როგორ განვახორციელოთ ინტერნეტ რეკლამირება ყველაზე ეფექტურად?

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ ინტერნეტ რეკლამირების განხორციელების პრაქტიკულ ელემენტებზე, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტურად განახორციელოთ თქვენი ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგია.

 

ეფექტური საიტის შექმნა

ინტერნეტ რეკლამირების უმრავლესობა გამიზნულია მომხმარებელთა გადამისამართებაზე კომპანიის საიტზე.

რას გულისხმობს ეფექტური ვებ საიტის დამზადება ?

მიმზიდველი და თემატური დიზაინი, მაღალი სისწრაფე, მარტივი ნავიგაცია და საინტერესო კონტენტი, ეს ყველაფერი გახლავთ ეფექტური საიტის აუცილებელი შემადგენელი ელემენტები.

შეისწავლეთ ბაზარი/ კონკურენტები

შეისწავლეთ მიზნობრივი მომხმარებელი, სეგმენტი, მათი ინტერესები, მოთხოვნა და მიწოდება, ფასი, კონკურენტთა რეკლამები, მათი საიტები და ა.შ.

მნიშვნელოვანია წარმოდგენა შეგექმნათ არსებულ ბაზარზე, მის ტენდენციებსა და მოვლენათა განვითარებაზე, რათა განახორციელოთ ეფექტური რეკლამა.

რაც შეეხება კონკურენტებს, მათი შესწავლა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ გადმოიღოთ მათი ძლიერი თვისებები და გაიზიაროთ შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ.

ინტერნეტ რეკლამის სახეობის არჩევა

ინტერნეტ რეკლამის სახეობის არჩევა განსაზღვრავს მის ეფექტურობას. იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ მნიშვნელოვანია განსაზღვროთ რომელი ტიპის რეკლამა იქნება საუკეთესო, ამის განსაზღვრა უნდა მოხდეს თქვენი კლიენტების სეგმენტიდან გამომდინარე.

მაგალითად, თუ თქვენი კლიენტები ახალგაზრდები არიან, შესაძლებელია რეკლამირების განხორციელება ინსტაგრამსა და ფეისბუქზე, თუ ვიდეოს მოყვარული კლიენტთა სეგმენტი გყავთ, შესაძლებელია რეკლამირების განხორციელება იუთუბზე, თუ თქვენი კლიენტები გუგლში ეძებენ სასურველ პროდუქტს, მაშინ გუგლის რეკლამა იქნება საუკეთესო საშუალება.

დაკავშირებული: ციფრული მარკეტინგის მომსახურებები

განსაზღვრეთ ინტერნეტ მარკეტინგის მიზანი

ეფექტური სარეკლამო სტრატეგიის განხორციელება შეუძლებელია სწორედ განსაზღვრული მიზნის გარეშე. დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა, რისი მიღწევა გსურთ?

მეტი მომხმარებლის გადმოყვანა საიტზე, მეტი გაყიდვები, ბრენდის პოპულარიზაცია.

მიზნის განსაზღვრის საფუძველია ის საჭიროებები და შესაძლებლობები, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ: ბიუჯეტი, ადამიანური რესურსი, დრო და სხვა.

ვიზუალური მხარე – დიზაინი და ფოტო/ვიდეო მასალა

ეფექტური ვიზუალი არის ნებისმიერი ტიპის ციფრული რეკლამის წარმატების საფუძველი.

გახსოვდეთ, რომ სწორედ ვიზუალი ხიბლავს მომხმარებელს და უბიძგებს მას გაეცნოს თქვენს რეკლამას/შემოთავაზებას.

რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

უპირველეყოვლისა გჭირდებათ ეფექტური ფოტო/ვიდეო მასალა, ამისათვის შეგიძლიათ დაიქირაოთ პროფესიონალი ფოტოგრაფი ან თუ შესაბამისი ფინანსები არ გაგაჩნიათ, თქვენი რესურსებით მოახერხოთ ფოტო – ვიდეო მასალის გადაღება.

ფოტო და ვიდეო მასალის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რაიმე მატერიალურ პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს.

გარდა ამისა, ეფექტური ვიზუალის შექმნისთვის მნიშვნელოვანია ბრენდირებული დიზაინის შექმნა.

ამდენად, მოახდინეთ პირველადი ინვესტირება ვიზუალის შექმნაში და შედეგიც ბევრად უფრო დიდი იქნება.

