მეილების დაგზავნა ერთი შეხედვით ბანალური და არაეფექტური მარკეტინგული მიმართულებაა, თუმცა რეალურად Email მარკეტინგის სწორი სტრატეგიის განხორციელება საშუალებას იძლევა, ნაკლები დანახარჯებით, მიაღწიოთ მაქსიმალური შედეგები.
იმეილ მარკეტინგი არ არის მხოლოდ იმეილების დაგზავნა, იგი მოიცავს სხვა მნიშვნელოვან ელემენტებსაც, როგორიცაა:
ზოგიერთ მენეჯერი ასობით მეილს ღებულობს დღის განმავლობაში, მათგან უმეტესობას იგი არ კითხულობს.
ამიტომაც, შედეგების მისაღებად, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ეფექტური და სწორად ოპტიმიზირებული სარეკლამო მეილი შექმნათ.
პირველ რიგში, შეარჩიეთ მარტივი და საინტერესო სათაური, რომელიც მიიბყრობს ადრესატის ყურადღებას, ხოლო შემდგომ ამ ყურადღების მაქსიმალურად ასათვისებლად, საჭიროა თქვენი სარეკლამო მეილი იყოს ეფექტური დიზაინის მქონე.
შედეგი საერთოდ არ დადგება, თუ იმეილების დაგზავნა ხორციელდება არასწორი ადრესატების მიმართ. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა განსაზღვროს რელევანტური ადრესატთა სია.
კუსტალურად შექმნილი პროგრამებით Email მარკეტინგის განხორციელება არ იქნება ეფექტური, რადგან საეჭვოა რამდენად მიუვათ თქვენს ადრესატებს სარეკლამო მეილი ან თუ მიუვათ შესაძლოა მეილი აღმოჩნდეს სპამში.
შესაძლებელია გააგზავნოთ ათასობით მეილი და შედეგი საერთოდ ვერ მიიღოთ. ასეთ შემთხვევაში ორი ალტერნატივა გაქვთ: თავი დაანებოთ იმეილ მარკეტინგს ან გაარკვიოთ მიზეზები და მოახდინოთ კორექტირება.
მიზეზების გარკვევა შედეგების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის შეფასების მეშვეობით ხორციელდება, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული სურათი, თქვენ მიერ განხორციელებული სარეკლამო კამპანიების შესახებ და დაგეგმოთ სამომავლო საქმიანობა.