სარეკლამო სააგენტო – როგორ ავარჩიოთ?

სარეკლამო სააგენტო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესში, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია საჭიროებს რეკლამას, რაც აუცილებელია სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, როგორიცაა, გაყიდვები, ბრენდირება და სხვა.

კომპანიათა დიდი ნაწილი სარეკლამო მომსახურების მისაღებად მიმართავს სარეკლამო სააგენტოებს, რომლებიც ახორციელებენ სარეკლამო მომსახურების აუთსორსინგს.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა კრიეტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოთ, რათა შეარჩიოთ საუკეთესო სარეკლამო სააგენტო.

სარეკლამო სააგენტო

მიზნები და საჭიროება

სარეკლამო სააგენტოს ძიების დაწყებამდე მნიშვნელოვანია კარგად ჩამოყალიბებული გქონდეთ რა არის თქვენი სარეკლამო მიზნები და საჭიროება:

მიზნებისა და საჭიროებების დადგენის შემდგომ არ დაგავიწყდეთ შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრა, რაც განაპირობებს თქვენი მიზნობრივი ფასის დადგენას სარეკლამო კომპანიების ძიებისას.

შესრულებული სამუშაოები

პირველ რიგში უნდა შეაფასოთ სარეკლამო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები, მათი ხარისხი და მასშტაბურობა.

მეორე მხრივ, გამოცდილება კარგია, მაგრამ წარსული ყოველთვის არ ასახავს აწმყოს. მნიშვნელოვანია კარგად გავაცნობიეროთ, რას აკეთებენ ისინი დღევანდელ დღეს?

ამისთვის უნდა შეფასდეს სარეკლამო სააგენტოების ოფისი, მათი ვებ-საიტი და სოციალური მედია გვერდი.

მნიშვნელოვანია ასევე მათი გუნდის შეფასებაც, გახსოვდეთ, რომ დიდი არ ნიშნავს ყოველთვის უკეთეს.

ზოგჯერ დიდ ორგანიზაციებში არაეფექტური მენეჯმენტის გამო, ვერ ხორციელდება ხარისხის კონტროლი.

თუმცა მეორე მხრივ ახლად დაარსებული, მცირე ზომის კომპანიების ნდობაც არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა მათ არ გააჩნდეთ შესაბამისი გამოცდილება ხარისხიანი მომსახურების გასაწევად.

თანამშრომლობის ფორმა

ურთიერთნდობა აუცილებელია, ენდეთ, მაგრამ უმჯობესია, რომ ფორმალურ კალაპოტში მოაქციოთ თქვენი ურთიერთობა.

ამდენად, ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია, რომელშიც დეტალურად იქნება განსაზღვრული თქვენი თანამშრომლობის პირობები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ვისთან აფორმებთ ხელშეკრულებას, ორგანიზაციასთან, თუ ფიზიკურ პირთან, სწორედ აქედან გამომდინარე განისაზღვრება პასუხისმგებელი პირი.

ფასი და სხვა არსებითი პირობები

სარეკლამო სააგენტოსთან, თქვენი ურთიერთობის ორი უმნიშვნელოვანესი პირობა არის: ფასი და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა.

ფასი

თქვენი ინტერესია, რაც შეიძლება დაბალი ფასი, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე, ამიტომაც კარგად აწონ-დაწონეთ რას ღებულობთ კონკრეტულ ფასში და რა ალტერნატივები გაგაჩნიათ სხვაგან.

შესასრულებელი სამუშაო

მნიშვნელოვანია შესასრულებელი სამუშაო იყოს, რაც შეიძლება დეტალურად გაწერილი და დაფიქსირებული წერილობითი ფორმით, რათა სამუშაოს შესრულების შემდგომ არც ერთ მხარეს არ გააჩნდეს უკმაყოფილება ან დამატებითი კითხვის ნიშნები.