გაქვთ ონლაინ მაღაზია და გსურთ მისი გაპიარება?
კომპანია IRIS-ი წარმოგიდგენთ 10 რჩევას, რომელიც ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დაგეხმარებათ უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი ონლაინ მაღაზიის მარკეტინგი.
ვებ-საიტები მარტივი და ლამაზი დიზაინით უფრო დიდი შედეგის მქონეა, ვიდრე ე.წ. „ოღროჩოღრო“ დიზაინის მქონე საიტები.
მომხმარებელს უყვარს სიმარტივე, განსაკუთრებით, როდესაც რაიმეს ყიდვას აპირებს ინტერნეტში.
საიტი უნდა იყოს მარტივად აღქმადი, კარგად ორგანიზებული და მოქნილი.
შეხედეთ Apple, Tesla, Asus რა მარტივად და ორგანიზებულად არის მათი ვებ-საიტები.
მნიშვნელოვანია, რომ საიტის ნავიგცია იყოს მოქნილი, რათა მომხმარებელმა შეძლოს მარტივად იპოვოს ის პროდუქტი, რომელიც მას სურს.
ასევე საიტი არ უნდა იყოს გადატვირთული ზედმეტი დეტალებით, იგი უნდა იყოს სადა და ეფექტური დიზაინის მქონე.
პროდუქციის ინტერნეტით შესყიდვისას მომხმარებელს არ აქვს საშუალება ფიზიკურად შეეხოს და დაათვალიეროს მას, რაც ასე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად.
იგი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ფოტო სურათებს, რაც თქვენს საიტზეა განთავსებული.
ამიტომაც, უპირველესი მნიშვნელობის მქონეა ფაქტორია, უმაღლესი ხარისხის ფოტოების განთავსება თითოეული პროდუქტისთვის.
ამისთვის კი პროფესიონალი ფოტოგრაფია საჭირო, შემდეგ კი გადაღებული ფოტოების ეფექტური დამუშავება.
რაც უფრო კარგი ხარისხის იქნება ფოტოები, მით უფრო მარტივად მოხდება მომხმარებლის დაყოლიება ყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად.
ამის ნათელი მაგალითად ეს სურათი:
ტანსაცმელი დეტალურად არის გადაღებული უმაღლესი ხარისხის ფოტოებით, ყველა დეტალი კარგად ჩანს და ნათელია მომხმარებლისთვის რის ყიდვას აპირებს.
მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება და მათი დამუშავება გარკვეულ რესურსებს საჭიროებს, თუმცა აღნიშნული აუცილებლად მოიტანს სარგებელს მომავალში.
ფოტოების გარდა მნიშვნელოვანია დეტალურად აღწეროთ თქვენი პროდუქცია.
ზოგიერთი პროდუქცია, მაგალითად ტანისამოსი თავად აღწერს თავის თავს, თუმცა ტექნიკის ან მსგავსი პროდუქციის შემთხვევაში საჭიროა ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდება, რათა მომხმარებელმა იცოდეს რას ყიდულობს.
რეალურ კონსულტანთან რა კითხვები გაუჩნდებოდა მომხმარებელს? სწორედ ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს პროდუქციის აღწერა. იგი უნდა იყოს უშეცდომო, გრამატიკულად და სტილისტურად /ასევე უნდა იყოს მარტივად წასაკითხი და აღსაქმელი, რათა მაქსიმალური ინფორმაციული ეფექტი მოგიტანოთ.
ამით, თქვენ აშკრად გამოირჩევით კონკურენტებისგან, რომლებიც ამ საკითხებს არ აქცევენ დიდ ყურადღებას. მათი აღწერები არის მოკლე და ხშირი შეცდომებით.
ვიდეო რგოლები არის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება გაყიდოთ ნებისმიერი პროდუქტი. ფოტოებისგან განსხვავებით, იგი მოიცავს, როგორც ვიზუალს, ისე პროდუქციის ხმოვან აღწერილობას.
მათ შორის გამოირჩევა, Live ვიდეოები, ანიმაციური ვიდეო რგოლები და ა.შ.
კვლევების მიხედვით ვიდეო რგოლები ყიდიანი 64%-ით მეტ პროდუქციას, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის რეკლამა. მომხმარებელთა 90% ასახელებს ვიდეოს, როგორც ინტერნეტში ყიდვის გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვან ფაქტორს.
ამდენად, მომხმარებლებს სურთ ვიდეო რგოლების ხილვა, მიეცით მათ რაც სურთ.
ზოგადი ვიდეოები, სადაც ყველა პროდუქციაა მოცული, ან კატეგორიების მიხედვით ვიდეოები, ასევე ცალკეული პროდუქციის შესახებ ვიდეო.
ვიდეო რგოლი უნდა იყოს მაღარი ხარისხის და ინფორმციული, მან უნდა მიაწოდოს მომხმარებელს სრუყოფილი ინფორმაცია, როგორც ვიზუალური ისე ინფორმაციური კუთხით.
მომხმარებელთა შთაბეჭდილება ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც უნდა გახდეს თქვენი კოზირი სხვა კონკურენტების მიმართ.
საქართველოში მომხმარებელთა შთაბეჭდილების საკითხს ონლაინ შოპების 90% უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას, რაც დიდი შეცდომაა.
თქვენ შესაძლოა გქონდეთ იდეალური საიტი, ეფექტური ფოტო-ვიდეო მასალა და დეტალური აღწერილობა, თუმცა მომხმარებელს აუცილებლად ექნება დამატებითი შეკითხვები.
