WordPress საიტის აწყობა – რატომ ვორდპრესი?

WordPress საიტის აწყობა სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

2021 წლის მონაცემებით, ახალი საიტების 61% სწორედ ამ სისტემაზე იქნა შექმნილი.

წინამდებარე სტატიაშვი ვისაუბრებთ იმ 5 ძირითად უპირატესობაზე, რომელიც საიტის ვორდპრესზე აწყობას გააჩნია.

wordpress საიტის აწყობა

საიტის დამზადების ფასი

თითქმის ყველა ბიზნესისთვის საიტის ფასი არსებითი მნიშვნელობის მქონე ელემენტია, როდესაც საუბარია ახალი საიტის შექმნა / განვითარებაზე.

ამ კუთხით ვორდპრესი საუკეთესო არჩევანია, იგი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე საიტის 0-დან უნიკალური კოდით აწყობის შემთხვევაში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფასი გავლენას არ ხდენს ხარისხსზე. უფრო მეტიც, ვორდპრესის საიტი ხშირად, ხელით აწყობილ საიტებზე გაცილებით დახვეწილი და კარგი დიზაინის გამოდის.

WordPress მარტივია

მსოფლიოში არსებული საიტების 30%-ზე მეტი ვორდპრესის ძრავზეა აწყობილი, რადგან იგი გაცილებით მარტივი, ფუნქციური და იაფია, ვიდრე ნებისმიერი არსებული ალტერნატივა ვებ საიტების დამზადების სფეროში.

ვორდპრესის საიტებს აქვთ ეფექტური ადმინისტრატორის პანელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არაპროგრამისტის მიერაც კი უამრავი ცვლილების განხორციელება და კონტენტის მარტივად ატვირთვა.

არ ხართ დამოკიდებული ერთ პროგრამისტზე

ერთ პროგრამისტზე დამოკიდებულება ძალიან ცუდია, რადგან აღნიშნული ბევრ პრობლემას წარმოშობს მომავალში, მათ შორის კონფლიქტებს.

განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ჩვენი კვლევით დადგინდა, რომ ბაზარზე პროგრამისტთა 80% არაკომპეტენტურია.

ერთ პროგრამისტზე დამოკიდებულება შესაძლოა საიტის თავიდან აწყობის საფუძველიც კი გახდეს.

ყველაზე ოპტიმალური ამ კუთხით ისევ ვორდპრესია, რომელიც ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და შესაბამისად პროგრამისტის პოვნა ვორდპრესისთვის გაცილებით მარტივია.

საიტის შემდგომი განვითარება

ნებისმიერ საიტს სჭირდება ტექნიკური უზრუნველყოფა, მათ შორის WordPress-ის საიტებსაც. აუცილებელია ყოველთვიური ზედამხედველობა და განახლებები, რათა არ წარმოიშვას ცალკეული შეფერხებები.

ყველაფერი ეს თვეში საშუალოდ 50-200 ლარი დაგიჯდებათ, სამაგიეროდ თქვენი საიტი იმუშავებს კარგად და თქვენც იქნებით მუდამ მშვიდათ, არ მოგიწევთ ფიქრი და ნერვიულობა ჰოსტინგზე, დომენზე, პლაგინებსა და სხვა მსგავს, თქვენთვის უცნობ, საკითხებზე.

ფუნქციების დამატება ვორდპრესზე

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაამატოთ ნებისმიერი ფუნქცია ვორდპრესის საიტზე, ამისთვის პროგრამის (პლაგინის) ლიცენზიის შეძენა დაგჭირდებათ. საქართველოში უკვე არსებობს საიტი, რომელიც გთავაზობთ ოფიციალურ ლიცენზიებს გაცილებით დაბალი ღირებულებით – https://mediashop.ge/

აუცილებელია ლიცენზია იყოს ოფიციალური, რათა თავიდან აირიდოთ საიტის დავირუსება და სხვა ტექნიკური პრობლემები.

დასკვნა

ვორდპრეს გარკვეული მინუსები გააჩნია, თუმცა უპირატესობები ბევრად გადაწონის მათ.

ამდენად ჩვენი მხრიდან შეგვიძლია გითხრათ, რომ თუ თქვენ გსურთ თანამედროვე საიტის ქონა, ნაკლები დანახარჯითა და მაღალი ხარისხით, ვორდპრესი სწორი არჩევანია.

ხოლო თუ თქვენ განსაკუთრებული მოთხოვნები გაქვთ, როგორიცაა ინდივიდუალური დიზაინი, განსაკუთრებული ფუნქციები/ალგორითმები, მაშინ შესაძლოა ვორდპრესი სულაც არ იყოს თქვენი არჩევანი.