მარკეტინგული სტრატეგია & გეგმა

თანამედროვე ბიზნეს სამყაროში მოქმედებს „ჯუნგლების კანონი”, თუ კონკურენტები გაჯობებენ, უბრალოდ გაქრები! ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია დაგეხმარებათ იყოთ გამორჩეული, კონკურენტებს შორის.

ამ სტატიაში განვიხილავთ ძირითად ელემენტებს, რომლებისგანაც უნდა შედგებოდეს თქვენი მარკეტინგული გეგმა.

მარკეტინგული სტრატეგია

სოციალური მედია სტრატეგია

გსურთ გქონდეთ აქტიური სოციალური მედია გვერდები და არ იცით საიდან დაიწყოთ?

ირისი გთავაზობთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სოციალური მედია გეგმის შედგენას, თქვენი მიზნებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე.

გაიგეთ მეტი:

ფეისბუქის გვერდის მართვა

რეკლამა ინსტაგრამზე

საიტის შექმნის და განვითარების სტრატეგია

საიტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კომპანიის ინტერნეტ სივრცეში წარმოჩენისათვის.

ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიის ჩამოყალიბებას სამი ძირითადი მიმართულებით:

  1. საიტის ფუნქციონალის განვითარების სტრატეგია

რა ფუნქციები უნდა გააჩნდეს თქვენს ვებ-საიტს?

მაგ: უნდა ჰქონდეს თუ არა გადახდის სისტემა, რომელი გადახდის სისტემა.

ჩვენ მზად ვართ არსებული საიტის აუდიტი ჩავატაროთ და განვსაზღვროთ ის ფუნქციები, რომლებიც უნდა დაემატოს ან საჭიროებს მოდერნიზაციას.

თუ საიტი ჯერ არ გაგაჩნიათ საიტი, მზად ვართ წინასწარ განვსაზღვროთ, თუ რა ფუნქციები უნდა გააჩნდეს თქვენს მომავალ საიტს.

  1. საიტის SEO ოპტიმიზაცია

საიტზე მომხმარებლის მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა SEO ოპტიმიზაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მეტი მომხმარებლის მოზიდვა საძიებო სისტემებიდან.

ჩვენ გთავაზობთ თქვენი საიტის აუდიტს, საჭიროებების გამოკვეთასა და შესაბამისი სტრატეგიის ჩამოყალიბებას, საიტის ეფექტური ოპტიმიზაციისთვის.

  1. ბლოგი და კონტენტ მარკეტინგი

ვებ საიტის პოპულარიზაციისთვის, გარდა ოპტიმიზაციისა აუცილებელია ეფექტური კონტენტ მარკეტინგის განხორციელება, მათ შორის საინტერესო ბლოგის შექმნა.

გაიგე მეტი: როგორ დავამზადოთ ვებ-საიტი?

ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგია

თქვენი მიზნებისა და ბიუჯეტის შესაბამისად, ჩვენ დაგიგეგმავთ საუკეთესო ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგიას.

სად ჯობია თქვენი პროდუქტის/სერვისის რეკლამირება? საძიებო სისტემებში, სოციალურ მედიაში თუ სხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით?

გენერალური მარკეტინგული სტრატეგია

გთავაზობთ გენერალური სტრატეგიის შემუშავებას, მარკეტინგული საქმიანობის სრული მასშტაბით განხორციელებისთვის.

გენერალური სტრატეგია მოიცავს ციფრული მარკეტინგის სრულ სპექტრს: სოციალური მედია პლატფორმები, ვებ-საიტი, ინტერნეტ რეკლამირება და ა.შ.

მომსახურება გულისხმობს თქვენი პროდუქტის/სერვისის, მომხმარებელთა სეგმენტის შესწავლასა და ბაზრის ანალიზს. შედეგად არსებული მიზნისა და ბიუჯეტის შესაბამისად სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

კონკურენციის სტრატეგია

თუ იცით ვინ არიან თქვენი კონკურენტები? ის თუ იცით, რა მომსახურებები აქვთ და პირობები?

რა მარკეტინგულ საშუალებებს იყენებენ, როგორ შოულობენ კლიენტებს, როგორია მათი საიტი, რა ნაკლოვანებები და უპირატესობები გააჩნია მას?

