Google & Yandex მომსახურებები

კომპანია ირისი გთავაზობთ Google-სა და Yandex-ის საძიებო სისტემებში რეკლამირების მომსახურებას.

გუგლის საძიებო სისტემა ყველაზე პოპულარულია, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ხოლო Yandex ყველაზე გამოყენებადი საძიებო სისტემაა რუსულენოვან ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთში.

საძიებო სისტემებში რეკლამირება შესაძლებელია, როგორც საკვანძო სიტყვების, ისე კონტექსტისა და აუდიტორიის მიხედვით.

ასევე შესაძლებელია რეკლამის განთავსება გუგლის/იანდექსის პარტნიორ ვებ-გვერდებზე.

რეკლამა Google-ში

Google-ის საძიებო სისტემა ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა საქართველოში, რადგან სწორედ ამ საძიებო სისტემაში ეძებენ ყველაზე ხშირად ქართველი მომხმარებლები მათთვის საინტერესო პროდუქტსა თუ სერვისს.

ამდენად, უფრო წარმატებულია ის კომპანია, რომლის საიტიც გუგლში ძიებისას უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებს. აღნიშნულის მისაღწევად ორი გზა არსებობს:

1.საიტის სეო ოპტიმიზაცია/კონტენტ მარკეტინგი

მოიცავს ხარისხიანი კონტენტის შექმნასა და განთავსებას, ვებ-საიტის შიდა გვერდების ოპტიმიზაციას, ასევე საიტის გარე ოპტიმიზაციას, „ბექლინკებითა“ და სხვა საშუალებებით.

უპირატესობები:

  • დროთა განმავლობაში უფასოა;
  • გრძელვადიანი ეფექტი;
  • მომგებიანი ინვესტიცია;

2.Google-ში რეკლამირება

რეკლამა Google-ის საძიებო სისტემაში გულისხმობს თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას Google-ის საძიებო სისტემის შედეგებში, პრიორიტეტულ პოზიციებზე, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო მეტ მომხმარებელს წარუდგინოთ თქვენი პროდუქტები/მომსახურება და შედეგად გაზარდოთ გაყიდვები.

თქვენ ასევე საშუალება გაქვთ განათავსოთ ე.წ. Display რეკლამა“, რაც გულისხმობს ბანერის ტიპის, ტექსტური და ვიდეო რეკლამის ჩვენებას Google-ის პარტნიორ საიტებზე როგორებიცაა: YouTube, Gmail, საინფორმაციო საიტები, ბლოგები და მსოფლიოში ცნობილი სხვა ვებგვერდები.

უპირატესობები

  • ინტერნეტ გაყიდვების ზრდა;
  • კომპანიის ცნობადობა;
  • რეკლამირების ეფექტურობის კონტროლის შესაძლებლობა.

დაარეკლამეთ თქვენი კომპანიის მომსახურება/პროდუქტები გუგლში და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი- განათავსეთ თქვენი რეკლამა იქ, სადაც ყველაზე მეტი პოტენციური მომხმარებელია.

რეკლამა იანდექსზე

კომპანია ირისი გთავაზოთ სარეკლამო კამპანიების განხორციელებას Yandex-ის სისტემაში, რომელიც გუგლის ანალოგია და გამოიყენება ძირითადად რუსულენოვან ბაზარზე რეკლამირებისთვის.

ამდენად, თუ გსურთ თქვენი პროდუქტისა და მომსახურების რუსეთში ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რეკლამირება, ამის საუკეთესო საშუალება – იანდექსში რეკლამირებაა.

იანდექსი მრავალი შესაძლებლობებით გამოირჩევა, თქვენ საშუალება გაქვთ აწარმოოთ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო კამპანები:

  • რეკლამა იანდექსის საძიებო სისტემაში,
  • რეკლამა იანდექსის პარტნიორ ვებ-საიტებზე,
  • ჭკვიანი ბანერების განთავსება პარტნიორ ვერ გვერდებზე;
  • კონტექსტუალური რეკლამა.

კომპანია ირისი გთავაზობთ სპეციალურ პაკეტებს საძიებო სისტემებში რეკლამირებისთვის.