ლოგოს დამზადება & დიზაინის შექმნა გსურთ?

რატომა არის ლოგოს დამზადება მნიშვნელოვანი?

ლოგოს შექმნალოგოტიპი არა მხოლოდ ვიზუალი ან სიმბოლოა, არამედ იგი განაპირობებს ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებას მომხმარებელთან.

სწორედ ლოგო გვეცნობა პირველი და ვიზუალურად წარმოაჩენს კომპანიას მომხმარებელთან კომუნიკაციაში: საიტზე, ფეისბუქზე, სავიზიტო ბარათებიდან.

ამიტომაც ლოგოს შექმნა არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ნებისმიერი ბიზნესისთვის.

ლოგოტიპი – ბრენდის ვიზუალური მხარეა, ამიტომაც მასში უნდა იგრძნობოდეს ბრენდის ყველა უპირატესობა. მან უნდა განაპირობოს მომხმარებლის კეთილგანწყოფის შექმნა.

როგორ დავიწყოთ ლოგოს შექმნა?

ლოგოს შექმნა იწყება რამდენიმე ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემით. დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები:

რა ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს ლოგო? შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზაციის სახელწოდება, რაიმე გამოსახულება, ინიციალება და სხვა.

რა ფერთა გამის გამოყენება გსურთ? ლოგოების უმრავლესობა ხასიათდება 2-3 ფერთა გამით, რომელია ფერთა პალიტრაა თქვენთვის უფრო ახლო და მისაღები?

რა ბიუჯეტი გაქვთ? ლოგოს დამზადების ფასი განსხვავდება, მისი სირთულისა და თქვენი მოთხოვნების მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ მზა ლოგოები კატალოგიდან, განსაზღვროთ კონცეფცია და დაახატინოთ იგი დიზაინერს ან ლოგოს დახატვა სრულიად ანდოთ მას და შეარჩიოთ რამდენიმე ვერსიისგან თქვენთვის მისაღები.

ლოგოს გაკეთება – პროცესი და ეტაპები

ლოგოს დამზადება რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

პირველი ეტაპი – შეთანხმება სამუშაოს მოცულობაზე და ხელშეკრულების გაფორმება

მეორე ეტაპი – ლოგოს რამდენიმე ვარიანტის (კონცეფციის წარმოდგენა)

მესამე ეტაპი – შერჩეული კონცეფციის დახვეწა

მეოთხე ეტაპი – საბოლოო ლოგოს გაკეთება და სამუშაო ფაილის გაგზავნა დამკვეთისთვის

როგორი უნდა იყოს ეფექტური ლოგოს დიზაინი?

ეფექტური ლოგოს დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ლოგოს დამზადება

უნიკალურობა

ლოგო უნდა იყოს უნიალური, იგი არ უნდა ასოცირდებოდეს სხვა ლოგოსთან – არც კონკურენტის ლოგოებთან და არც არაკონკურენტი ცნობილი ბრენდების ლოგოს დიზაინებთან.

იგი უნდა შეიცავდეს ბრენდის იდენტიფიკაციის ელემენტს, რომლითაც მომხმარებელი ამოიცნობს მას.

სწორი მესიჯის გაგზავნა მომხმარებელთან

ლოგო უნდა შეიცავდეს გარკვეულ მესიჯს მომხმარებლისთვის, რაც თავის მხრივ უნდა გამომდინარეობდეს ბრენდის ქვეშ არსებული პროდუქციის/სერვისის საუკეთესო თვისებებიდან.

მაგალითად, თუ თქვენი მომსახურების უპირატესობაა სისწრაფე, ლოგო უნდა შეიცავდეს რაიმე ნიშანს, რომელიც სისწრაფეზე მიუთითებს.

დასამახსოვრებელი/პოზიტიური

ლოგო არ უნდა იწვევდეს ნეგატიურ რეაქციებს, იგი უნდა იყოს ერთი მხრივ დასამახსოვრებელი და მეორე მხრივ პოზიტიური.

ნეგატიური ლოგო იწვევს ნეგატიურ ემოციებს იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც ლოგოს ქვეშ იყიდება.

მოქნილობა

ლოგოს დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს მისი განთავსების შესაძლებლობა სხვადასხვა ზედაპირზე, ფურცელზე, საიტზე, ასევე სხვადასხვა ფერის და ხარისხის ზედაპირზე.

ფერთა შეხამება

ბრენდის ფერები ეფექტურად უნდა იქნეს შეხამებული ლოგოში, რათა შეიქმნას ერთიანობის განცდა, ბრენდსა და ლოგოს შორის.

სწორი შერჩეული ფონტი

ფერთან ერთად მნიშვნელოვანია შესაბამისი ფონტის გამოყენებაც, თუ რა თქმა უნდა ლოგოს შეიცავს რაიმე წარწერას.

რა ღირს ლოგოების დამზადება?

ლოგოს ღირებულება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: ლოგოს ტიპი, სამუშაოს სირთულე, დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

ლოგოს მინიმალური ფასი იწყება 400-500 ლარიდან.

მსგავსი სტატიაბრენდბუქის დამზადება & ელემენტები