დაკავშირებული: ფოტო და ვიდეო მომსახურება

გასაგები ენა და სიზუსტე

ლაკონურობა, სიზუსტე, გრამატიკულად გამართულობა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოქცეული თქვენს სარეკლამო მასალაში.

მარტივად გადაეცით მომხმარებელს სათქმელი, მეტი აქცენტი გააკეთეთ ვიზუალზე, მნიშვნელოვანია, რომ ტექსტი იყოს კარგად მომზადებული.

იფიქრეთ მომხმარებლის თვალთახედვიდან, ისინი მხოლოდ რამდნეიმე წამს მოგცემენ, პირველადი შთაბეჭდილების მისაღებად.

უბიძგეთ მომხმარებლებს დაგიკავშირდნენ

ყველა რეკლამა მიზნად ისახავს მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში მათი მხრიდან კონკრეტული ქმედების განხორციელებას: დაკონტაქება, პროდუქციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, პროდუქციის შეძენა და ა.შ.

იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მომხმარებელმა განახორციელოს რაიმე ქმედება უბიძგეთ მას, გამოყავით ფერით ან სხვა ნიშნით, რაიმე ღილაკი, სიტყვა, ლინკი.

მომხმარებლისთვის მარტივი უნდა იყოს იმ ქმედების განხორციელება, რაც მას წამიერად გაუელვებს, მას არ უნდა უწევდეს დამატებითი დროის დახარჯვა თავისი ქმედების განსახორციელებლად, რადგან ამასობაში მან შეიძლება გადაიფიქროს.

ვიზუალური ელემენტები

ადამიანის აღქმითი პროცესი ვიზუალით იწყება, ამიტომაც პირველი შთაბეჭდილება არის ყველაფერი.

ეს პრინციპი მით უფრო აქტუალურია ინტერნეტ რეკლამირების შემთხვევაში, რადგან თითოეული ინტერნეტ მომხმარებელი ათობით რეკლამას ნახულობს დღეში და უმეტესობას არ აქცევს ყურადღებას, ამიტომაც მისი ყურადღების მოსაპოვებლად აუცილებელია ეფექტური ვიზუალი, რომელიც მიიქცევს და დააინტერესებს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს.

კვლევები ადასტურებენ, რომ არაორდინალური ვიზუალის მქონე რეკლამები 180%-ით მეტ შედეგს აღწევენ, ვიდრე სტანდარტული ვიზუალის მქონენი.

ბრენდირება

ინტერნეტში ზრდადი წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ბრენდის ჩამოყალიბება და მისი განვითარება.

შეიძლება ითქვას, რომ არაბრენდირბეული რეკლამირება გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსების არაეფექტური გამოყენების ტოლფასია.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია თითოეული რეკლამა შეიცავდეს ბრენდის ლოგოს, ბრენდირებულ ფერებსა და ბრენდთან დაკავშირებულ სხვა ატრიბუტს, როგორიცაა სახელწოდება, დევიზი და სხვა.

შეფასება, ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა

ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია განხორციელებული სარეკლამო კამპანიის ანალიზი, შეფასება, დასკვნების გამოტანა და კორექტირების შეტანა შემდგომი რეკლამირების უფრო მეტი ეფექტურობისთვის.

აღნიშნულის საშუალებას იძლევა ავტომატიზებული ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც ყველა ინტერნეტ რეკლამირების პლატფორმას გააჩნია და რომლებიც ერთი ღილაკის დაჭერით იძლევიან შესაძლებლობას, მიიღოთ სრული რეპორტი თქვენი სარეკლამო საქმიანობის შესახებ, მაქსიმალურად გასაგები და მარტივი ფორმით.

როგორია თქვენი ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგია?

ინტერნეტ რეკლამირების ეფექტურობას განსაზღვრავს მარკეტინგული სტრატეგია, რაც უფრო ეფექტურია რეკლამირების სტრატეგია, მით უფრო მეტი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი, მინიმალური ფინანსების გამოყენებით.

რეკლამირების სტრატეგია გულისხმობს, შესაბამისი ინტერნეტ რეკლამირების სახეობის არჩევას და მის განხორციელებას მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინებით, ყველაზე ეფექტურ დროში, მომხიბლავი ბრენდირებული დიზაინის მეშვეობით.