ციფრული ბანერები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო საშუალებაა ინტერნეტში.
მათი ვიზუალური მიმზიდველობა, განსხვავებული ფორმები, ზომები და შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ყველაზე უფრო ეფექტურად იქნეს გაგზავნილი ბიზნეს მესიჯი მომხმარებლისთვის.
ბანერების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ციფრული სახით ასევე გარე რეკლამისთვის.
ნებისმიერი ტიპის ბანერის შექმნისას მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, ერთი მხრივ ინფორმაციულობასა და მეორე მხრივ ვიზუალიზაციას შორის.
ბანერი არ უნდა იყოს გადატვირთული, მან უნდა მიაწოდოს მომხმარებელს საკმარისი ინფორმაცია სარეკლამო პროდუქციისა ან მომსახურების შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა მიზნობრიობის ბანერის დამზადებას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რისთვის გჭირდებათ ბანერი: ვებ საიტზე გასათავსებლად, ინტერნეტ რეკლამირებისთვის, სხვა.
დეტალური ინფორმაციისთვის – დაგვიკავშირდით.
ყოველდღიურად მილიონობით ციფრული ბანერი რეკლამირდება ვებ-საიტების მეშვეობით. ჩვენი სარეკლამო ბანერები უზრუნველყოფენ მომხმარებლის მოზიდვას და მეტ გაყიდვებს ვებ საიტებიდან.
განსაზღვრეთ ბანერის ზომა, მისი შინაარსი და ჩვენ მზად ვართ დაგიმზადოთ ბანერი სწრაფად და ეფექტურად.
დინამიური ბანერები ყველაზე უფრო ეფექტური ტიპია ყველა სახეობის ბანერებს შორის.
ვიდეო და ფლეშ ტექნოლოგიით დამზადებული ბანერები საშუალებას იძლევა უფრო მეტი მიმზიდველობა შესძინოთ თქვენს ციფრულ რეკლამას.
მათი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ცალკეულ ვებ-საიტებზე განთავსების ფორმით, ასევე სხვადასხვა პლატფორმებზე რეკლამირებისთვის, როგორიცაა გუგლი და იუთუბი.
ჩვენ დაგიმზადებთ ნებისმიერი ზომის და ფორმის გარე სარეკლამო ბანერს, რომელსაც დაკიდებთ იქ სადაც მოისურვებთ.
ჩვენ მომსახურებაში შედის, როგორც ბანერის დიზაინის დამზადება, ასევე რეკლამის გამოფენის უზრუნველყოფა.
არსებობს უამრავი პლატფორმა, რომლითაც შესაძლებელია ინტერნეტ რეკლამირების განხორციელება, მათ შორის ყველაზე ეფექტურია ფეისბუქ რეკლამა და რეკლამა გუგლში.
უმაღლესი ხარისხის ციფრული ბანერის მეშვეობით თქვენი რეკლამა იქნება განსაკუთრებით ეფექტური და მიმზიდველი.
გსურთ რამე განსაკუთრებული? არც ესაა პრობლემა, ჩვენ მზად ვართ დავამზადოთ ნებისმიერი ტიპის ბანერი, ნებისმიერი საჭიროებისთვის.