ციფრული მარკეტინგი გახდა ყველაზე ეფექტური სარეკლამო საშუალება თანამედროვე რეალობაში, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია, ტრადიციულ მარკეტინგულ საქმიანობასთან შედარებით, ბევრად მაღალი შედეგის მიღწევა, ნაკლები დანახარჯით,
სწორედ ამიტომაც სულ უფრო მეტი ბიზნეს სუბიექტი იყენებს ციფრული მარკეტინგის ფართო შესაძლებლობებს, ნაცვლად ტრადიციული საშუალებებისა, როგორიცაა სატელევიზიო რეკლამა, ბუკლეტები და გარე-ბანერები ა.შ.
კომპანია ირისი გთავაზობთ ციფრული მარკეტინგის მომსახურებათა ფართო არჩევანს, ჩვენი კომპანია შედგება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის წევრებისგან, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან სწორედ ციფრული მარკეტინგზე და ახორციელებს ყველა იმ მომსახურებას, რომელიც საქართველოში ეფექტურად მუშაობს.
მსოფლიოში ბევრი პოპულარული სოციალური მედია საშუალებაა: Facebook, Instagram, Pinterest, Twitter, vkonakte, Snaptchat და სხვა.
აქედან საქართველოში ყველაზე გავრცელებული სოციალური მედია საშუალებაა ფეისბუქი. ასევე საკმაოდ პოპულარულია ინსტაგრამი, ტვიტერი, ლინკედინი და პინტერესტი, თუმცა სარეკლამო მიზნებისთვის ძირითადად გამოიყენება ფეისბუქი და ინსტაგრამი.
ცოტაოდენი სტატისტიკა, რომ დავიხმაროთ, ჩვენი კვლევების შედეგად დავადგინეთ, რომ ქართველ მომხმარებელთა 70%-ს აქვს მოლოდინი, რომ თქვენს ბიზნესს გააჩნია ფეისბუქ გვერდი, მათგან 30% კი, მხოლოდ იმის შემდგომ იყიდის პროდუქტს, რაც დაათვალიერებს, თქვენს ფეისბუქ გვერდს.
ამდენად, სოციალური მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პოტენციური მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გარდა ამისა, როდესაც სოციალური მედიით ურთიერთობთ მომხმარებელთან, თქვენ ფაქტობრივად მათი ცხოვრების ნაწილი ხდებით, მათი ყოველდღიურობა.
სოციალური მედია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მომხმარებელს, გაეცნოს არსებული კლიენტების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, რაც თქვენი პროდუქტის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ელემენტია.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია ნეგატიურ შეფასებას პროფესიონალურად პასუხი, რადგან ნეგატიური შეფასება შესაძლოა პოზიტიურად აქციოს თქვენმა სწორმა პასუხმა.
ციფრული მარკეტინგის განხორციელება ძნელია ეფექტური ვებ საიტის ქონის გარეშე, რომელიც მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას კომპანიისა და თქვენი პროდუქტის შესახებ.
მნივშენლოვანია თქვენი საიტი იყოს თანამედროვე და მობილურ მოწყობილობებთან თავსებადი, ასევე საიტის ეფექტურად მუშაობისთვის დაგჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია და ხარისხიანი კონტენტი.
ინტერნეტ რეკლამის მნიშვნელობა დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყოველდღიურად იზრდება, მათ შორის საქართველოში, სადაც სულ უფრო აქტუალური ხდება ციფრული მარკეტინგი და ინტერნეტ რეკლამირება.
ინტერნეტ რეკლამირება შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, ყველაზე ეფექტური საშუალებებია:
სოციალური მედია: Facebook, Youtube, ინსტაგრამი და სხვა.
საძიებო სისტემები: იანდექსი, Google და სხვა.
ინტერნეტ რეკლამირების ეფექტურობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის: პროდუქტის/სერვისის თავისებურებებზე, პოტენციური მომხმარებლის სეგმენტსა და რეკლამის ბიუჯეტზე.
ციფრული მარკეტინგი მუდმივად ვითარდება, ახალი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა რეკლამირება განხორციელდეს უფრო ეფექტურად- მეტი შედეგითა და ნაკლები დანახარჯით.
შეგვიძლია გამოვყოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ციფრული მარკეტინგის შემდგომ განვითარების მთავარი პლაცდარმი, რომელიც შეცვლის ციფრული მარკეტინგის პარადიგმას.
სოციალური მედია, ვებ-საიტები, ინტერნეტ რეკლამირება და ახალი ტექნოლოგიები ეს არის ყველაფერი ის, რაც საჭიროა ბიზნესისთვის წარმატებული მარკეტინგული საქმიანობის განსახორციელებლად.
ამდენად, ჩვენ სპეციალურად შევიმუშავეთ სხვადასხვა საჭიროებისა და ბიუჯეტის მქონე პაკეტები სპეციალურად თქვენთვის.
დაგვიკავშირდით (577 681 691) და მიიღეთ მაღალი ხარისხის მომსახურება, გონივრულ ფასად.