ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უძველესი და დღემდე აქტუალური სფეროა – Email მარკეტინგი.
მეილების გამოყენება 90-იანი წლებიდან დაიწყო, რამაც სრულიად შეცვალა ბიზნეს სამყარო. მეილების გარეშე თანამედროვე ბიზნესის წარმოებაც შეუძლებელია.
ყველა ბიზნესმენი იყენებს მეილებს. კვლევებით დგინდება, რომ სამუშაო საათების 28%-ს საოფისე მენეჯერები მეილების დაგზავნას და კითხვას უთმობენ.
მეილის შექმნა და გაგზავნა ყველას შეუძლია, თუმცა ელ.ფოსტაზე კომუნიკაციის უმაღლეს მწვერვალზე ასაყვანად მნიშვნელოვანი იცნობდეთ Email მარკეტინგის ეტიკეტს:
ადრესატები მეილების მნიშვნელოვან ნაწილს ისე შლიან, რომ საერთოდ არ ეცნობიან მას.
იმისათვის, რომ თქვენ მეილს გახსნის მეტი შანსი ჰქონდეს მნიშვნელოვანია გამოიყენოთ მარტივი, მოკლე და აღქმადი მეილის საგანი.
ჰეი, ჰაი, ჰუი და ა.შ. არა პროფესიონალური და ბანძი მისალმება, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ახლოს იცნობთ მეილის ადრესატს. გამოიყენეთ სიტყვები: მოგესალმებით, გამარჯობა და სხვა ფორმალური სიტყვები.
თქვენ მეილს უნდა გააჩნდეს „ხელმოწერა“, რომელიც აწვდის ინფორმაციას მიმღებს, ვინ ხართ, ასევე განსაზღვრულია თქვენი საკონტაქტო მონაცემები: ელ.ფოსტა, ტელეფონი და მისამართი.
ხელმოწერა უფრო პროფესიონალურს და სანდოს ხდის თქვენ პიროვნებას მეილის მიმღებისთვის.
ემოციურობა არ უხდება მეილით მიმოწერას. გაბრაზებული და სწრაფად გაგზავნილი მეილები თითქმის ყოველთვის წამგებიანია.
ელ.ფოსტით კომუნიკაცია საშუალებას გაძლევთ არ უპასუხოთ დაუყოვნებლივ, არამედ დაფიქრდეთ, აწონ-დაწონოთ საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნათ / გაგზავნოთ მეილი.
აუცილებელია თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი იყოს მაქსიმალურად გამართული: