ტიკტოკი ყველაზე მზარდი პოპულარობის მქონე პლატფორმაა საქართველოში, რაც ბიზნესისთვის არის ალტერნატიული შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული აქტივობა. წარმოგიდგენთ 7 რჩევას, როგორ გავხადოთ ტიკტოკის მართვა ეფექტური:
შეისწავლეთ პლატფორმა – ტიკტოკი განსხვავებული პლატფორმაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია კარგად შეისწავლოთ მისი ძირითადი ფუნქციები, ტრენდები, მიზნობრივი აუდიტორია და ეფექტური კონტენტის ტიპი.
მიზნების განსაზღვრა – განსაზღვრეთ მიზნები: რა არის თქვენი მიზანი? რისთვის გსურთ ტიკტოკის გამოყენება? ცნობადობის ზრდა, მომხმარებლების მოზიდვა, მეტი ჩართულობა მომხმარებელთან.
ხარისხიანი კონტენტის შექმნა – ტიკტოკ ვიდეოების 90% არის უხარისხო, არავისთვის საინტერესო კონტენტი, რაც მეორე მხრივ არის შესაძლებლობა, შექმნათ საინტერესო, სასარგებლო და მიმზიდველი მასალა.
იყავით თანმიმდევრული – ერთი ან ორი ვიდეოს განთავსება არ არის საკმარისი, ეცადეთ რეგულაურად განათავსოთ ხარისხიანი ვიდეო მასალა თქვენს ტიკტოკ გვერდზე, თქვენი აქტივობა არ დარჩება შეუმჩნეველი.
ჰეშთეგების გამოყენება & ტიკტოკის ტრენდები – ტიკტოკის ტრენდების ეფექტური გამოყენება გეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ვიდეოს აუდიტორია, ხოლო ტიკტოკ ჰეშთეგები ზრდის თქვენი ვიდეოს გამოჩენის სიხშირეს ძიებისას ტიკტოკზე.
კომუნიკაცია მომხმარებელთან – მნიშვნელოვანია ეფექტურ კომუნიკაციაში შეხვიდეთ მომხმარებლებთან, რომლებიც აკომენტარებენ თქვენს ვიდეოზე, იწერებიან შეტყობინებებს, აინტერესებთ თქვენს შესახებ ინფორმაცია.
რეკლამა ტიკტოკზე – ამ ეტაპზე საქართველოში არ არის შესაძლებელი ტიკტოკ რეკლამის გაშვება, თუმცა პლატფორმა საშუალებას იძლევა ორგანულად დარეკლამდეს თქვენ მიერ შექმნილი ხარისხიანი კონტენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ტიკტოკი რეკლამის გარეშე უჩვენებს მომხმარებელს თქვენს ხარისხიან ვიდეო რეკლამას. ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.
დაგვიკავშირდით – 577 681 691 / info@iris.ge
მსგავსი სერვისები: