პროგნოზირება რთული საქმეა, თუმცა აუცილებელი, როდესაც ბიზნეს საქმიანობაში ხართ ჩართული, რადგან თუ არ განახორციელეთ პროგნოზირება, ამას იზამენ თქვენი კონკურენტები.
გამართლებული პროგნოზები ფაქტიურად ბაზარზე დომინირების ტოლფასია, განსაკუთრებით, როდესაც აღნიშნული დაკავშირებულია ციფრულ მარკეტინგთან.
ამ სტატიაში, წარმოგიდგენთ 6 ელემენტს, რომლებიც ჩვენი მოსაზრებით მოახდენენ ციფრული მარკეტინგის სივრცის ფორმირებას 2019 წლისთვის.
1.ხელოვნური ინტელექტის განვითარება
ბევრი სპეციალისტი თანხმდება, მათ შორის ჩვენი გუნდიც, რომ ხელოვნური ინტელექტი მოახდენს რევოლუციას ციფრულ მარკეტინგში.
იგი შეცვლის ჩვენს ყოველდღიურობას დაახლოებით ისევე, როგორც ინტერნეტმა შეცვალა ადამიანთა ცხოვრება.
2019 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ არ იქნება ისეთი განვითარებული, რომ ადამიანი ჩაანაცვლოს, თუმცა მას გაცილებით დიდი გავლენა ექნება, როგორც ჩვენს ყოველდღიურობაზე, ისე კერძოდ ციფრულ მარკეტინგზე.
მარკეტინგის სპეციალისტებს საშუალება ექნებათ შავი სამუშაო მთლიანად ხელოვნურ ინტელექტს გადააბარონ, ხოლო თვითონ მოახდინონ მეტი აქცენტი სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და კრეატიულობაზე.
ამდენად, ხელოვნური ინტელექტის მქონე პროდუქტების განვითარება 2019 წლისთვის იქნება კრიტიკული მნიშვნელობის, მაგალითად ჭკვიანი ჩატბოტების გამოყენება სოციალური მედიის მართვაში.
ნებისმიერი ტიპის მარკეტინგული საქმიანობის ამოსავალი წერტილი დღესაც და მომავალშიც იქნება მომხმარებელთა პოზიტიური განწყობის მოპოვება, მათთან პირველი შეხებიდან, ურთიერთობის ბოლო მომენტამდე.
აღნიშნულის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც 2019 წლისთვის საშუალებას მოგვცემენ, ნაკლები რესურსებით, უფრო მეტ ადამიანთან განვახორციელოთ კომუნიკაცია.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების განვითარება.
მარკეტინგული საქმიანობა სულ უფრო მრავალწახნაგოვანი ხდება, რაც გულისხმობს მომხმარებელთან კონტაქტს სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა სოციალური მედია, იმეილები, ვებ საიტები და სხვა.
ამავდროულად ყველა მარკეტერმა იცის, თუ რას ნიშნავს უპასუხოდ დატოვებული მომხმარებელი, ან თუნდაც დაგვიანებით მათთან კომუნიკაცია.
2019 წლისთვის საკმარისი არ იქნება მხოლოდ ერთი ტიპის მარკეტინგული საქმიანობის განხორციელება, არამედ საჭირო იქნება რამდენიმე მიმართულების განვითარება, როგორიცაა სოციალური მედია, სეო ოპტიმიზაცია, კონტენტ მარკეტინგი, საიტის განვითარება და სხვა.
კარგი პოსტები გვაქვთ, ბევრი ლაიქი, მაგრამ რა სარგებელს ღებულობთ ამით?
სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყოები უფრო ძლიერი, ზუსტი და მარტივად გამოყენებადი ხდება.
მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ შეთავაზონ მარკეტერებს ზუსტი მონაცემები მომხმარებელთა განწყობისა და მიღებული სარგებლის შესახებ.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რიცხვები ყოველთვის კონტექსტით უნდა განიხილებოდეს, რათა მომხმარებელთა რეალური მოტივები იქნეს განსაზღვრული.
მარკეტინგი გახდება პროგრამული პროდუქტების ყველაზე მნიშვნელოვანი შემსყიდველი 2019 წლისთვის.
ამ პერიოდში მარკეტინგული ბიუჯეტის 30% სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება.
რამდენის ინვესტირებას გეგმავთ თქვენ ამ მიმართულებით?
ცნობილმა თამაშმა Pokemon Go დაამტკიცა, რომ მომხმარებლები მზად არიან ვირტუალური რეალობისთვის.
ამდენად, ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბევრი პროდუქტი და ტექნოლოგია შეიქმნა.
ამ პროცეს სათავეში ფეისბუქი უდგას, მარკ ცუკერბერგი ქმნის ახალ სამყაროს, რომელსაც მალე ვიხილავთ, ეს შესაძლოა 2019 წლისთვისაც მოხდეს.
ვირტუალური რეალობა საშუალებას მისცემს მარკეტერებს უფრო ახლოს და ინტიმურ დონეზე შევიდეს მომხმარებელთან ურთიერთობაში.
რაც განაპირობებს ციფრულ სამყაროში ე.წ. უსულო ტენდენციების გასულიერებას.
დაკავშირებული სტატია: ციფრული მარკეტინგის მომსახურება.