ინტერნეტ რეკლამის 10 ფორმა და რატომ გვჭირდება ინტერნეტ რეკლამა ?

თანამედროვე რეალობაში არ არსებობს ბიზნესი, რომელიც მინიმალური დოზით მაინც არაა წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში: ვებ საიტით, სოციალური მედია გვერდით ან თუნდაც სტატიაში მოხსენიების სახით.

რატომაა ინტერნეტ მიმზიდველი კომპანიებისთვის?

ინტერნეტი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად მიაწოდოთ ხმა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, უმცირესი დანახარჯებით.

აღნიშნულის ყველაზე კარგი საშუალება არის რეკლამა ინტერნეტში, თუმცა მხოლოდ დიდი ბიუჯეტი თქვენ ვერ მოგიტანთ შედეგს, საჭიროა სწორი სტრატეგიის შემუშავება და მისი ფაქტობრივი განხორციელება.

ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში, ინტერნეტ სივრცეში წარმატების მისაღწევად საჭიროა, როგორც მინიმუმ ეფექტური ვებ საიტი, საინტერესო ბლოგი და აქტიური სოციალური მედია, ხოლო თუ მრავალმხრივი ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგიაც გაგაჩნიათ, მაშინ წარმატება არ დააყოვნებს.

ყველაფერი ეს ერთიანობაში ქმნის ინტერნეტ მარკეტინგს და მისი როლი ყოველდღიურად იზრდება.

წინამდებარე სტატიაში, ჩვენ გვსურს ვისაუბროთ ინტერნეტ მარკეტინგის ერთ-ერთ ძლიერ მხარეზე – ინტერნეტ რეკლამირებაზე და იმ რეკლამირების ფორმებზე, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოსა და საქართველოში.

ინტერნეტ რეკლამირების მთავარი უპირატესობა?

სწორად განხორციელებული ინტერნეტ რეკლამირება განაპირობებს ბიზნესის წარმატებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც:

• შესაძლებელია განახორციელოთ ინტერნეტ რეკლამირება დღეში 24 საათი, წელიწადში 365 დღის განმავლობაში.

• შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობის აუდიტორიის ფორმირება: სქესის, ასაკის, ინტერესების, გეოგრაფიისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ინტერნეტ რეკლამირება მილიარდობით დოლარიანი ბაზარია, 2015 წელს მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამირებისთვის დაიხარჯა 138 მილიარდი დოლარი. დღეს კი ეს რიცხვი სატელევიზიო რეკლამირებაში დახარჯულ თანხებსაც კი აჭარბებს.

ამის მიზეზია, ის რომ ინტერნეტ მარკეტინგი არის ეფექტური, მარტივი, მოქნილი, მარტივად შეფასებადი და იაფფასიანი საშუალება, იმ ძველ მარკეტინგული საშუალებებთან შედარებით, რომლებიც აქამდე არსებობდა.

წარმოგიდგენთ ინტერნეტ რეკლამირების ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ სახეობებს:

რეკლამა საძიებო სისტემებში

საძიებო სისტემებში რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ რეკლამირების სახეობაა, მათ შორის საქართველოში.

მთავარი მოთამაშე ამ სფეროში, რა თქმა უნდა გუგლია, ასევე საკმაოდ პოპულარულია Youtube-ც, თუმცა საქართველოში იუთუბზე რეკლამირებაში დიდი ფინანსები არ გამოიყოფა.

ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში საძიებო რეკლამირების უდიდესი პროცენტი გუგლში ხორცილდება. გუგლში რეკლამირება საშუალებას იძლევა თქვენი საიტი ან ცალკეული გვერდი პირველი ნახოს მომხმარებელმა საძიებო სისტემაში შესაბამისი სიტყვების ძიებისას.

მაგალითი:

გუგლში რეკლამირებისას, შესაძლებლობა გაქვთ განსაზღვროთ მაქსიმალური ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სარეკლამო კამპანია.

ასეთი ტიპის რეკლამა ძირითადად გამოიყენება საიტზე მომხმარებლის მოზიდვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელი საძიებო სისტემებში ეძებს პროდუქტს / მომსახურებას.