ჩვენ განვსაზღვრავთ მათ პოზიციებს ინტერნეტში და სამოქმედო ტაქტიკას, გავაკეთებთ ანალიზს და მოგაწვდით რეკომენდაციებს ეფექტური კონკურენციის განსახორციელებლად.

მარკეტინგული გეგმის ელემენტები

წარმოგიდგენთ 5 მიმართულებას, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია თქვენ მარკეტინგულ გეგმაში:

1. მარკეტინგული სტრატეგია – მიზნის მიღწევის გზა

მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე რთულია მიზანმიმართული მარკეტინგის განხორციელება, რადგან თქვენ არ გაქვთ ჩამოყალიბებული მიზნები, ამოცანები და მათი მიღწევის გზები.

მაგალითისათვის, შესაძლოა ვიცოდეთ ის რომ ფეისბუქ like-ების ზრდა გვსურს, თუმცა ვერ ვამბობდეთ ზუსტად რამდენითაა ზრდა საჭირო ყოველთვიურად რომ ჩვენს გრძელვადიან მიზნებს მივაღწიოთ.

ზუსტად განსაზღვრული მიზნების გარეშე კი ძალიან რთულია შედეგების გაანალიზება და იმის გადაწყვეტა თუ რისი გაკეთება არის საჭირო აწმყოში და მომავალში, ასევე რთულია იმის გარკვევა, თუ რას ვაკეთებდით არასწორად წარსულში.

მარკეტინგული გეგმის შედგენის  შემდეგ ზუსტად გვეცოდინება თუ საით მივდივართ და რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის ყოველდღიურად.

2. მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდა

ციფრული მარკეტინგის პოპულარობა ბიზნესში გამოწვეულია იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვართ იქ – ადამიანები, ხოლო ჩვენთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური საშუალება სწორედ ინტერნეტია და მისი ინოვაციური შესაძლებლობები.

განსაკუთრებით გამოსაყოფია სოციალური მედია პლატფორმები, რომლებიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ბიზნეს, არა მხოლოდ ეფექტური რეკლამირება განახორციელონ მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით, არამედ უფრო კარგადაც გაგვიცნონ!

3. ფინანსების ეფექტური მართვა

საკმარისი რესურსების არსებობის შემთხვევაშიც კი, არასწორ სტრატეგიას შესაძლოა გაუთვალისწინებელი ხარჯები მოყვეს.

ეს კი განსაკუთრებით მაშინაა აქტუალური, როდესაც ზოგადი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ტაქტიკებზე.

მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით მოქმედებისას კი ზუსტად ხდება განსაზღვრა კონკრეტული დავალებისათვის რამდენი ფინანსური რესურსი უნდა იყოს გამოყოფილი, რაც თანხების მაქსიმალურად ოპტიმიზირების საშუალებას იძლევა.

4. სტრატეგია და დელეგირება

ყოველ დავალებას თავისი შემსრულებელი ჰყავს.

ციფრულ სამყაროში წარმატების მისაღწევად ბევრი სხვადასხვა პირი დასაქმებული იღებს მონაწილეობას: მარკეტინგის მენეჯერი, დიზაინერი, კონტენტ მენეჯერი, ანალიტიკოსი, პროგრამისტი და სხვა.

თითოეულ მათგანს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები აქვს, რაც ერთიანობაში განაპირობებს, ეფექტური მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებას და მაღალ შედეგებს.

ამ კუთხით მარკეტინგული სტრატეგიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი განსაზღვრავს წინასწარ, თითოეულმა პირმა რა როლი უნდა შეასრულოს ერთიანი სურათის გამოსაძერწად.

5. კონტროლი და ოპტიმიზაცია

როდესაც წინასწარ არის განსაზღვრული მიზანი და ამ მიზნის მიღწევისათვის შედგენილია ყოველდღიური დავალებები, უფრო მარტივია ხდება საქმიანობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და ამ შედეგების საფუძველზე შესაბამისი ოპტიმიზაცია, უკეთესი შედეგის მისაღწევად მომავალში.

მსგავსი მომსახურებები:

ლოგოს დამზადება

ინტერნეტ რეკლამა

გაეცანით ასევე:  მარკეტინგის კურსები 2024 წელს