რეკლამა ინტერნეტში – ფეისბუქი, ინსტაგრამი, Google, Yandex

ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს ბიზნესი ინტერნეტ რეკლამირებისთვის, მათ შორის დიდი თანხები იხარჯება საქართველოშიც.

ინტერნეტ რეკლამის ასეთი პოპულარობა გამოწვეულია ძირითადად იმ ფაქტით, რომ ინტერნეტში რეკლამირებისას თქვენ გაქვთ სრული კონტროლი სარეკლამო აუდიტორიის ფორმირების კუთხით.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გაუშვათ რეკლამა იმათთვის, ვისაც ყველაზე მეტად აინტერესბს თქვენი პროდუქცია და არა ყველასთვის, როგორც ხდება მაგალითად სატელევიზიო რეკლამის შემთხვევაში.

გარდა ამისა რეკლამირება ინტერნეტში უფრო იაფი ჯდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეკლამირებას სწორედ ახორციელებთ.

წინამდებარე სტატიში ჩვენ მოგაწვდით სახელმძღვანელო პრინციპებს, როგორ განვახორციელოთ რეკლამირება სოც. ქსელებსა და საძიებო სისტემებში, მაქსიმალურად ეფექტურად:

მიზნობრივი მომხმარებლის განსაზღვრა

მიზნობრივი მომხმარებლის განსაზღვრა არა მხოლოდ ინტერნეტ რეკლამირებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებისთვის არის აუცილებელი: გაყიდვები, მარკეტინგი, მომსახურების ხარისხი.

ამდენად, აუცილებელია განსაზღვროთ ვინ არის თქვენი მიზნობრივი მომხმარებელი, რა თვისებები და ინტერესები აქვს მას.

მიზნობრივი მომხმარებლის განსაზღვრისთვის შეგიძლიათ განახორციელეთ ბრეინ შტორმინგი და ჩამოწეროთ ყველა ის ნიშან-თვისება, რაც თქვენ მომხმარებლებს გააჩნიათ, შემდგომ უფრო დაფიქრებულად გაფილტროთ სია.

სულ ესაა, თქვენ მზად ხართ დაიწყოთ რეკლამირება!

სარეკლამო პლატფორმა და აუდიტორიის ფორმირება

რეკლამირების მიზანი ერთია – რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზები არსებობს.

მათ შორის, სწორი სარეკლამო პლატფორმის არჩევა  და ეფექტური ტარგეტირება.

მაგალითად: თუ თქვენი მიზნობრივი მომხმარებლები არიან ახალგაზრდები, მათი მოხიბვლა შესაძლოა Instagram-ზე უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე თუნდაც ფეისბუქზე.

ან თუ თქვენი მიზნობრივი მომხმარებელი პროფესიუნი ნიშნით განისაზღვრება, შესაძლოა Linkedin-ი იყოს საუკეთესო სარეკლამო პლატფორმა.

გაქვთ ტურისტული ბიზნესი და თქვენი სეგმენტი რუსები არიან? მაშინ Yandex-ის სისტემაში რეკლამირება იქნება საკმაოდ ეფექტური, იაპონელების მიმართ რეკლამირება კი Twitter-ზეა სარფიანად შესაძლებელი.

ტარგეტირებას რაც შეეხება, შეგიძლიათ გაფილტროთ მიზნობრივი სარეკლამო ჯგუფები: ასაკის, ადგილმდებარეობის, ინტერესების  და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

რაც უფრო სწორედ განსაზღვრავთ ჯერ პლატფორმას და შემდგომ მიზნობრივ ჯგუფს, მით უფრო ეფექტური იქნება თქვენი რეკლამა, ხოლო ამ ეტაპის ცუდათ განხორციელება, ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება.

რემარკეტინგი და წარსული გამოცდილება

არ დაივიწყოთ წარსული გამოცდილება! რაც უფრო დიდი ხანი ახორციელებთ რეკლამირებას გიგროვდებათ შესაბამისი გამოცდილებაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ სამომავლო სტრატეგიისთვის.

წარსული გამოცდილება ინახავს მნიშვნელოვან ინფორმაცის: შეცდომები, რჩევები, სამომავლო შესაძლებლობები, მათ შორის ეფექტური რემარკეტინგის განხორციელების შესაძლებლობა.

რასაც მაგალითად ფეისბუქი გთავაზობთ, ფეისბუქ პიქსელის მეშვეობით – არეკლამებთ იმ ხალხის მიმართ, ვინც თქვენ საიტს სტუმრობდა წარსულში. ასეთ ტექნოლოგიას იყენებს Yandex-იც და Google_იც.

დაკავშირებული პოსტი: ფეისბუქ გვერდის მართვა