შეიძლება ითქვას, რომ გუგლი ეს არის მარტივი და ეფექტური საშუალებაა მოიძიოთ მომხმარებელი პასიურ რეჟიმში, ანუ მისცეთ საშუალება თავად მოგძებნონ მათ.

რეკლამირება სოციალურ მედიაში

სოციალური მედიის როლი ბიზნესის წარმოებაში უაღრესად დიდია, მათ შორის საქართველოში, სადაც სოციალურო მედია მნიშვნელოვანი ადგილია მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის.

ამიტომაც, სოციალურ მედიაში რეკლამირება დიდი ეფექტურობითა და პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, განსაკუთრებით რეკლამა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

სწორედ ეს ორი სოციალური მედია საშუალებაა ყველაზე გავრცელებული და აქტიური საქართველოს ბაზარზე.

სოციალურ მედიაში რეკლამირება საშუალებას აძლევს ბიზნესს მოახდინოს აუდიტორიის დეტალური სეგმენტაცია: სქესის, ასაკის, ინტერესების, გეოგრაფიისა და სხვა ელემენტების მიხედვით.

გარდა ამისა, რეკლამირების მიზნობრიობიდან გამომდინარე განსხვავდება რეკლამის ტიპები: რეკლამა ლაიქების მოსაგროვებლად, რეკლამა მეტი ჩართულობისთვის, საიტზე გადასასვლელი რეკლამა და ა.შ.

გაიგე მეტი: სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ

ციფრული ბანერები

ციფრული ბანერები ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ფორმაა ინტერნეტ რეკლამირების სფეროში.
თავდაპირველად, ინტერნეტ რეკლამირება სწორედ ბანერების მეშვეობით ხორციელდებოდა.

ბანერების ეფექტურად გამოყენებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მათი განთავსების ადგილი და ვიზუალური ეფექტია.

თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ბანერები სხვადასხვა საძიებო სისტემებში, მაგალითად გუგლის და იანდექსის პარტნიორ ვებ საიტებზე, ასევე შეგიძლიათ შეუთანხმდეთ ბანერების განთავსებაზე ცალკეულ პოპულარულ ქართულ საიტებზეც, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირი ჯდება და ეფექტიც არ აქვს დიდი.

ბანერების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური ვიზუალური ეფექტის შექმნა, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პროფესიონალური ფოტოების გადაღების მომსახურება, ფოტოშოპი და ანიმაციური ბანერები.

არსებულ ტენდენციას თუ გადავხედავთ ის ფინანსები, რომლებიც ბანერების მეშვეობით რეკლამირებაში იხარჯება უფრო დიდ შედეგს დადებს საძიებო სისტემებში ან/და სოციალურ მედიაში რეკლამირების შემთხვევაში.

რეკლამა პოპულარულ ბლოგზე

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სარეკლამო საშუალება არის არაპირდაპირი რეკლამირების განხორციელება ბლოგების მეშვეობით.

ეს არის ბლოგზე განთავსებული საინტერესო სტატია, რომელიც მოიცავს ფარულ რეკლამას, თქვენი ბრენდის, პროდუქციის თუ მომსახურების შესახებ.

ასეთი ტიპის რეკლამა ძალიან პოპულარულია უცხოეთში, მათი გამოყენება საქართველოშიც ხდება, თუმცა ნაკლები ფინანსები იხარჯება ამ მიმართულებით, რადგან შედარებით ახალი მეთოდია და ბევრ ბიზნეს არ აქვს ინფორმაცია მისი ეფექტურობის შესახებ.

ბლოგზე რეკლამირებისას, მნიშვნელოვანია არა სარეკლამო ბლოგ-პოსტების რაოდენობა, არამედ ხარისხი, გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ ე.წ. „ბექლინიკების“ შექმნა თქვენი საიტის მიმართულებით, რასაც დიდი გავლენა გააჩნია საიტის სეო ოპტიმიზაციისთვის.

რეკლამა მობილურზე

გაიხედეთ გარშემო ყველას მობილური უჭერია. ადამიანები იყენებენ მობილურებს კომპიუტერზე უფრო ხშირად, ამიტომაც მობილური მარკეტინგის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

სმს მარკეტინგი და მობილურ აპლიკაციებში რეკლამირება არის ის ძირითადი სფეროები, რომლებიც განვითარებულია საქართველოში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თქვენი საიტის ადაპტირება მობილური ხელსაწყოების მიმართ ან ალტერნატიული მობილური საიტის შექმნა.