სწორედ აქ უნდა დახვდეს თქვენი უკუკავშირი, რაც შეიძლება მეტი ალტერნატივით:
ტელეფონი/live chat/ Email
პასუხი უნდა იყოს დროული და გონივრული
პასუხი არ უნდა გასცეთ მხოლოდ იმიტომ, რომ გასცეთ პასუხი,
ეს თქვენი ბიზნესისთვის გადამწყვეტი მომენტია, აქ ხდება გაყიდვის გადაწყვეტილების მიღება/არ მიღება
პასუხს უნდა სცემდეს გონიერი და კორექტული ადამიანი და ეს უნდა გააკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად.
ასევე მნიშვნელოვანია 24 საათიანი ცხელი ხაზის ქონა.
წარმოიდგინეთ შესაძლოა მომხმარებელს გადაწყვეტილი ჰქონდეს პროდუქციის ყიდვა და ჰქონდეს დარჩენილი რაიმე უმნიშვნელო კითხვა, რომელზეც პასუხის დაგვიანებამ შესაძლოა გადააფიქრებინოს მას ყიდვის გადაწყვეტილება.
6.ფარული ხარჯების არ არსებობა
მომხმარებლები სენსიტიურები არიან ფასების მიმართ. ფასი უნდა იყოს ზუსტი და მყარად განსაზღვრული, ფარული ხარჯების და საკომისიოს გარეშე.
მომხმარებლის მოლოდინია, რომ ყველა ფასი დარჩეს ერთნაირი, ყველა გვერდზე, მათ შორის საბოლოო ანგარიშსწორების გვერდისა.
ფარული ხარჯები და საკომისიოები კი განაპირობებენ შეკვეთის გაუქმებას. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც:
თქვენ ხედავთ პირველ ადგილზე 61% მიზეზები შეკვეთის გაუქმებამდე.
მართალია ხშირად გადასახდები/საკომისიოები ემატება პროდუქტის ღირებულებას, თუმცა ეს ყველაფერი თავინანვე ჯობია გაითვალისწინოთ პროდუქტის ფასის განსაზღვრისას.
ამით თქვენ აიცილებთ, როგორც მომხმარებელთა იმედაგაცრულებას, ისე შეკვეთის გაუქმების უმთავრეს მიზეზს.
მეილების მეშვეობით მიაწოდეთ ფასდაკლებების/სიახლეების შესახებ ინფორმაცია, მეტი ვიზუალიზაცია და ბრენდირებული დიზაინი.
ამაში დაგეხმარებათ რეგისტრიებული მომხმარებლების იმეილების ბაზა.
8.სრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითება
მომხმარებელთა კომუნიკაციის უმთავრესი ელემენტია საკონტაქტო ინფორმაციის სრულიად მიწოდება, თქვენი ვებ-საიტის მეშვეობით.
საიტზე სრულიად და ზუსტად მიუთითეთ:
რაიმე ინფორმაციის არ არსებობისას, მომხმარებელმა შესაძლოა იფიქროს, რომ თქვენ არ ხართ სანდო კომპანია, განზრახ მალავთ ინფორმაციას. რაიმე პრობლემის შემთხვევაში, როგორ დაეხმარებით მათ?
აღნიშნულმა შეიძლება განაპირობოს თქვენი პროდუქციის მიმართ უნდობლობაც და არ იყიდონ იგი.
ამის საწინააღმდეგოდ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა თქვენ შეგიძლიათ დამატებით Online chat-ის მიბმაც საიტზე, რომლითაც სამუშაო საათებში სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას დაამყარებთ მომხმარებელთან.
ადამიანების უყვართ ფასდაკლებები. ზოგადად საქართველოში ჩვევიათ ფასდაკლებების გაკეთება, როდესაც ფასი კი არ აკლდება, არამედ ემატება პროდუქტს.
თუმცა რეალური ფასდაკლებები თუ გექნება და აღნიშნულს კარგად დაარეკალმებთ ინტერნეტში, შედეგი აუცილებლად გექნებათ, მომხმარებლის მაღალი დაინტერესება, როგორც მინიმუმ.
სპეციალური შემოთავაზებები, ფასდაკლებები და აქციები არის ყველაზე ძლიერი სარეკლამო სტრატეგია ონლაინ შოპის მაღაზიებისთვის.
ფასდაკლება უნდა იყოს არსებითი და რეალური, რათა მან იქონიოს გავლენა გაყიდვებზე.
რაც შეიძლება მეტი ფორმის გადახდის სისტემა, საბანკო ბარათის, განვადების, Paybox_ის და ა.შ. რაც უფრო მეტი გადახდის სისტემაა მით უფრო ფასეულია თქვენი საიტი.
მეტი ალტერნატივის შეთავაზება ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს აქვს მეტი შესაძლებლობა განახორციელოს ანგარიშსწორება იმ ფორმით, რომლითაც ურჩევნია, რაც დამატებითი კომფორტია და დაბრუნების წინაპირობა.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია დაცულობის საკითხი, მაგალითად ბარათით გადახდისას ბარათის მონაცემების უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია თქვენი საიტი იყოს SSL სერთიფიკატის მქონე.
ბოლოსიტყვაობა
ზემოთ განსაზღვრული ციფრული მარკეტინგის საშუალება აუცილებლად მოგცემთ შედეგს.
თუმცა შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია იცოდეთ რომელი მეთოდი, როდის და როგორ გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შედეგი სულაც არ გქონდეთ.
მოგვწერეთ თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ონლაინ შოპის რეკლამირების კუთხით?