ინტერნეტ რეკლამის გაშვების წინაპირობაა ეფექტური სარეკლამო გვერდის შექმნა, იმ პლატფორმაზე, რომელზეც გსურთ რეკლამის გაშვება.
მოდით დეტალურად განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტთ რომელიმე პლატფორმაზე ბიზნეს გვერდის გაკეთებას:
პირველი ეტაპი რა თქმა უნდა პლატფორმის სწორად შერჩევა, ეს შეიძლება იყოს: Facebook, Instagram, Tiktok, Youtube და სხვა.
პლატფორმის შერჩევისას მნიშვნელოვანია ჩავატაროთ მარკეტინგული კვლევა, კერძოდ განვსაზღვროთ: ჩვენი მიზნები, მიზნობრივი აუდიტორია, შევისწავლოთ კონკურენტების ქცევა და მათი საჭიროებები.
პლატფორმის შერჩევის შემდგომ გადავდივართ მოქმედებაზე, ვქმნით გვერდს, შერჩეულ პლატფორმაზე, რისთვისაც დაგვჭირდება გარკვეული მონაცემები, როგორიცაა:
თითოეული პლატფორმის მიხედვით განსხვავდება ის ინფორმაცია, რისი მითითებაც არის აუცილებელი.
გვერდის ვიზუალური ნაწილი როგორც წესი ორი ნაწილისგან შედგება – ქოვერის დიზაინი და პროფილი. მნიშვნელოვანია ორივე ელემენტი რაც შეიძლება გამორჩეული ვიზუალის მქონე იყოს, რადგან სწორედ ამ ელემენტებს ხედავს პირველ რიგში მომხმარებელი, როდესაც ეწვევა თქვენს გვერდს.
ვიზუალთან ერთად აუცილებელია გვერდის ტექნიკური მხარის მოწესრიგებაც: კომუნიკაციის ხელსაწყოები, ვებ-საიტის ბმული, სხვა დამატებითი ინფორმაცია, რისი მითითებაც შეიძლება გახდეს საჭირო.
თუ გსურთ თქვენი სარეკლამო გვერდის დამზადება მიანდოთ პროფესიონალებს, IRIS გთავაზობთ სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს, როგორც გვერდის შექმნას, ასევე სოც მედიის მართვას.
ერთჯერადად გვერდის შექმნის ღირებულება იწყება 400 ლარიდან, გააჩნია პლატფორმას და დამკვეთის მოთხოვნებს.
დაკავშირებული სერვისები:
განვიხილოთ სარეკლამო გვერდის გაკეთება ყველაზე მოთხოვნად სოც პლატფორმებზე საქართველოში:
ფეისბუქ რეკლამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნეს გვერდის მეშვეობით, ამიტომაც ასეთი მნიშვნელოვანია ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული გვერდის გაკეთება.
ბიზნეს გვერდის შექმნის ინსტრუქცია: