პროფესიონალური ფოტო გადაღება დაგეხმარებათ შექმნათ ეფექტური სარეკლამო მასალა თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის.
თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო მეტად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიას მომხმარებელთან კომუნიკაციის განსახორციელებლად.
ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მომხმარებელთან ურთიერთობისას არის ეფექტური ვიზუალიზაცია, რაც ხარისხიანი ფოტო მასალით მიიღწევა.
შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგადაღება უმნიშვნელოვანესი როლს ასეულებს მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებისას, კერძოდ იგი საჭიროა საიტის მოსაწყობად, სოციალური მედია გვერდების სამართავად და ინტერნეტ რეკლამირებისთვის.
ამდენად, ხარისხიანი ფოტო მასალა მარკეტინგული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ ფოტო გადაღებასა და მონტაჟს, არამედ მის სარეკლამო პროდუქტად ქცევას.
ბრენდები იყენებენ ფოტო გადაღებას, როგორც ერთ-ერთ უძლიერეს იარაღს, ბრენდის განვითარების, ვიზუალური ეფექტის მოხდენისა და საბოლოო ჯამში, მეტი მომხმარებლის მოზიდვის თვალსაზრისით.
ეფექტური ფოტოების შექმნა შესაძლებელია, როგორც არსებული ფოტო სურათის გადაკეთებით, ასევე ფოტო გადაღებით და შემდგომ მისი დამუშავებით.
მარკეტინგში, განსაკუთრებით ციფრულ მარკეტინგში ფოტოგრაფიის როლი უმნიშვნელოვანესია, იგი გამოიყენება თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის გამოსაყოფია:
ეფექტური ფოტოგრაფია საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნესს გახდეს უფრო გამორჩეული, სოლიდური და მიმზიდველი.
ძნელად მოსაძებნია წარმატებული ბრენდი, რომელიც არ იყენებს პროფესიონალურ ფოტოგრაფიას.
თითოეული წარმატებული კომპანია ეჯიბრება კონკურენტებს, ისეთი კონტენტის შექმნაში, რომელიც მოხიბლავს რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს, გაუგზავნის მათ ბიზნეს მესიჯს და გადააწყვეტინებს თავისი პროდუქტის / მომსახურების შეძენას.
არ ჩამორჩეთ კონკურენტებს, იყავით გამორჩეული, რის უნიკალურ საშუალებასაც იძლევა ფოტოგრაფია.
ჭკვიანი კომპანიები, ნაცვლად ერთფეროვანი და უხარისხო ფოტოებისა ქმნიან ფოტოებს, რომლებსაც აქვთ უნარი გავლენა მოახდინონ ადამიანებზე.
ასეთი სტრატეგია ხელს უწყობს ბრენდის პოპულარიზაციას, მომხმარებლისთვის ერთიანი ვიზუალური ისტორიის მოყოლის გზით.
მარკეტინგის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს მაქსიმალურად ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი ბიზნესი, მომხმარებელთა თვალთახედვისთვის.
ამის საუკეთესო საშუალება კი ვიზუალური ისტორიის მოყოლაა, პროფესიონალური ფოტოგრაფიის დახმარებით.
გახსოვდეთ, ადამიანები ივიწყებენ სიტყვებსა და მოვლენებს, მაგრამ ისინი ძნელად ივიწყებენ გრძნობებს.
ფოტოგრაფი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც დაიჭერს მომენტს და დაანახებს მომხმარებელს თქვენი პროდუქტს საუკეთესო მხარეს. ემოციას, რომელსაც ბადებს თქვენი პროდუქტი/მომსახურება კლიენტებში.
ადამიანები ეძებენ ემოციებს, რომლებიც ინსტიქტურად აყალიბებენ პროდუქციის / მომსახურების შეძენის გადაწყვეტილებას.
ფოტოები ჯადოსნური იარაღია სოციალურ მედია მარკეტინგისთვის. ინტერნეტ მომხმარებელმა შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროს ისე დაჯავშნოს მაგიდა რესტორანში, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მოიხიბლა ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე დადებული ბრენდირებული ფოტო პოსტით.
300 მილიონზე მეტი ფოტო იტვირთება ყოველდღიურად ფეისბუქზე, ამის შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ მობილური ტელეფონები, რომელთა უმრავლესობა ხარისხიანი ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა. ასევე მობილური მოწყობილობიდან ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.
ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ იზრდება ხარისხიანი ფოტოების გადაღებისა და მათი სოციალურ მედიაზე სწრაფად ატვირთვის შესაძლებლობა, შესაბამისად კომპანიებს შორის იზრდება კონკურენციაც, მაღალი ხარისხის ფოტოების მეშვეობით გამორჩეულად წარმოჩენის კუთხით.
სოციალურ მედიაში ვიზუალს დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან მომხმარებლისთვის პირველი შთაბეჭდილება არის გადამწყვეტი, კერძოდ იგი 1-2 წამს უთმობს თითოეული პოსტის ვიზუალურ შეფასებას, და თუ მისმა ვიზუალმა მიიპყრო ყურადღება მხოლოდ ამის შემდგომ ხდება სხვა აღქმითი პროცესების ჩართვა.
ამდენად, რაც უფრო ეფექტური და კარგი ხარისხისაა თითოეული პოსტის ვიზუალი, მით უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს იგი მომხმარებლისგან და შესაბამისად უფრო წარმატებული იქნება მთლიანი სოციალური მედია მარკეტინგული საქმიანობა.
სოციალურ მედიაში წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვანია ფოტოებმა გამოხატონ თქვენი მომსახურების ან პროდუქციის ხარისხი.
ამისთვის მნიშვნელოვანია ფოტო გადაღება იყოს მთლიანი მარკეტინგული საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც განახორციელებს მცოდნე ფოტოგრაფი.
პროფესიონალი ფოტოგრაფი შეისწავლის თქვენს საჭიროებას, თქვენი საქმიანობის პრინციპებს, სურვილებსა და მიზნებიდან გამომდინარე და გამოსახავს ამ ყველაფერს ვიზუალური სახით ფოტოებში.
მოუყვება მომხმარებლებს ვიზუალურ ისტორიას, დაგეხმარებათ მომხმარებელთან ურთიერთობაში, ბრენდის წინსვლასა და საბოლოო ჯამში ბიზნესის ზრდაში.
კლიენტის ხედვის, მისი საჭიროებების ცოდნის გარეშე, შეუძლებელია მაღალი ხარისხის ფოტო მასალის შექმნა, ისეთის რომელიც სრული მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტური შემადგენელი ნაწილი იქნება.
საქართველოს რეალობაში, სოციალური მედია მარკეტინგის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა ფოტო მასალები, თუმცა ხშირად ხდება ერთგვაროვანი და ინტერნეტში მოძიებული ფოტოების გამოყენება, რაც ხარისხიანი მარკეტინგული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას ამცირებს, განსხვავებით, როდესაც ფოტოების გადაღება ხორციელდება საკუთარი პროდუქტის, მომსახურების, შედეგის და ამას ახორციელებს პროფესიონალი ფოტოგრაფი, იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულ მარკეტინგულ საქმიანობას გააჩნია.
ინსტაგრამის/ფეისბუქის მთავარი მამოძრავებელი ძრავი სწორედ ფოტოებია, ფოტოების ატვირთვა და გავრცელება.
კომპანია IRIS-ი გთავაზობთ ფოტო გადაღების მრავალფეროვან მომსახურებას, ჩვენი ფოტოგრაფები და კრეატიული გუნდი მზად არის მოგისმინოთ, ერთად დავგეგმოთ ფოტო გადაღების მიზნები და სტრატეგია, მიიღეთ მაღალი ხარისხის მომსახურება, გონივრულ ფასად.
განავითარეთ თქვენი ბიზნესი ფოტოგრაფიის მეშვეობით, იყავით ინოვაციური, რაციონალური და წარმატებული საკუთარ ბიზნეს საქმიანობაში.
დაგვიკავშირდით: 577 68 68 43
Email: info@iris.ge
კომპანიის ვებ საიტის თითოეული ელემენტი (დიზაინი, ფოტოგრაფია, გვერდები) უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას.
მთავარი მიზანი ნებისმიერი კომპანიისთვის არის რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის მიღება თავიანთ საიტზე და მათი კლიენტებად ქცევა, ანუ ისეთი საიტის ქონა, რომელიც იქნება კლიენტების მოძიების წყარო.
ქართულ ვებ სივრცეში უამრავი საიტია, თუმცა მათგან უმეტესობა ვერ ასრულებს ამ საკრალურ მიზანს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
საიტის ეფექტურობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: ეფექტური დიზაინი, მარტივი ნავიგაცია, საინტერესო კონტენტი, საიტის სიჩქარე და სხვა.
