ტანსაცმლის ბრენდი – Brandshop outlet

Brandshop-ი ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც საკმაოდ პოპულარულია საქართველოში – უკვე მე-4 ობიექტი გაიხსნა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

აღშნიშნული უპირველეყოვლისა გამოწვეულია კომპანიის ხარისხიანი ევროპული პროდუქციითა და ეფექტური მარკეტინგული საქმიანობით.

ევროპული ხარისხი და მისაღები ფასები, ეს არის ის ძირითადი ელემენტები, რომლითაც გამოირჩევა ბრენდშოპი. კომპანია ირისი კი უკვე რამდენიმე თვეა სწორედ ამ მესიჯის მომხმარებლამდე მიწოდებას ახორციელებს, ციფრული მარკეტინგული მომსახურებით:

სოციალური მედიის მართვა, ინტერნეტ რეკლამირება, პროდუქციის პროფესიონალური ფოტო გადაღება, სხვადასხვა აქციები და ვირუსული კამპანიები, ეს სწორედ ჩვენი მომსახურების შემადგენელი ელემენტებია.

ჩვენ ასევე დავამზადეთ ბრენდშოპის ვებ-საიტი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინითა და ფუნქციონალით.

თავად ვებ -საიტზე ვახორციელებთ კონტენტ მარკეტინგსა და SEO ოპტიმიზაციას, რაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში კარგ შედეგს მოუტანს ბრენდშოპის საიტს, საძიებო სისტემებში მაღალი ადგილების დაკავების კუთხით.

თავდაპირველად ინტერნეტ რეკლამირებას საკუთარი ძალებით ვახორციელებდით, თუმცა საკმაოდ დიდი სარეკლამო დანახარჯები გვქონდა. ირისთან თანამშრომლობის შედეგად ვღებულობთ უკეთეს შედეგს, ნაკლები დანახარჯებით.კომპანია ბრენდშოპის დირექტორი მიხეილ დავითაშვილი