მოგუ-მოგუ საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდია, მისი წვენები პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. უკვე რამდენიმე თვეა მოგუს წვენები გამოჩნდნენ ქართულ ბაზარზეც და საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვეს, რაშიც კომპანია ირისსაც მიუძღვის თავისი როლი.
ეფექტური სოციალური მედია მარკეტინგი, ინტერნეტ რეკლამა და რაც მთავარია ბრენდირებული დიზაინი, ასევე სხვადასხვა აქციებისა და კამპანიების განხორციელება, სწორედ ის ელემენტებია, რომლითაც მოგუ მოგუს წვენები, მათი უნიკალური გემოს გათვალისწინებით, ასე ძალიან შეიყვარა ინტერნეტ მომხმარებელმა.
„ირისთან თანამშრომლობა სახალისოა და პროდუქტიული. ნებისმიერი მარკეტინგული საქმიანობის მიზანია მეტი კლიენტის მოზიდვა, რასაც ირისის გუნდი ეფექტურად ახორციელებს” მოგუ-მოგუს წარმომადგენელი გიორგი აქუბარდია