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრეთ ერთ-ერთ ასეთ ელემენტზე – პროფესიონალური ფოტოგრაფიის როლი საიტის წარმატებაში.
ადამიანთა მოსახლეობის 65% ვიზუალურად მსწავლელია, ამიტომაც თქვენი საიტის ვიზიტორთა უმრავლესობისთვის, ვიზუალურ ელემენტებს აქვთ განსაკუთრებული მნიშვნელობა.
გარდა ამისა, ადამიანთა ყურადღებას ყოველთვის ვიზუალი იპყრობს და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება აღქმა.
ამდენად, საიტის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მომხიბლავი ვიზუალური მასალების ქონა, რისი მიღწევაც უპირველესყოვლისა ხარისხიანი ფოტოების მეშვეობით არის შესაძლებელი.
ადამიანები ხშირად იღებენ „ზერელე შეფასებებს“, რომლებიც ხშირად გამომდინარეობს არა მთლიანი სურათიდან, არამედ მიკერძოებული შეფასებიდან.
საიტების შემთხვევაში, მომხმარებლის ნეგატიური შეფასება შეიძლება განაპირობოს: ცუდმა დიზაინმა, გრამატიკულმა შეცდომებმა ტექსტში, ფოტოების ხარისხმა და სხვა.
მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ეძებს სამშენებლო კომპანიის საიტს და აღმოაჩენს, მასზე ვიზუალურ ხარვეზებს, გრამატიკულ შეცდომებს და ცუდი ხარისხის პატარა ფოტოებს, იგი გაავრცელებს მის მიერ მიღებულ ნეგატიურ შთაბეჭდილებას ამ კომპანიის სამშენებლო მომსახურებაზეც, რომელსაც სთავაზობს იგი.
საპირისპირო შემთხვევა იქნება მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. ეს პრინციპი მოქმედებს ნებისმიერ ბიზნესში. ეფექტური ფოტოგრაფიის გამოყენება კი უზრუნველყოფს მომხმარებლის დადებითი შთაბეჭდილების შექმნას თქვენი საიტის პირველადი გაცნობის დროს.
ეს პრინციპი არა მხოლოდ ბიზნესში არის აქტუალური, არამედ გვხვდება ჩვენს ყოველდღიურობაშიც.
მაგ: როდესაც ადამიანი არ მოგვწონს, ვერ ვამჩნევთ მის დადებით თვისებებს და პირიქით, როდესაც მოგვწონს ადამიანი, მის ნეგატიურ თვისებებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას.
ფოტოგრაფიას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის, კერძოდ ხშირ შემთხვევაში ხარისხიანი და კარგი ფოტოები მომხმარებელზე იმხელა ზეგავლენას ახდენს, რომ ყიდვის გადაწყვეტილებას აღებინებს.
იყავით გამორჩეული თქვენი კონკურენტებისგან, რომლებიც დიდ ყურადღებას არ აქცევენ არც ზოგადად ვებ საიტის განვითარებას და არც მითუმეტეს ხარისხიანი ფოტოგრაფიის გამოყენებას საიტის ეფექტური ვიზუალური ფონის შესაქმნელად.
სხვადასხვა კვლევამ დაადგინა, რომ საიტებზე გუგლიდან შემოსული მომხმარებლის 40-60% ფოტო ძიებით შემოდის.
ამდენად, ფოტო ძიება, არის ვებ საიტზე მომხმარებლის მოძიების წყარო.
იმისათვის, რომ თქვენმა ფოტოებმა მომხმარებელი მოიძიოს, საჭიროა კარგი ხარისხისა და ვიზუალის მქონე ფოტოები, რომლებსაც მომხმარებელი ყოველთვის გამოარჩევს ძიებისას და შედეგად ისინი ყოველთვის წინა პლანზე იქნებიან ძიების შედეგებშიც.
დაკავშირებული სტატია: ფოტო გადაღების როლი მარკეტინგში
თქვენი ბიზნესი აქცენტირებას ახდენს თუ არა ფოტოგრაფიაზე? გსურთ დახმარება – ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ მრავალფეროვანი ფოტო გადაღების მომსახურება.
დაგვიკავშირდით: 577 681 691
Email: info@iris.ge
მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით (577 681 691).