ჯერ კიდევ მანამ, სანამ Google შეიქმნებოდა, უკვე არსებობდა ამჟამად რუსეთის ყველაზე დიდი საძიებო ქსელი – Yandex.
დროთა განმავლობაში, ორივე სისტემა საკმაოდ განვითარდა, თუმცა Yandex მაინც რჩება რუსეთის ბაზრის 62% წილის მფლობელი, მაშინ როდესაც Google-ს მხოლოდ 27% ეკუთვნის.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის გარდა, Google ბაზრის ლიდერია სხვა ყველა დანარჩენ ქვეყანაში.
იხილეთ 4 მთავარი მიზეზი, თუ რატომ სჯობს Yandex-ი Google-ს რუსეთის ტერიტორიაზე.
1.Yandex პორტალია
Yandex რუსეთის ყველაზე დიდი ციფრული მედია სივრცეა რუსულენოვანი ადამიანებისთვის.
ისევე როგორც Google, Yandex-იც სთავაზობს მომხარებელს უფასო მეილს, მუსიკას, ფოტო-ვიდეო სერვისებს. ყველაფერს იმას, რითიც გუგლმა დაიპყრო მსოფლიო, თუმცა ამას იგი ვერ ახერხებს რუსეთში, რადგან იქ, Yandex უფრო მორგებულია მომხმარებელზე.
2. Yandex უკეთესია რუსულ ენაზე ძიებისათვის.
Yandex სპეციალურად რუსულენოვანი სივრცისთვის არის შექმნილი, შესაბამისად უკეთ არის განვითარებული რუსულ ენაზე ძიების მექანიზმები.
მაგალითისთვის, რუსულ ენაში სიტყვას შესაძლოა ჰქონდეს 20 სხვადასხვა დასასრული გრამატიკის გათვალისწინებით. მსგავს შემთხვევაში, Google უფრო სუსტად ახდენს რუსულ ენის თავისებურების აღქმას.
3. Yandex რუსულია
რუსები მიისწრაფვიან რუსული ბრენდებისაკენ, თუმცა მათ მაინც მოსწონთ უცხოური პროდუქტი,მიუხედავად ამისა, Snowden/NSA სკანდალის გამო, მათ ურჩევნიათ გამოიყენონ Yandex, რადგან Google-ს აღარ ენდობიან.
ამასთანავე, რუსეთის პარლამენტმა წარადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც იკრძალება პერსონალური ინფორმაციების ექსპორტი.
იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი ძალაში შევა, Google-სთვის კიდევ უფრო რთული გახდება საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე.
4. Yandex- ის ალგორითმი უკეთ აღიქვამს სპამს
უამრავი კომპანია საძიებო სისტემებში მაღალი ადგილების დასაკავებლად, ახორციელებს არაკეთილსინდისიერ ღონისძიებებს, მათ შორის, ე.წ. ბექლინკებით მანიპულაციას.
ამის გათვალისწინებით, Yandex -მა მიიღო გადაწყვეტილება, Google-სგან განსხვავებით, არ გამოიყენოს ასეთი ლინკები თავიანთ ალგორითმებში, არამედ ძირითადად დაეყრდნოს სამომხარებლო გამოცდილებასა და მომხმარებელთა ქმედებებს.
საბოლოო ჯამში, ყველაფრი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, Yandex-ის საბაზრო წილი ბოლო რამდენიმე წელია იზრდება, ამავდროულად იკლებს Google-ის საბაზრო წილი რუსულ საძიებო სივრცეში.
ამდენად, Yandex კვლავ განაგრძობს ზრდასა და განვითარებას Google-ის ხარჯზე იმ საბაზრო რეალობიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთს გარეთ არსად არ არსებობს.