businessman in office looking at wall with business strategy

იდეალური ბიზნეს გეგმის შინაარსი

ნებისმიერი ბიზნესი საჭიროებს წერილობით ბიზნეს გეგმას, რომელშიც გაწერილია ბიზნესის სტრატეგია, მისი სამოქმედო გეგმა.

პირველი რაც ბიზნეს გეგმის შედგენისას დაგჭირდებათ, ეს არის მისი შინაარსის განსაზღვრა, ანუ რა ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს თქვენი საქმიანობისთვის მორგებული ბიზნეს გეგმა.

 

როგორც წესი, ყველა ბიზნეს გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

შესავალი – თქვენი ბიზნესის შესახებ ზოგადი მონახაზი, ბიზნეს გეგმის გზამკვლევი.

კომპანიის აღწერილობა – თქვენი ბიზნეს საქმიანობის აღწერა, ორგანიზაციის საქმიანობის სფეროები და სამომავლო გეგმები.

ბაზრის ანალიზი – თქვენი ინდუსტრიის, არსებული ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი.

ორგანიზაციის სტრუქტურა და მენეჯმენტი – როგორია თქვენი ორგანიზაციის სტრუქტურა, მენეჯმენტი, სუსტი და ძლიერი მხარეები, საქმიანობის დანაწილება, დელეგირება და სხვა.

მომსახურება / საქონელი – განსაზღვრეთ თქვენი მომსახურება / საქონელი, მათი წილი თქვენს შემოსავლებში, ყველაზე აქტუალური მომსახურება, ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი, ახალი მომსახურება / საქონელი, სამომავლო გეგმები.

მარკეტინგი და გაყიდვები – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი მარკეტინგისა და გაყიდვების გეგმის შედგენაა, განსაზღვრეთ რა ტიპის სტრატეგია გაქვთ, რომელი ქმედება ამართლებს და რომელი არა და ა.შ.

დაკავშირებული სტატია: მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა.

ფინანსები: როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რა თანხები გჭირდებათ მომავლისთვის, რამდენად მომგებიანია თქვენი საქმიანობა, როგორია უკუგება და სხვა.

დანართები – უფრო ჩაშლილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს, რომელიმე ზემოთ განსაზღვრული ელემენტის შინაარს.

იმისათვის, რომ თქვენ ბიზნეს გეგმას ჰქონდეს ფასეულობა მნიშვნელოვანია იგი წარმოადგენდეს არა მხოლოდ სიტყვათა თამაშით შექმნილ დოკუმენტს, არამედ მისი მიზნებიდან გამომდინარე სამოქმედო სტრატეგიას, რომელიც გაჯერებული იქნება მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც საჭირო ამ მიზნის მისაღწევად.

დაკავშირებული სტატია: ციფრული მარკეტინგის მომსახურება.