ონლაინ მაღაზიის დამზადება

ონლაინ მაღაზიების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ისინი თანდათან ანაცვლებენ ფიზიკურ მაღაზიებს.

ამ ტენდენციების გათვალისწინებით, ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ვაჭრობს საქონლით, მნიშვნელოვანია ეფექტური ონლაინ მაღაზიის დამზადება.

წინამდებარე სტატიაში კომპანია IRIS წარმოგიდგენთ იმ ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენ ონლაინ შოპის საიტი იყოს გამორჩეული და მაქსიმალურად ეფექტური.

პროდუქციის აღწერილობა

მომხმარებელმა უნდა იცოდეს რას ყიდულობს, ამიტომაც მნიშვნელოვანია მას მიეწოდოს სრული და ნათელი ინფორმაციას პროდუქციის შესახებ:

  • ფასი;
  • ტექნიკური აღწერა;
  • ზომები;
  • ვარიანტები;
  • მწარმოებელი;
  • ხელმისაწვდომობის სტატუსი;
  • მსგავსი პროდუქციის სია;
  • ფასდაკლებები;
  • მომხმარებელთა შეფასებები.

ეს არის ის მინიმალური ინფორმაცია, რაც მაქსიმალურად ეფექტურად უნდა უნდა მიაწოდოთ მომხმარებელს თქვენი საიტის მეშვეობით.

უმაღლესი ხარისხის ფოტოები

პროდუქციის ინტერნეტით შესყიდვისას მომხმარებელს საშუალება არ აქვს ფიზიკურად შეეხოს და დაათვალიეროს ნივთი.

ამიტომაც ალტერნატივის სახით თქვენ უნდა შესთავაზოთ მათ მაქსიმალურად კარგი ხარისხის ფოტომასალა, რომელიც ვიზუალურად აღწერს პროდუქციას და იძლევა მისი ყველა ელემენტის აღქმის შესაძლებლობას.

ამდენად, უპირველესი მნიშვნელობის არის კარგი ხარისხის ფოტოების განთავსება თითოეული პროდუქტისთვის, ამისთვის კი პროფესიონალი ფოტოგრაფი არის საჭირო, შემდეგ კი გადაღებული ფოტოების ეფექტური დამუშავება.

რაც უფრო კარგი ხარისხის იქნება ფოტოები, მით უფრო მარტივად მოხდება მომხმარებლის დარწმუნება იყიდონ თქვენ პროდუქცია.

მაღალი ხარისხის ფოტოების შექმნა გარკვეულ რესურსებს საჭიროებს, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აუცილებლად მოგიტანთ უკუგებას.

პროდუქციის გვერდი

საინტერესო პროდუქციის ქონის გარდა, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა მარტივად მოძებნოს მათთვის სასურველი პროდუქტი, ამისთვის კი საჭირო ეფექტური პროდუქტის ფილტრაციის ფუნქცია.

მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს გაფილტროს პროდუქცია, პროდუქციის ტიპით, ფასით, ფერით, ზომითა და ა.შ.

პროდუქციის გვერდი უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, ჰქონდეს ამომწურავი აღწერილობა და მუდმივი ფასდაკლებები.

უსაფრთხოება

გარდა ამისა მნიშვნელოვანია დაცულობის საკითხიც, მაგალითად ბარათით გადახდისას – ბარათის მონაცემების უსაფრთხოება.

მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია თქვენი საიტი იყოს SSL სერთიფიკატის მქონე.

გამყიდველის შესახებ ინფორმაცია

თქვენი ონლაინ შოპი უნდა იყოს სანდო, რაც არა მხოლოდ მის ტექნიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება, არამედ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სრული საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.

ასევე თქვენი კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაც იქნებოდა უპრიანი.

ეფექტური ვებ-დიზაინი

შოპინგის პროცესი უნდა იყოს სახალისო და მარტივი, ეს უნდა იგრძნოს მომხამრებელმა, ამისთვის კი საიტის დიზაინი უნდა იყოს მორგებული მომხმარებლებზე.

მხოლოდ ესთეტიურობა არ არის აქ არსებითი, არამედ საიტი უნდა იყოს ფუნქციონალურად გამართული, არ უნდა იყოს ბაგები და ის წვრილმანი ხარვეზები, რომლებიც ასე ძალიან აღიზიანებს მომხმარებელს.

გადახდის სისტემები

მნიშვნელოვანია მომხმარებელს შესთავაზოთ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი ანგარიშსწორების ფორმა, მათ შორის საქართველოში ყველაზე გავრცელებული არის საბანკო ბარათის მეშვეობით გადახდა და ადგილზე ნაღდი ფულით ანგაღიშსწორება.

არსებობს სხვა ალტერნატივებიც, როგორიცაა: Paybox-ები, Paypal-ი, კრიპტოვალუტები და ა.შ.

იმის მიუხედავად, თუ რამდენი გადახდის სისტემა გექნებათ, ისინი უნდა მუშაობდეს გამართულად, ხოლო საიტზე არსებობდეს დეტალური ინფორმაცია, თითოეული გადახდის სისტემის შესახებ.

მიწოდება

დიდი უპირატესობაა მიწოდების ეფექტური სისტემა. საიტზე გარკვევით და მოკლედ უნდა ეწეროს მიწოდების პირობები, მათ შორის ფასი და ვადები.

ხოლო, რაც საიტზე წერია უნდა აღსრულდეს ეფექტურად, არ უნდა დააგვიანოთ ან მიიტანოთ წუნდებული (არასრული პროდუქცია), რაც ხშირად ხდება ხოლმე საქართველოს რეალობაში.

მობილური მოწყობილობების მიმართ ადაპტირებულობა

გუგლმა, თქვა და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. ყველა საიტი უნდა იყოს მობილური მოწყობილობების მიმართ ადაპტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღიქმევიან ნაკლიანად გუგლის მიერ და შედეგად თქვენ უბრალოდ არ გეყოლებათ ინტერნერტ მომხმარებლების ის ნაკადი, რომელიც საძიებო სისტემებში ეძებენ თქვენ პროდუქტს.

საქართველოში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბევრ საიტს გააჩნია ასეთი პრობლემა, რაც არსებითია, რადგან თქვენ კარგავთ, არა მხოლოდ მობილური ხელსაწყოების მფლობელ მომხმარებლებს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება, არამედ ყველა დანარჩენს, ვინც გუგლში ეძებს თქვენს პროდუქციას.

და ბოლოს… : ))

გსურთ ეფექტური ონლაინ მაღაზიის დამზადება და არ იცით საიდან დაიწყოთ? დაგვიკავშირდით ჩვენ, კომპანია IRIS-ის გუნდი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია და ეფექტური მომსაურება.

ჩვენთან თქვენ მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, გონივრულ ფასად