ბრენდირების სწორი სტრატეგია დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია თანამედროვე ბიზნესში.
ბრენდი არა მხოლოდ სახელი ან სიმბოლოა, არამედ იგი განაპირობებს ეფექტური კომუნიკაციის განხორციელებას მომხმარებელთან.
ამიტომაც, ძლიერი ბრენდის შექმნა ძალიან საჭიროა, ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის.
თავის მხრივ, ბრენდირების საფუძველი ლოგოშია, სწორედ ლოგოა ბრენდირების ამოსავალი წერტილი.
ლოგო ბრენდის სახეა, იგი წარმოადგენს ბრენდს ყველგან: ვებ საიტზე, რეკლამებში, ბიზნეს ბარათზე ა.შ.
ლოგო ბრენდის ვიზუალური მხარეა, ამიტომაც მასში უნდა იგრძნობოდეს ბრენდის ყველა უპირატესობა.მან უნდა განაპირობის მომხმარებლის კეთილგანწყოფის შექმნა.
ლოგო უნდა იყოს უნიალური, იგი არ უნდა გავდეს, არც კონკურენტის ლოგოებს და არც არაკონკურენტი ცნობილი ბრენდების ლოგოს დიზაინებს.
იგი უნდა შეიცავდეს ბრენდის იდენტიფიკაციის ელემენტს, რომლითაც მომხმარებელი ამოიცნობს მას.
ლოგო უნდა შეიცავდეს გარკვეულ მესიჯს მომხმარებლისთვის, რაც თავის მხრივ უნდა გამომდინარეობდეს ბრენდის ქვეშ არსებული პროდუქციის/სერვისის საუკეთესო თავისებურებებიდან.
მაგალითად, თუ თქვენი მომსახურების უპირატესობაა სისწრაფე, ლოგო უნდა შეიცავდეს რაიმე ნიშანს, რომელიც სისწრაფეზე მიუთითებს.
ლოგო არ უნდა იწვევდეს ნეგატიურ რეაქციებს, იგი უნდა იყოს ერთი მხრივ დასამახსოვრებელი და მეორე მხრივ პოზიტიური.
ნეგატიური ლოგო იწვევს ნეგატიურ ემოციებს იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც ლოგოს ქვეშ იყიდება.
ლოგოს დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს მისი განთავსების შესაძლებლობა სხვადასხვა ზედაპირზე, ფურცელზე, საიტზე, ასევე სხვადასხვა ფერის და ხარისხის ზედაპირზე.
ბრენდის ფერები ეფექტურად უნდა იქნეს შეხამებული ლოგოში, რათა შეიქმნას ერთიანობის განცდა, ბრენდსა და ლოგოს შორის.
ფერთან ერთად მნიშვნელოვანია შესაბამისი ფონტის გამოყენებაც, თუ რა თქმა უნდა ლოგოს შეიცავს რაიმე წარწერას.