ბრენდინგიბრენდინგი – წარმატებული ბრენდის შექმნა

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, კომპანიებს შორის კონკურენცია განსაკუთრებით დიდია. ამიტომაც ბრენდინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად.

ყველაფერი გენიალური სიმარტივეშია, ეს სიტყვები სრულიად შეესაბამება ეფექტური ბრენდინგის კონცეფციას.

წარმატებული ბრენდი არის მარტივი, ყველასთვის გასაგები და მიმზიდველი.

კომპანია ირისი გთავაზობთ ბრენდინგის სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

ბრენდირების სტრატეგია

წარმატებული ბრენდინგი იწყება ეფექტური სტრატეგიის შექმნით, რომელშიც განისაზღვრება ბრენდირების ხედვა, მიზნები, განსახორციელებელი ეტაპები და შესაბამისი ფინანსური/ადამიანური რესურსების განაწილება.

ბრენდის იდენტობა

რა დგას თქვენი ბრენდის უკან?

ბრენდის ეგო;

ვიზუალიზაცია – ლოგო, ბრენდბუქი, კორპორატიული ფერები, ფონტები და სხვა;

ბრენდის გზავნილი – სლოგანის მეშვეობით;

ემოციური მუხტი – ფსიქოლოგიური ხრიკების გამოყენებით.

ბრენდბუქის შექმნა

ბრენდბუქი არის წიგნი თქვენი ბრენდის შესახებ, რომლის მიზანია ჩამოყალიბოს გზამკვლევი თქვენი ბრენდირების სტრატეგიის განსახორციელებლად.

ბრენდბუქში განსაზღვრულია ისეთი ელემენტები, როგორიცაა ლოგო, ფერები, ფონტები და სხვა ვიზუალური ელემენტები. ასევე ბრენდის მთავარი პრინციპები, მიზნები და შეზღუდვები.

ვებ დიზაინი

ვებ დიზაინი არის თქვენი კომპანიის რეპუტაციის მთავარი ინდიკატორი, მისით გაფასებენ პოტენციური მომხმარებლები, ასევე არსებული კლიენტები.

ამიტომაც, ეფექტური ვებ დიზაინის შექმნა ბრენდირების სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

სოციალური მედია

ინტერნეტ ბრენდირების საუკეთესო საშუალება სოციალური მედია მარკეტინგია: ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტვიტერი, ლინკედინი, ეს ის პლტაფორმებია, სადაც თქვენი ბრენდირებული აქტივობა საუკეთესო გამოხმაურებას მიიღებს მომხმარებლისგან.

გაიგე მეტი: სოციალური მედია მარკეტინგი

რეკლამა ინტერნეტში

რეკლამა გუგლში, ფეისბუქსა და ინსტაგრამში მოგცემთ საშუალებას ყველაზე უფრო იაფად, ხმა მიაწვდინოთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას, ათასობით ადამიანი გააცნობს თქვენ ბრენდს, პროდუქციასა და მომსახურებას.

გაიგე მეტი: ინტერნეტ რეკლამა

ბრენდირებული კონტენტი

კონტენტი არის ბრენდის სხეული. წარმატების პრინციპი არის მარტივი, ნებისმიერი სახის კონტენტი: ფოტო, ვიდეო, ტექსტი, უნდა იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი და მიმზიდველი.

ამისათვის კი დიდი შრომა და რესურსია საჭირო, რაც აუცილებლად დაგიფასდებათ კონკრეტული შედეგების მიღების სახით.

ფოტო-ვიდეო გადაღება

მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეო მასალა არსებით როლს ასრულებს ბრენდინგის სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ფოტო-ვიდეო გადაღებას, რომელიც გამიზნული იქნება ბრენდინგის კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

ანიმაციური ვიდეო რგოლი

კიდევ ერთი  ეფექტური საშუალება ანიმაციური ვიდეო რგოლია, შექმნენით 1 წუთამდე ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელსაც გამოიყენებთ, როგორც ინტერნეტ რეკლამირებისთვის, ისე საიტზე განსათავსებლად ან თუნდაც ტელევიზიაში გამოსაყენებლად.

ერთი ვიდეო რგოლი ათასობით ფოტო-სურათზე ეფექტურად წარმოგაჩენთ თქვენ პოტენციური მომხმარებლის თვალში.