არსებული ტენდენციის თანახმად, სულ უფრო მეტი ბიზნესი ხდება ინტერნეტზე დამოკიდებული.
არიან ისეთი ბიზნესებიც, რომლებიც მთლიანად ინტერნეტ სივრცეშია გადაყვანილი, მაგალითად ონლაინ მაღაზიები, ონლაინ კაზინოები და სწრაფი სესხის საიტები.
ამდენად, დღესდღეობით ინტერნეტის როლი ბიზნესში წარმატების მისაღწევად ძალზედ დიდია, ამიტომაც მარკეტინგული კომპანია IRIS-ი გთავაზობთ 5 ძირითად საკითხს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თქვენი კომპანიის ინტერნეტში წარმოსაჩენად.
სანამ დავიწყებდეთ ამ საკითხების განხილვას, პასუხი უნდა გავცეთ შეკითხვას, თუ რატომ უნდა იღწვოდეს თქვენი კომპანია ინტერნეტში დასამკვიდრებლად?
პასუხი მარტივია, თქვენ თუ არ იქნებით ინტერნეტში, აქ იქნებიან თქვენი კონკურენტები, რომლებიც სრულიად მოემსახურებიან ინტერნეტ სივრციდან მომავალი კლიენტების ნაკადს. ეს ნაკადი კი სულ უფრო იზრდება.
ნებისმიერი კომპანიის ინტერნეტში წარმოჩენის საფუძველია ეფექტური ვებ საიტი, რომელიც განსხვავებული ფუნქციებისა და შესაძლებლობების მქონე შეიძლება იყოს.
მაგალითად, ზოგიერთ კომპანიას შესაძლებელია სჭირდებოდეს, ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მომხმარებელეთა რეგისტრაცია, პროდუქციის დაჯავშნისა და ანგარიშსწორების ფუნქციები, ხოლო ზოგიერთი კომპანიისთვის საკმარისია მხოლოდ ინფორმაციული საიტის ქონა, რომელშიც განსაზღვრულია ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ და მოცემულია შესაბამისი საკონტაქტო მონაცემები.
როგორიც არ უნდა იყოს ვებ-საიტი, იგი უნდა აკმაყოფილებდეს იგი უნდა აკმაყოფილებდეს ძირითად ელემენტებსა და პრინციპებს:
მიმზიდველი საიტის დიზაინი – რა ფუნქციების და სირთულისაც არ უნდა იყოს საიტი, მას უნდა გააჩნდეს ეფექტური დიზაინი, სწორედ ვიზუალით ექმნება მომხმარებელს პირველად შთაბეჭდილება კომპანიისა და მისი პროდუქციის შესახებ. საიტის დიზაინი, ფერებითა და სპეც-ეფექტებით უნდა ასოცირდებოდეს კომპანიის ბრენდთან.
მობილურ ხელსაწყოებთან ადაპტირებულობა – საიტი უნდა იყოს სწრაფი და ადაპტირებული ნებისმიერ მობილურ ტელეფონთან, პლანშეტთან და სხვა ტიპის ხელსაწყოებთან.
ამის მიზეზი მობილური ტექნოლოგიების სწრაფი ტემპებით განვითარებაა, შესაბამისად მობილური მოწყობილობების მომხმარებლების რიცხვი უკვე აჭარბებს კომპიუტერული მონიტორით მოსარგებლე პირთა რაოდენობას.
საიტის მასალები – საიტის მასალები უნდა იყოს საინტერესო წასაკითხი, ადვილად აღქმადი და არ უნდა შეიცავდეს გრამატიკულ/ენობრივ ხარვეზებს.
ინფორმაციულობა – თქვენ რომ იყოთ მომხმარებელი რა შეკითხვები გაგიჩნდებოდათ? მნიშვნელოვანია, რომ საიტზე განსაზღვრული იყოს რაც შეიძლება მეტი ასეთი შეკითხვის პასუხი.
საკონტაქტი მონაცემები – საიტის მომხმარებელს უნდა გააჩნდეს დაუყოვნებლივი წვდომა თქვენს საკონტაქტო მონაცემებთან, რამდენიმე წამის დაგვიანება და მან შეიძლება საერთოდ გადაიფიქროს დაკონტაქტება. შეეცადეთ თქვენ საკონტაქტო მონაცემები განსაზღვროთ არა მხოლოდ ერთ გვერდზე, არამედ ყველა მომსახურების გვერდზე, თვალმისაწვდომ ადგილებში.
