Marketing design over white background, vector illustration.

Email მარკეტინგი – მეილების დაგზავნა 2024 წელს

Email მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი უძველესი და დღემდე აქტუალური სფეროა – Email მარკეტინგი.

მეილების გამოყენება 80-იანი წლებიდან დაიწყო, რამაც სრულიად შეცვალა ბიზნეს სამყარო. მეილების გარეშე თანამედროვე ბიზნესის წარმოებაც შეუძლებელია.

ყველა ბიზნესმენი იყენებს მეილებს. კვლევებით დგინდება, რომ სამუშაო საათების 28%-ს საოფისე მენეჯერები მეილების დაგზავნას და კითხვას უთმობენ.

მეილის შექმნა და გაგზავნა ყველას შეუძლია, თუმცა ელ.ფოსტაზე კომუნიკაციის უმაღლეს მწვერვალზე ასაყვანად მნიშვნელოვანი იცნობდეთ Email მარკეტინგის ეტიკეტს:

მეილის საგანი – მოკლე და აღქმადი

ადრესატები მეილების მნიშვნელოვან ნაწილს ისე შლიან, რომ საერთოდ არ ეცნობიან მას.

იმისათვის, რომ თქვენ მეილს გახსნის მეტი შანსი ჰქონდეს მნიშვნელოვანია გამოიყენოთ მარტივი, მოკლე და აღქმადი მეილის საგანი.

პროფესიონალური მისალმება

ჰეი, ჰაი, ჰუი და ა.შ. არა პროფესიონალური და ბანძი მისალმება, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ახლოს იცნობთ მეილის ადრესატს. გამოიყენეთ სიტყვები: მოგესალმებით, გამარჯობა და სხვა ფორმალური სიტყვები.

მეილის „Signature” მნიშვნელოვანია

თქვენ მეილს უნდა გააჩნდეს „ხელმოწერა“, რომელიც აწვდის ინფორმაციას მიმღებს, ვინ ხართ, ასევე განსაზღვრულია თქვენი საკონტაქტო მონაცემები: ელ.ფოსტა, ტელეფონი და მისამართი.

ხელმოწერა უფრო პროფესიონალურს და სანდოს ხდის თქვენ პიროვნებას მეილის მიმღებისთვის.

ემოციური მეილი არ არის მომგებიანი

ემოციურობა არ უხდება მეილით მიმოწერას. გაბრაზებული და სწრაფად გაგზავნილი მეილები თითქმის ყოველთვის წამგებიანია.

ელ.ფოსტით კომუნიკაცია საშუალებას გაძლევთ არ უპასუხოთ დაუყოვნებლივ, არამედ დაფიქრდეთ, აწონ-დაწონოთ საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ შექმნათ / გაგზავნოთ მეილი.

ტექსტის გამართულობა

აუცილებელია თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი იყოს მაქსიმალურად გამართული:

  • ქართულენოვანი ტექსტი არ დაწეროთ ინგლისური ასოებით;
  • არ გამოიყენოთ სმაილიკები და უადგილო ნიშნები;
  • თქვენი ნაწერი უნდა იყოს გრამატიკულად გამართული;
  • დაწერეთ მოკლე აბზაცებად;
  • წერეთ მარტივი ენით;

მეილების დაგზავნა ბიზნესისთვის   

მეილების დაგზავნა ერთი შეხედვით ბანალური და არაეფექტური მარკეტინგული მიმართულებაა, თუმცა რეალურად Email მარკეტინგის სწორი სტრატეგიის განხორციელება საშუალებას იძლევა, ნაკლები დანახარჯებით, მიაღწიოთ მაქსიმალური შედეგები.

იმეილ მარკეტინგი არ არის მხოლოდ იმეილების დაგზავნა, იგი მოიცავს სხვა მნიშვნელოვან ელემენტებსაც, როგორიცაა:

ეფექტური დიზაინი და სწორი სათაური

მეილების დაგზავნაზოგიერთ მენეჯერი ასობით მეილს ღებულობს დღის განმავლობაში, მათგან უმეტესობას იგი არ კითხულობს.

ამიტომაც, შედეგების მისაღებად, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ეფექტური და სწორად ოპტიმიზირებული სარეკლამო მეილი შექმნათ.

პირველ რიგში, შეარჩიეთ მარტივი და საინტერესო სათაური, რომელიც მიიბყრობს ადრესატის ყურადღებას, ხოლო შემდგომ ამ ყურადღების მაქსიმალურად ასათვისებლად, საჭიროა თქვენი სარეკლამო მეილი იყოს ეფექტური დიზაინის მქონე.

მეილის ბაზები

შედეგი საერთოდ არ დადგება, თუ იმეილების დაგზავნა ხორციელდება არასწორი ადრესატების მიმართ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა განსაზღვროს რელევანტური ადრესატთა სია.

მეილების დაგზავნა სწორი პლატფორმით

კუსტალურად შექმნილი პროგრამებით Email მარკეტინგის განხორციელება არ იქნება ეფექტური, რადგან საეჭვოა რამდენად მიუვათ თქვენს ადრესატებს სარეკლამო მეილი ან თუ მიუვათ შესაძლოა მეილი აღმოჩნდეს სპამში.

რეპორტინგი და ანალიტიკა

შესაძლებელია გააგზავნოთ ათასობით მეილი და შედეგი საერთოდ ვერ მიიღოთ. ასეთ შემთხვევაში ორი ალტერნატივა გაქვთ: თავი დაანებოთ იმეილ მარკეტინგს ან გაარკვიოთ მიზეზები და მოახდინოთ კორექტირება.

მიზეზების გარკვევა შედეგების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის შეფასების მეშვეობით ხორციელდება, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული სურათი, თქვენ მიერ განხორციელებული სარეკლამო კამპანიების შესახებ და დაგეგმოთ სამომავლო საქმიანობა.

მსგავსი სერვისები:

Facebook რეკლამირება

ვებ-საიტის შექმნა