მომხმარებელთა თვალთახედვისთვის.

ამის საუკეთესო საშუალება კი ვიზუალური ისტორიის მოყოლაა, პროფესიონალური ფოტოგრაფიის დახმარებით.

გახსოვდეთ, ადამიანები ივიწყებენ სიტყვებსა და მოვლენებს, მაგრამ ისინი ძნელად ივიწყებენ გრძნობებს.

ფოტოგრაფი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაიჭერს მომენტს და დაანახებს მომხმარებელს თქვენი პროდუქტს საუკეთესო მხარეს. ემოციას, რომელსაც ბადებს თქვენი პროდუქტი/მომსახურება კლიენტებში.

ადამიანები ეძებენ ემოციებს, რომლებიც ინსტიქტურად აყალიბებენ პროდუქციის / მომსახურების შეძენის გადაწყვეტილებას.

გსურთ ხარისხიანი ფოტო გადაღება და არ იცით ვის მიმართოთ?

კომპანია IRIS-ი გთავაზობთ ფოტო გადაღების მრავალფეროვან მომსახურებას, ჩვენი ფოტოგრაფები და კრეატიული გუნდი მზად არის მოგისმინოთ, ერთად დავგეგმოთ ფოტო გადაღების მიზნები და სტრატეგია, მიიღეთ მაღალი ხარისხის მომსახურება, გონივრულ ფასად.

დაგვიკავშირდით: 577 68 68 43

Email: info@iris.ge