ქართველი ინტერნეტ მომხმარებელთა უმეტესობა ეძებს პროდუქტს/მომსახურებას გუგლის საძიებო სისტემაში.
როგორ უნდა მოახერხოთ, რომ საიტი ამოუგდოს იმ მომხმარებელს, რომელიც ეძებს თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტს/მომსახურებას?
ამისთვის საჭიროა საიტის სეო ოპტიმიზაცია და სწორი კონტენტ მარკეტინგის განხორციელება.
ვიზუალური მასალა არის ის წამყვანი ელემენტი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიის ინტერნეტში წარმოსაჩენად.
რაც უფრო მაღალი ხარისხისაა, თქვენი ფოტო-ვიდეო მასალა, მით უფრო მეტი მომხმარებელის მოზიდვა და პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბება არის შესაძლებელი.
ნებისმიერ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელსაც გამოიყენებთ თქვენს საიტზე ან ციფრულ მარკეტგინში, უნდა გააჩნდეს ბრენდირებული დიზაინი და შესაბამისად უნდა ასორცირდებოდეს თქვენს ბრენდთან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა, არ გამოიყენოთ ისეთი ფოტო-ვიდეო მასალა, რომელზეც ნებართვა არ გაგაჩნიათ.
დაკავშირებული: ფოტო/ ვიდეო გადაღების მომსახურება
ციფრული მარკეტინგის როლი ბიზნესში უაღრესად დიდია, რომ წარმოვიდგნოთ მასშტაბურობა, ფეისბუქის, Youtube-ისა და გუგლის საერთო სარეკლამო შემოსავლები აღემატება ერთად აღებული მთელი მსოფლიოს ჟურნალების, გაზეთებისა და ტელევიზიით მიღებულ სარეკლამო შემოსავლებს.
საქართველოც არ ჩამორჩება აღნიშნულ ტენდენციებს, სოციალური მედია საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს ქვეყნის მთლიანი სარეკლამო ბაზრის წილში.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფეისბუქი და ინსტაგრამი, ასევე მზარდი პოპულარობა გააჩნია Pinterest-ს.
მომხმარებელმა შესაძლოა მოიწონოს თქვენი სოციალური მედიის გვერდი, სასიამოვნო განწყობა შეექმნას ვებ საიტზე სტუმრობისას, თუმცა ეს ყველაფერი არ მოგცემთ შედეგს, თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ ეფექტური კომუნიკაციის შესაძლებლობას.
ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები გვაძლევენ მომხმარებლებთან კომუნიკაციის მრავალმხრივ შესაძლებლობას, თუმცა ხშირად კომპანიები, მაინც ვერ ახერხებენ მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, რასაც პოტენციული კლიენტების დაკარგვა მოყვება შედეგად.
ამდენად, მომხმარებელთა კომუნიკაციისას, მთავარი არის პასუხის დროულად და პოზიტიურად მიწოდება.
თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ინტენსივობით უნდა განსაზღვროთ კომუნიკაციის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია მინიმუმ ორი საკომუნიკაციო არხის ქონა, მათგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს სატელეფონო კომუნიკაცია.
კომუნიკაციის სხვა ფორმებია: მეილები, ფეისბუქის ბიზნეს გვერდი, ვებ-საიტის ჩატი, ჩატბოტები და სხვა.
არსებულ ტენდენციებს თუ გადავხედავთ, იმ კომპანიებს აქვთ განვითარების და წარმატების შანსები, რომლებიც ინტერნეტში დაიკავებენ მნიშვნელოვან ადგილებს, ხოლო ისინი, რომლებიც ამას ვერ მოახერხებენ გაქრებიან ასპარეზიდან.
საქართველოში ინტერნეტის როლი უფრო დაბალია ვიდრე განვითარებულ უცხოურ ქვეყნებში, შესაბამისად უფრო მარტივია იმ სადავეების დაკავება, რომელიც ახლო მომავალში მეტი წარმატების განმაპირობებელი იქნება.