ლოგოს შექმნა – თანამედროვე ტენდეციები

მომხმარებელთან ვიზუალური კომუნიკაციის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია კომპანიის ლოგო.

სწორედ ლოგო არის ბრენდის სახე, რომელიც გვეცნობა პირველი და ვიზუალურად წარმოაჩენს მას ყველგან: საიტზე, ფეისბუქზე, სავიზიტო ბარათებიდან.

ამიტომაც ლოგოს შექმნა არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ნებისმიერი ბიზნესისთვის.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ოქროს პრინციპებს ყველაზე გამორჩეული ლოგოების დასამზადებლად:

1.სიმარტივე

თქვენი ლოგო უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი, ზედმეტი ელემენტების და „ფიქრის“ გარეშე.

ამ კუთხით მთავარი, რაც შეგვიძლია გირჩიოთ არის, რომ ზედმეტად არ ჩაერიოთ დიზაინერულ გადაწყვეტილებებში, საქმე ანდეთ პროფესიონალებს.

2.მოქნილობა

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ლოგო მოერგოს სხვადასხვა ციფრულ თუ მატერიალურ ზედაპირს: საიტი, ვიზიტკა, სოც ქსელები, ვიდეო რგოლები და ა.შ.

3.ბრენდულობა

ფონტი, ფერები, დიზაინი სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს კომპანიის ბრენდთან და მის სულისკვეთებასთან.

მაგალითად: ეკოლოგიასთან დაკავშირებულ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს შავი ლოგო, ნავთოპროდუქტების კომპანის არ უნდა ჰქონდეს ლოგო, ყვავილის ან მცენარის სიმბოლოთი და ა.შ.

4.უნიკალურობა

თქვენ ლოგოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული ელემენტი, რომელიც მას გამოარჩევს სხვებისგან.

მაგალითად: Pringles-ის ჩიფსი ავიღოთ, შეხედეთ ამ ულვაშებიან კაცს, სწორედ ამაზეა საუბარი.