ონლაინ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად აქტუალური ხდება ონლაინ მაღაზიის შექმნა / განვითარების საკითხები.
ინტერნეტ ვაჭრობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია თქვენი საიტი იყოს გამორჩეული, ამისათვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სხვადასხვა არსებითი საკითხი, რომლებსაც წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ.
გასათვალისწინებელია, როგორც ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად საჭირო ერთჯერადი ინვესტიცია, ასევე ყოველთვიური ფიქსირებული ხარჯები, რაც საიტის ტექნიკური მართვისა და კონტენტის ადმინისტრირებისთვის იქნება საჭირო.
საიტი უნდა იყოს, ერთი მხრივ, ფუნქციური, თუმცა მეორე მხარივ მარტივად აღსაქმელი მომხმარებლისთვის.
რაც უფრო მეტი გადახდის მეთოდი გექნებათ, მით უფრო ფასეული იქნება თქვენი საიტი და გეყოლებათ მეტი მომხმარებელი.
საიტის დამზადება და ტექნიკური მხარე ინტერნეტ სივრცეში წარმატების მისაღწევად არ არის საკმარისი. გარდა ამ ყველაფრისა ასევე მნიშვნელოვანია ცნობადი ბრენდის ჩამოყალიბება და სწორი მარკეტინგი, მომხმარებლის მოსაზიდათ.
ყველაფერი ზემოთ თქმულის გათვალისწინებით ჩვენი რჩევა იქნება ონლაინ მაღაზიის შექმნა ვორდპრესის ძრავზე განახორციელოთ.
ამ შემთხვევაში თქვენი საიტი იქნება ფუნქციური, მარტივად აღქმადი და მისი შექმნის ღირებულებაც გაცილებით ნაკლები იქნება, ხოლო თქვენი ბიზნესის ბრენდირება და მარკეტინგის შესაძლებლობები უფრო მეტი.