ინტერნეტ მარკეტინგის კვალდაკვალ

მარკეტინგი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც დაიწყო ადამიანთაშორისი ვაჭრობა, რის შემდეგაც იგი დინამიურად ვითარდებოდა.

ძველი დროიდან დღემდე, ბიზნესში ჩართული ადამიანები, ყველანაირად ცდილობენ გამოიცნონ მარკეტინგის განვითარების სამომავლო ტენდენციები.

ამჟამად, ყველა სერიოზული ბიზნესი არის ინტერნეტში, რადგან ინტერნეტი არის სარეკლამო სფეროს აწყმო და მომავალი, იგი ნელ-ნელა სრულიად ჩაანაცვლებს ტრადიციულ მარკეტინულ მიდგომებს და სწორედ ამიტომაცაა იგი განსაკუთრებით აქტუალური.

ინტერნეტ მარკეტინგი სწრაფი ტემპებით ვითარდება, იგი არამხოლოდ სოციალურ მედიაში რეკლამირებას გულისხმობს, არამედ ასევე მოიცავს უამრავ სხვადასხვა პლატფორმას და შესაძლებლობებს.

2019-2021 წლებში, ინტერნეტ მარკეტინგის განხორციელებისას, უმნიშვნელოვანესი იქნება რეკლამის დივერსიფიცირების საკითხი, კერძოდ სოციალური მედიის გარდა ისეთი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა SEO, Email მარკეტინგი, რეკლამა საძიებო სისტემებში, ვიდეო მარკეტინგი და ა.შ.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც აქტუალური იქნება ახლო მომავალში:

1.მობილური სივრცე განაგრძობს დომინირებას

მობილური ხელსაწყოები სწრაფად ანაცვლებენ დესკტოპ კომპიუტერებს, აღნიშნული ტენდეცია განსაკუთრებით კარგად ჩანს მარკეტინგში – მობილური რეკლამირების სივრცე ყოველწლიურად იზრდება.

მომხმარებელი უფრო მეტ დროს ატარებს მობილურ ხელსაწყოებთან, ხოლო ინტერნეტის გიგანტები მობილური სივრცის მიმართულებით სულ უფრო დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ.

მაგალითად, გუგლმა რამდენიმე წლის წინ დანერგა Mobile First ალგორითმი, რომლის საფუძველზეც საიტების შეფასებისას გუგლი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს მათ მობილურ ვერსიას.

2.რეკლამირება ადგილმდებარეობის მიხედვით

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობის მიხედვით რეკლამირების შესაძლებლობა, რისი საშუალებაც მათ სულ უფრო ეფექტურად აქვთ ახალი ალგორითმების მეშვეობით, რომლებიც ინერგება ყველა წამყვანი ინტერნეტ გიგანტის პლატფორმაზე.

მაგალითად: რესტორანი, რომელსაც სურს დაარეკლამოს თავისი ობიექტი იმ ქალაქის/რაიონის მიხედვით, რომელშიც იგია განთავსებული.

ასეთი ტიპის რეკლამა სულ უფრო პოპულარული ხდება და ეფექტურიც, ამიტომაც ამ კუთხით ტექნოლოგიური წინვსლაც გარდაუვალია, რაც ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს ახლო მომავალში.

3.ვიდეო მარკეტინგის დომინირება

თუ ერთი ეფექტური ფოტო ათასობით სიტყვის ტოლფასია, 30 წამიანი კარგი ხარისხის ვიდეო კლიპი მილიონ სიტყვას უდრის.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ვიდეო მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის მოწინავე ვარსკვლავია.

ბოლო წლების განმავლობაში, ვიდეო კონტენტი გახდა ყველაზე ეფექტური სარეკლამო მიმართულება, რაც განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ზრდადი ინტერესი მობილური ხელსაწყოების მიმართ.

ვიდეო კონტენტიბევრად უფრო მიმზიდველია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის, ვიდრე სხვა ტიპის კონტენტი, როგორიცაა ფოტოები, ტექსტი და ანიმაცია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წლისთვის მარკეტინგული ტრაფიკის 82% იქნება ვიდეო კონტენტი.

ამიტომაც 2019-2021 წლებში ეფექტური ვიდეო რგოლის გამოყენება ბევრად ეფექტური იქნება მარკეტინგისთვის ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის კონტენტისა.

ნუ ჩამორჩებით კონკურენტებს, მათ ეს უკვე იციან. შექმენით თქვენი ვიდეო და განახორციელეთ ეფექტური ვიდეო მარკეტინგი!

4.მრავალფეროვნების საჭიროება

თქვენი მიზნობრივი აუდიტორია, რაც უფრო მრავალფეროვანი ადამიანებისგან შედგება, მით უფრო მრავალფეროვანი მარკეტინგული საქმიანობის განხორციელება იქნება საჭირო თქვენი მხრიდანაც.

ამიტომაც უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის ადამიანის ძიება, სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით, როგორიცაა სოციალური მედია, Email, საძიებო სისტემები და სხვა.

გარდა ამისა სარეკლამო კონტენტიც მრავალფეროვანი უნდა იყოს, იგი უნდა ერგებოდეს თითოეული კატეგორიის ადამიანის ინტერესებს.

ვინ იხეირებს?

მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ის, ვინც მიხვდება, რომ ვიდეო მარკეტინგი არის განსაკუთრებით ეფექტური, ექნება საიტი, მობილური მოწყობილობების მიმართ ადაპტირებული და მოახდენს საკუთარი მარკეტინგული საქმიანობის დივერსიფიცირებას.