SEO თუ რეკლამა Google-ში ?

ეს არის შეკითხვა, რომელიც ადრე თუ გვიან, ყველა იმ კომპანიის წინაშე დგება, რომელიც ინტერნეტ მარკეტინგის მეშვეობით ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას.

ასეთი კომპანიების რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ იმ უპირატესობაზე, რომელიც თითოეულ ამ მარკეტინგულ მიმართულებას გააჩნია.

SEO

ყოველდღიურად ყველა ჩვენგანი რაღაცას ეძებს ინტერნეტში, მათ შორის Google-ის საძიებო სისტემაში.

ხშირად ჩნდება კითხვა, რა კრიტერიუმებით არჩევს Google ( ან სხვა საძიებო სისტემა) რომელი გვერდი  შესთავაზოს დაინტერესებულ პირს უპირატესად და რა ალგორითმს იყენებს იგი ამისთვის?

უცნობია ზუსტად რა ალგორითმს იყენებს გუგლი, თუმცა ამ ალგორითმის ცალკეული ელემენტების შესწავლა, გამოცნობა და გამოყენება მუდმივად ხორციელდება.

ამ პროცესს SEO ეწოდება, რაც გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია თქვენი ვებ საიტის ადაპტირებისკენ, საძიებო სისტემებში.

ეფექტური SEO-ს დამსახურებით თქვენ შეძლებთ საკუთარი ბიზნესის ცნობადობის გაზრდასა და მისი წარმატების უზრუნველყოფას, რაც პირველ რიგში გაზრდილი გაყიდვებით გამოისახება.

SEO რთული კომპლექსური ელემენტებისგან შედგება: შიდა და გარე ოპტიმიზაცია, კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისერი გზები და სხვა.

SEO-ს სფერო ყოველდღიურად ვითარდება და იცვლება, ამიტომაც მნიშვნელოვანია მუდმივად ინფორმირებული იყოთ ახალი გამოწვევებისა და პრინციპული ცვლილებების შესახებ.

სეო ოპტიმიზაციის მეშვეობით ეფექტის მიღებას სჭირდება დრო, თუმცა შედეგები მყარია და დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, თანაც ზედმეტი სარეკლამო დანახარჯების გარეშე.

რეკლამა გუგლში

Google-ში რეკლამა, იგივე შედეგებს იძლევა, რასაც SEO, თუმცა მისგან განსხვავებით ფასიანია.

გუგლში მოქმედებს “PPC” სისტემა – Pay Per Click, იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ გვერდზე გადმოვა მომხმარებელი.

Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამირებისას, თქვენი რეკლამა ჩნდება უპირატესად, სხვა ორგანული შედეგების მიმართ.

იხ მაგალითი:

სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრა შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობით, ხოლო მისი ეფექტური მართვა შესაძლებელია ადმინ პანელის მეშვეობით.

საძიებო სისტემაში რეკლამირების გარდა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ განახორციელოთ საბანერო რეკლამა გუგლის პარტნიორ ვებ-საიტებზე.

შეჯამება:

SEO-ს უპირატესობები: ყველასთვის ხელმისაწვდომია და არ საჭიროებს დამატებითი სარეკლამო ბიუჯეტის ქონას, ხოლო შედეგები მყარია და გრძელვადიანი.

Google ads-ის უპირატესობები: შედეგბი მომენტალურია, არაა საჭირო ზედმეტი წვალება, რეკლამა ხორციელდება იმ პერიოდით და ბიუჯეტით რასაც თქვენ წინასწარ განსაზღვრავთ.