ჩვენ ვცხოვრობთ სატრაპებისა და ახალი წამოწყებების პერიოდში. ყოველ მეორეს გააჩნია იდეა, ყოველი მესამე იწყებს ბიზნეს, თუმცა ასეთი ბიზნესების 90% წყვეტს არსებობას, პირველი 2-3 წლის განმავლობაში, რაც მრავალი სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული, მათგან გამოირჩევა ცუდი წინასწარი გეგმარება.
ზოგადად, რაც უფრო კარგად და დეტალურად არის ბიზნეს გეგმა ჩამოყალიბებული, მით უფრო დიდი შანსები აქვს დამწყებ ბიზნეს მოხვდეს წარმატებული ბიზნესების 10%-ში.
კომპანია ირისი გთავაზობთ იმ ძირითადი ელემენტების ჩამონათვალს, რომელთაგანაც უნდა შედგებოდეს თქვენი ბიზნეს გეგმა:
რაც უფრო საინტერესო და მაინტრიგებელია თქვენი კომპანიის ისტორია, მით უფრო დაინტერესდება თქვენით მომხმარებელი. (ვინ ხართ, რას აკეთებთ, კომპანიის მისია და სხვა).
მნიშვნელოვანია თითოეული თქვენი პროდუქტის/მომსახურების დეტალური აღწერა და დამუშავება, ასევე იმ ელემენტების განსაზღვრა, რომლებიც გამოგარჩევთ სხვა კონკურენტებისგან.
რა ფინანსებია საჭირო თქვენი ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად და განსავითარებლად? აღნიშნული ნაწილი ყველაზე უფრო ზუსტი და დეტალური უნდა იყოს, რადგან ფინანსები ნებისმიერი ბიზნესის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია.
განსაზღვრეთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები და შეაფასეთ მათი რაციონალურობა SMART ანალიზის მეშვეობით.
SWOT ანალიზი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის იმ სისუსტეებისა და ძლიერი მხარეების განსაზღვრაში, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კომპანიის წარმატებულ სტარტაპს.
თქვენი პოტენციური მყიდველის ტიპაჟის განსაზღვრა და დეტალური ჩაშლა, უმნიშვნელოვანესი ელემენტია, როგორც შემდგომი მარკეტინგული საქმიანობისთვის, ისე ეფექტური გაყიდვებისთვის.
თუ გსურთ ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, უნდა უზრუნველყოთ ყველა იურიდიული საკითხის მოგვარება: დაწერეთ გამართული წესდება, დასაქმებულებს გაუფორმეთ პროფესიონალი იურისტის მიერ დაწერილი შრომის ხელშეკრულება, განსაზღვრეთ მოქმედი შრომის შინაგანაწესი, მესამე პირებთან ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, ინტერნეტში მოძიებული კონტრაქტის ფორმით.
და ბოლოს, ყველაფერი გენიალური მარტივია, შესაბამისად ნუ გადატვირთავთ ბიზნეს გეგმას უამრავი არასაჭირო მასალით, რაც უფრო პატარა და მარტივად წასაკითხი იქნება თქვენი ბიზნეს გეგმა, მით უფრო მაღალი იქნება მისი ეფექტურობა.