რატომ არის საჭირო ციფრული მარკეტინგის სტრატეგია?! – 5 მიზეზი

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მოქმედებს „ჯუნგლების“ კანონი, თუ კონკურენტები გაჯობებენ, უბრალოდ გაქრები!

დღევანდელ დღეს კი, ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესებისთვის ციფრული სფეროა! სწორი მარკეტინგული სტრატეგია ამ კუთხით წარმატების მიღწევის ყველაზე ძლიერი იარაღია.

თუმცა, სტრატეგიის დასახვამდე, აუცილებლად უნდა გაავანილიზოთ თუ რატომ არის ის საჭირო და როგორ უნდა დაგვეხმაროს მიზნის მიღწევაში.

წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, რომელიც განაპირობებს მარკეტინგული სტრატეგიის საჭიროებას:

1. სტრატეგია – მიზნის მიღწევის გზა

მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე რთულია მიზანმიმართული მარკეტინგის განხორციელება, რადგან თქვენ არ გაქვთ ჩამოყალიბებული მიზნები, ამოცანები და მათი მიღწევის გზები.

მაგალითისათვის, შესაძლოა ვიცოდეთ ის რომ ფეისბუქ like-ების ზრდა გვსურს, თუმცა ვერ ვამბობდეთ ზუსტად რამდენითაა ზრდა საჭირო ყოველთვიურად რომ ჩვენს გრძელვადიან მიზნებს მივაღწიოთ.

ზუსტად განსაზღვრული მიზნების გარეშე კი ძალიან რთულია შედეგებისა გაანალიზება და იმის გადაწყვეტა თუ რისი გაკეთება არის საჭირო აწმყოში და მომავალში, ასევე რთულია იმის გარკვევა, თუ რას ვაკეთებდით არასწორად წარსულში.

მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის შემდეგ ზუსტად ვიცით თუ საით მივდივართ და რა უნდა მოვიქმედოთ ამისათვის ყოველდღიურად.

2. მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდა

ციფრული მარკეტინგის პოპულარობა ბიზნესში გამოწვეულია იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვართ იქ – ადამიანები, ხოლო ჩვენთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ ინტერნეტია და მისი შესაძლებლობები.

განსაკუთრებით გამოსაყოფია სოციალური მედია პლატფორმები, რომლებიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნეს, არა მხოლოდ ეფექტური რეკლამირება განახორციელონ მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით, არამედ უფრო კარგადაც გაგვიცნონ!

3. ფინანსების ეფექტური მართვა

საკმარისი რესურსების არსებობის შემთხვევაშიც კი, არასწორ სტრატეგიას შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯები მოყვეს.
ეს კი განსაკუთრებით მაშინაა აქტუალური, როდესაც ზოგადი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ტაქტიკებზე.

მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით მოქმედებისას კი ზუსტად ხდება განსაზღვრა კონკრეტული დავალებისათვის რამდენი ფინანსური რესურსი უნდა იყოს გამოყოფილი, რაც თანხების მაქსიმალურად ოპტიმიზირების საშუალებას იძლევა.

4. სტრატეგია და დელეგირება

ყოველ დავალებას თავისი შემსრულებელი ჰყავს.

ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად ბევრი სხვადასხვა პირი დასაქმებული იღებს მონაწილეობას: მარკეტინგის მენეჯერი, დიზაინერი, კონტენტ მენეჯერი, ანალიტიკოსი, პროგრამისტი და სხვა.

თითოეულ მათგანს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები აქვს, რაც ერთიანობაში განაპირობებს, ეფექტური მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას და მაღალ შედეგებს.

ამ კუთხით მარკეტინგული სტრატეგიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი განსაზღვრავს წინასწარ, თითოეულმა პირმა რა როლი უნდა შეასრულოს ერთიანი სურათის გამოსაძერწად.

5. კონტროლი და ოპტიმიზაცია

როდესაც წინასწარ არის განსაზღვრული მიზანი და ამ მიზნის მიღწევისათვის შედგენილია ყოველდღიური დავალებები, უფრო მარტივია ხდება საქმიანობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და ამ შედეგების საფუძველზე შესაბამისი ოპტიმიზაცია, უკეთესი შედეგის მისაღწევად მომავალში..