კომპანია „გამა“ ჩიფსების წარმოების ქართული ბრენდია. ჩვენი თანამშრომლობა 2017 წელს ფეისბუქ გვერდის შექმნითა და მისი ბრენდირებით დაიწყო. შედეგები, რომელიც მოკლე პერიოდში მივიღეთ, გასაოცარი აღმოჩნდა.
კარგად დაგეგმილი კამპანიებისა და გამას ჩიფსის განსაკუთრებული გემოს წყალობით მომხმარებელი დაინტერესდა კომპანიით და მისი ცნობადობა ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კომპანია „გამას“ ფეისბუქ გვერდი გამოირჩევა განსხვავებული და საინტერესო პოსტებით. ჩვენ ვცდილობთ პოტენციურ მომხმარებლამდე მივიტანოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც „გამას“ სხვა კომპანიებისაგან გამოარჩევს.
კომპანია გამას დირექტორი: „მარკეტინგულ კომპანია, Iris-თან თანამშრომლობამ, დაგვანახა, რომ ქართულ ჩიფსებს შეუძლია მოწინავე ადგილი დაიკავოს არსებულ ბაზარზე. ჩვენი თანამშრომლობა, ნაყოფიერი კომუნიკაციისა და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, დღემდე გრძელდება.”
მარკეტინგული სტრატეგიის სწორად შერჩევა და დაგეგმვა კომპანია Iris-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს! ჩვენ მივიჩნევთ, რომ ციფრული მარკეტინგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, როგორც დამწყები, ასევე მსხვილი ორგანიზაციების წარმატებაში.