ფოტო გადაღება და სოციალური მედია

ფოტოები ჯადოსნური იარაღია სოციალურ მედია მარკეტინგისთვის. ინტერნეტ მომხმარებელმა შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროს ისე დაჯავშნოს მაგიდა რესტორანში, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მოიხიბლა ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე დადებული ბრენდირებული ფოტო პოსტით.

300 მილიონზე მეტი ფოტო იტვირთება ყოველდღიურად ფეისბუქზე, ამის შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ მობილური ტელეფონები, რომელთა უმრავლესობა ხარისხიანი ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა. ასევე მობილური მოწყობილობიდან ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.

ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ იზრდება ხარისხიანი ფოტოების გადაღებისა და მათი სოციალურ მედიაზე სწრაფად ატვირთვის შესაძლებლობა, შესაბამისად კომპანიებს შორის იზრდება კონკურენციაც, მაღალი ხარისხის ფოტოების მეშვეობით გამორჩეულად წარმოჩენის კუთხით.

სოციალურ მედიაში ვიზუალს დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან მომხმარებლისთვის პირველი შთაბეჭდილება არის გადამწყვეტი, კერძოდ იგი 1-2 წამს უთმობს თითოეული პოსტის ვიზუალურ შეფასებას, და თუ მისმა ვიზუალმა მიიპყრო ყურადღება მხოლოდ ამის შემდგომ ხდება სხვა აღქმითი პროცესების ჩართვა.

ამდენად, რაც უფრო ეფექტური და კარგი ხარისხისაა თითოეული პოსტის ვიზუალი, მით უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს იგი მომხმარებლისგან და შესაბამისად უფრო წარმატებული იქნება მთლიანი სოციალური მედია მარკეტინგული საქმიანობა.

რატომ პროფესიონალური ფოტოგრაფია?

სოციალურ მედიაში წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვანია ფოტოებმა გამოხატონ თქვენი მომსახურების ან პროდუქციის ხარისხი.

ამისთვის მნიშვნელოვანია ფოტო გადაღება იყოს მთლიანი მარკეტინგული საქმიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც განახორციელებს მცოდნე ფოტოგრაფი.

პროფესიონალი ფოტოგრაფი შეისწავლის თქვენს საჭიროებას, თქვენი საქმიანობის პრინციპებს, სურვილებსა და მიზნებიდან გამომდინარე და გამოსახავს ამ ყველაფერს ვიზუალური სახით ფოტოებში.

მოუყვება მომხმარებლებს ვიზუალურ ისტორიას, დაგეხმარებათ მომხმარებელთან ურთიერთობაში, ბრენდის წინსვლასა და საბოლოო ჯამში ბიზნესის ზრდაში.

კლიენტის ხედვის, მისი საჭიროებების ცოდნის გარეშე, შეუძლებელია მაღალი ხარისხის ფოტო მასალის შექმნა, ისეთის რომელიც სრული მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტური შემადგენელი ნაწილი იქნება.

რა ხდება ამ კუთხით საქართველოს ბაზარზე ?

საქართველოს რეალობაში, სოციალური მედია მარკეტინგის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა ფოტო მასალები, თუმცა ხშირად ხდება ერთგვაროვანი და ინტერნეტში მოძიებული ფოტოების გამოყენება, რაც ხარისხიანი მარკეტინგული საქმიანობის წარმოების შესაძლებლობას ამცირებს, განსხვავებით, როდესაც ფოტოების გადაღება ხორციელდება საკუთარი პროდუქტის, მომსახურების, შედეგის და ამას ახორციელებს პროფესიონალი ფოტოგრაფი, იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულ მარკეტინგულ საქმიანობას გააჩნია.

ინსტაგრამის/ფეისბუქის მთავარი მამოძრავებელი ძრავი სწორედ ფოტოებია, ფოტოების ატვირთვა და გავრცელება.

ფოტოგრაფიის გამოყენება გსურთ ბიზნესში?

მიუდექით სერიოზულად, ჩამოაყალიბეთ სტრატეგია, როგორც ფოტო გადაღების, ისე გადაღებული ფოტოების შემდგომი დამუშავებისა და გამოყენების კუთხით მარკეტინგულ საქმიანობაში.

განავითარეთ თქვენი ბიზნესი ფოტოგრაფიის მეშვეობით, იყავით ინოვაციური, რაციონალური და წარმატებული საკუთარ ბიზნეს საქმიანობაში.