იზრდება მობილური აპლიკაციების რიცხვიც. სულ უფრო ბევრი ქართული კომპანიაა დაკავებული მობილური აპლიკაციების დამზადებით, რაც ხელს უწყობს ქართული მობილური სივრცის განვითარებას.

E-mail მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა დომინანტ პოზიციებს ინტერნეტ რეკლამირების სფეროში.

ზოგადად ადამიანები უამრავ მეილს ვიღებთ ყოველდღიურად, მათგან უმეტესობას არც კი ვკითხულობთ, სხვადასხვა მიზეზის გამო: სათაური, ვიზუალი და სხვა.

იმეილ მარკეტინგის როლი დღესაც აქტუალურია, თუმცა მეილების უბრალოდ დაგზავნის მაგივრად, უნდა შეიმუშაოთ ეფექტური სტრატეგია, მომხმარებელთან მეილის საშუალებით ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

ვიდეო მარკეტინგი

კონტენტი ინტერნერტ მარკეტინგის მეფეა, ხოლო ვიდეო კონტენტი – მეფეთ მეფე.

ვიდეო მარკეტინგის ყველაზე მძლავრი იარაღი არის ვირუსული ვიდეო რგოლები. მათი მეშვეობით შესაძლებელია მოიძიოთ უამრავი მომხმარებელი, სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე რეკლამირების გზით, მაგ: ფეისბუქზე დაYoutube-ზე რეკლამირებით.

ასეთი ტიპის სარეკლამო კამპანიები მოიცავს, ყველა სხვა ტიპის კონტენტს: ფოტოებს, ანიმაციას და ტექსტს. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს ერთიანი ვიზუალური ეფექტის შექმნას მომხმარებლისთვის.

გარდა ამისა, ვიდეო რეკლამირება მაგალითად ფეისბუქზე უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი ფოტო – პოსტის.

იხ. მეტი ინფორმაცია ვიდეო მარკეტინგის შესახებ

რემარკეტინგი

რემარკეტინგი ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ინტერნეტ რეკლამირებისგან.

რემარკეტინგი ეფუძნება ავტომატიზებულად შეგროვებულ მონაცემებს, მომხმარებელთა ქცევის და საჭიროებების შესახებ.

მაგალითად: რეკლამის ჩვენება იმ პირებისთვის, რომლებიც ადრე სტუმრობდნენ თქვენ საიტს, ან საძიებო სისტემაში ეძებდნენ ისეთ პროდუქტს / მომსახურებას, როგორსაც თქვენ არეკლამებთ.

რემარკეტინგი მთავარი იარაღია ისეთი ინტერნეტ გიგანტებისთვის, როგორიცაა გუგლი და ფეისბუქი.
გუგლი აქტიურად იყენებს რემარკეტინგს- რეკლამას უჩვენებს იმათ, ვინც მანამდე ეძებდა მსგავსს საგანს გუგლის საძიებო სისტემაში.

ფეისბუქში რემარკეტინგის განხორციელება შესაძლებელია ფეისბუქ პიქსელის მეშვეობით, რომელიც უნდა დაყენდეს თქვენს ვებ საიტზე, რის შემდეგაც პიქსელი აფიქსირებს მომხამრებლებს, მათი მონაცემების მიხედვით და საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ რემარკეტინგი მიღებული მონაცემების საფუძველზე.

რემარკეტინგის მთავარი უპირატესობა მის უნარშია იყოს მაქსიმალურად ეფექტური, კერძოდ იგი მაქსიმალურად ზუსტ მიზნობრივ აუდიტორიაზე ახორციელებს რეკლამირებას და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ხარჯებიც უფრო ნაკლებია.

გსურთ ინტერნეტ რეკლამირება თქვენი ბიზნესისთვის, და არ იცით საიდან დაიწყოთ?

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, კომპანია IRIS-ი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია, ასევე იხილეთ ჩვენი მარკეტინგული მომსახურებების გვერდი.