ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმები საქართველოში

სოციალურმა მედიამ შეცვალა სამყარო, მათ შორის ბიზნეს საქმიანობა, განსაკუთრებით მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მათი მოზიდვის კუთხით.

სოციალური მედია ფართო შესაძლებლობებს იძლევა: ხელოვნური ინტელექტი, ვირუსული კამპანიები, რემარკეტინგი, რეკლამირების ავტომატიზაცია და ა.შ, უფრო მძლავრს ხდის მის გამოყენებას ბიზნესისთვის.

სოციალური მედიის მეშვეობით ყველაზე მარტივია მიაგნოთ იმათ ვისაც სურს თქვენი პროდუქტი/მომსახურება.

სოციალური მედიის ყველაზე დიდი უპირატესობა მის ხელმისაწვდომობაშია.

წავიდა ის დრო, როდესაც ეფექტური რეკლამირებისთვის აუცილებელი იყო ათასობით დოლარის დახარჯვა. ახლა თქვენ საშუალება გაქვთ ნებისმიერი ბიუჯეტით განახორციელოთ რაღაც დონის რეკლამა ინტერნეტში, სოციალური მედია პლატფორმების გამოყენებით.

ჩნდება კითხვა, რომელი სოციალური მედიაა ყველაზე ეფექტური ბიზნესისთვის საქართველოში?

წარმოგიდგენთ საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალური მედია პლატფორმებს:

1.ფეისბუქი

1.60 მილიარდი მომხმარებლით, ფეისბუქი ლიდერია სოციალური მედია პლატფორმებს შორის, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

იგი საშუალებას იძლევა მოახდინოთ რეკლამირება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

საქართველო არ არის გამონაკლისი, ყველაზე დიდი მარკეტინგული აქტივობა სწორედ ფეისბუქზე ხორციელდება, მათ შორის განსაკუთრებით ეფექტურია ვირუსული კამპანიები, ვიდეო რეკლამირება და რემარკეტინგი ფეისბუქ პიქსელის გამოყენებით.

2.ინსტაგრამი

თუ თქვენი პოტენციური მომხმარებლებიდან უმეტესობა ახალგაზრდა თაობას წარმოადგენს, ინსტაგრამი შესაძლოა საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს მარკეტინგული საქმიანობის განსახორციელებლად.

ინსტაგრამი საკმაოდ პოპულარული სოციალური ქსელია საქართველოში, მისი ძირითადი მომხმარებელი ახალგაზრდები არიან, განსაკუთრებით სტუდენტები.

იქიდან გამომდინარე, რომ ინსტაგრამს და ფეისბუქს ერთი მესაკუთრე ყავს, საკმაოდ ეფექტურია მარკეტინგული საქმიანობის განხორციელება ორივე სოციალურ ქსელზე ერთობლივად.

3.YouTube

იუთუბი, გუგლის შემდეგ, სიდიდით მეორე უდიდესი საძიებო სისტემაა მსოფლიოში.

გუგლის მიერ იუთუბის შეძენის შედეგად, ვიდეო მარკეტინგის როლი საგრძნობლად გაიზარდა, ამდენად ეფექტური ვიდეო რგოლის რეკლამირებისთვის, იუთუბის პლატფორმა საუკეთესო ვარიანტია.

გარდა ამისა, თუ მსხვილი ბიუჯეტი გაქვთ, ფეისბუქზე და იუთუბზე ერთდროულად შეიძლება რეკლამირების განხორციელება, რაც ბევრად მაღალი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.

4.LinkedIn

ლინკედინი სპეციფიკური სოციალური მედია პლატფორმაა, იგი განსაკუთრებით ეფექტური გამოსაყენებელია B2B რეკლამირებისთვის.

ლინკედინის მეშვეობით შესაძლებელია პროფესიონალი კადრების მოძიება ბიზნესის ნებისმიერი სფეროდან.

ლინკედინის დანიშნულებაა პროფესიული ურთიერთობების დაფუძნება და განვითარება. ამ მიზნით შესაძლებელია პროფესიული ჯგუფების შექმნა ლინკედინში.

5.ტვიტერი

ტვიტერის უპირატესობა მის უნარშია სწრაფად მოახდინოს ინფორმაციის გავრცელება, რაც უფრო მეტი ადამიანი გაავრცელებს თქვენს პოსტს, მით უფრო მეტი მიმდევარი გეყოლებათ.

ტვიტერი არ სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით საქართველოში, თუმცა მასში 20-დან 45 ათასამდე ქართველი მომხმარებელია, რაც საყურადსაღებოა.

თუმცა ტვიტერი საკმაოდ პოპულარულია სხვა ქვეყნებში, მაგ: იგი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმაა იაპონიაში, შესაბამისად თუ მაგალითად გაქვთ ტურისტული ბიზნესი და გსურთ იაპონელების მოზიდვა, საკმაოდ ეფექტურია ტვიტერის გამოყენება.

6.Pinterest

პინტერესტი შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, თუმცა მისი მომხმარებელთა რიცხვი სულ უფრო იმატებს.

პინტერესტში პიარის საფუძველია ეფექტური და ხარისხიანი ფოტო-მასალის გამოქვეყნება და გაპიარება. ძირითადი მომხმარებელი არის ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით სტუდენტები, ისევე როგორც ინსტაგრამის შემთხვევაში.

ბოლოსიტყვაობა

თქვენი არჩევანია, თუ რომელ სოციალურ მედია პლატფორმაზე გააპიარებთ თქვენს ბიზნეს, თუმცა მნიშვნელოვანია შეაფასოთ არა მხოლოდ კონკრეტული სოციალური მედიის პოპულარობა, არამედ ასევე თქვენი პროდუქტის და პოტენციური მომხმარებლის სპეცფიკა და მხოლოდ ამის შემდგომ აირჩიეთ ის პლატფორმა, რომელიც ყველაზე ეფექტური შეიძლება გამოდგეს თქვენთვის.

ასევე იხილეთ: Facebook მომსახურებები