ფეისბუქ რეკლამის ეფექტურობა

(პრაქტიკული მაგალითი N-1)

წარმოგიდგენთ ჩვენ პრაქტიკულ გამოცდილებას, ფეისბუქ გვერდის მართვისა და რეკლამირების ეფექტურობის თაობაზე.

სანიმუშოთ განვიხილოთ ჩვენი ერთ-ერთი კლიენტის მოგუ-მოგუს წვენების“-ის ფეისბუქ გვერდი.

მოგუ მოგუ საერთაშორისო წვენების ბრენდია, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა.

ჩვენ წინაშე იდგა კონკრეტული ამოცანები: მოგუს ბრენდის პოპულარიზაცია საქართველოში და დაგეგმილი ოდენობის გაყიდვებისთვის ხელის შეწყობა.

მარკეტინგული გეგმის შედგენა

წარმატებული მარკეტინგული საქმიანობა გამორიცხულია კარგად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე, ამიტომაც ყველაფერი სწორედ მარკეტინგული გეგმის შედგენით დავიწყეთ.

მარკეტინგულ გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად განვსაზღვრეთ მარკეტინგული საქმიანობის ადგილი – ფეისბუქი და ფორმა – ბრენდირებული პოსტების განთავსება და რეკლამირება.

ბრენდირება და დიზაინი

მოგუ საერთაშორისო ბრენდია, ამიტომაც მას მდიდარი ბრენდბუქი აქვს, ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ბრენდის პერსონაჟი, ლოგო, ბრენდირებული ფერები და სხვა ელემენტები.

ამიტომაც, ფეისბუქ მასალის შექმნისას ჩვენ აღნიშნული მასალებით ვიხელმძღვანელეთ და მოვარგეთ ქართულ რეალობას.

გაიგეთ მეტი ბრენდინგის შესახებ.

ფოტოები და ტექსტი

მოგუსთან დაკავშირებული ბევრი ფოტო მოიპოვება ინტერნეტში, თუმცა ქართული მომხმარებლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მეტი შედეგის მისაღწევად სხვა გზით წავედით.

განვახორციელეთ პროდუქციის სრული ასორტიმენტის ფოტო გადაღება, სხვადასხვა სიტუაციასა და სივრცეში.

შედეგად მოვიპოვეთ უამრავი ფოტო, რომელთა დამუშავებისა და ბრენდირებული დიზაინის მიცემის შემდგომ, მივიღეთ ეფექტური ვიზუალური მასალა.

ამდენად, ამ ეტაპზე დარჩენილი გვქონდა მხოლოდ ტექსტის მოფიქრება და ფეისბუქზე განთავსება რეკლამირებისთვის.

პოტენციური აუდიტორიის გათვალისწინებით შევარჩიეთ მხიარული ტექსტური სტილი. მოკლე და ლაკონური წინადადებები და მაქსიმალურად შინაარსობრივი სიტყვები.

გზა მომხმარებლამდე

მაშასადმე, დავიწყეთ პოსტების განთავსება ფეისბუქზე, თუმცა ფეისბუქის დღეს არსებული ალგორითმის გამო, რეკლამის გარეშე, მომხმარებელთა ფართო წრისადმი ხმის მიწვდენა ძალზედ ძნელია.

ამიტომაც, წინასწარ განსაზღვრული სარეკლამო ბიუჯეტის შესაბამისად დავიწყეთ მიზნობრივი რეკლამირება: ასაკის, ინტერესებისა და გეოგრაფიული ადგილმდებაროების მიხედვით.

კონკურსები

იმის შემდგომ, რაც გავეცანით პირველ მომხარებელს და გაჩნდა გარკვეული ინტერესი მოგუ მოგუს მიმართ, დავიწყეთ უფრო აქტიური ფაზა, გაიზარდა ბიუჯეტი და დავიწყეთ კონკურსების გაკეთება.

ჩვენი პირველი კონკურსი: ათობით მონაწილე, ასობით მხარდაჭერი და ორი მოგებული, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.

შედეგები

ყველა მარკეტინგული საქმიანობის მიზანია, რაც შეიძლება მაღალი შედეგების დადება.

მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი მარკეტინგული საქმიანობის მიზანს, მოგუს ბრენდის პოპულარიზაცია, მომხმარებლისთვის მისი გაცნობა და გაყიდვების გაზრდა იყო.

შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ აღნიშნული მიზნებს მივაღწიეთ მოკლე ვადიანი პერიოდისთვის – გაიყიდა მოგუ მოგუს წვენების წინასწარ დაგეგმილ რაოდენობაზე მეტი და გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი, რომელმაც გაიცნო მოგუ მოგუ, 120,000 ადამიანს მიუვიდა მოგუს პოსტები, 340 კომენტარი, 506 შეარი, 3800 ფეისბუქ გვერდის ლაიქი და ათასობით ემოცია.