ინტერნეტ რეკლამა –  რატომ გვჭირდება რეკლამა ინტერნეტში?

თანამედროვე რეალობაში არ არსებობს ბიზნესი, რომელიც მინიმალური დოზით მაინც არაა წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში: ვებ საიტით, სოციალური მედია გვერდით ან თუნდაც სტატიაში მოხსენიების სახით. ინტერნეტ რეკლამა სჭირდება ნებისმიერი ფორმის და ტიპის ბიზნესს.

ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს ბიზნესი ინტერნეტ რეკლამირებისთვის, მათ შორის დიდი ფინანსები იხარჯება საქართველოშიც.

რატომაა ინტერნეტ რეკლამა მიმზიდველი კომპანიებისთვის?

ინტერნეტ რეკლამის ასეთი პოპულარობა გამოწვეულია ძირითადად იმ ფაქტით, რომ ინტერნეტში რეკლამირებისას თქვენ გაქვთ სრული კონტროლი სარეკლამო აუდიტორიის ფორმირების კუთხით.

რეკლამა ინტერნეტში საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად მიაწოდოთ ხმა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, უმცირესი დანახარჯებით.

თუმცა მხოლოდ დიდი ბიუჯეტი თქვენ ვერ მოგიტანთ შედეგს, საჭიროა სწორი სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკული განხორციელება.

ინტერნეტ რეკლამა

ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში, ინტერნეტ სივრცეში წარმატების მისაღწევად საჭიროა, როგორც მინიმუმ ეფექტური ვებ საიტი, საინტერესო ბლოგი და აქტიური სოციალური მედია, ხოლო თუ მრავალმხრივი ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგიაც გაგაჩნიათ, მაშინ წარმატება არ დააყოვნებს.

ყველაფერი ეს ერთიანობაში ქმნის ინტერნეტ მარკეტინგს და მისი როლი ყოველდღიურად იზრდება.

წინამდებარე სტატიაში, ჩვენ გვსურს ვისაუბროთ ინტერნეტ მარკეტინგის ერთ-ერთ ძლიერ მხარეზე – ინტერნეტ რეკლამირებაზე და იმ რეკლამირების ფორმებზე, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოსა და საქართველოში.

ინტერნეტ რეკლამირების მთავარი უპირატესობა?

სწორად განხორციელებული ინტერნეტ რეკლამირება განაპირობებს ბიზნესის წარმატებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც:

• შესაძლებელია განახორციელოთ ინტერნეტ რეკლამირება დღეში 24 საათი, წელიწადში 365 დღის განმავლობაში.

• შესაძლებელია ნებისმიერი მიზნობრიობის აუდიტორიის ფორმირება: სქესის, ასაკის, ინტერესების, გეოგრაფიისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ინტერნეტ რეკლამირება მილიარდობით დოლარიანი ბაზარია, 2015 წელს მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამირებისთვის დაიხარჯა 138 მილიარდი დოლარი. დღეს კი ეს რიცხვი სატელევიზიო რეკლამირებაში დახარჯულ თანხებსაც კი აჭარბებს.

ამის მიზეზია, ის რომ ინტერნეტ მარკეტინგი არის ეფექტური, მარტივი, მოქნილი, მარტივად შეფასებადი და იაფფასიანი საშუალება, იმ ძველ მარკეტინგული საშუალებებთან შედარებით, რომლებიც აქამდე არსებობდა.

წარმოგიდგენთ ინტერნეტ რეკლამირების ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ სახეობებს:

რეკლამა საძიებო სისტემებში

საძიებო სისტემებში რეკლამა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ რეკლამირების სახეობაა, მათ შორის საქართველოში.

მთავარი მოთამაშე ამ სფეროში, რა თქმა უნდა გუგლია, ასევე საკმაოდ პოპულარულია Youtube-ც, თუმცა საქართველოში იუთუბზე რეკლამირებაში დიდი ფინანსები არ გამოიყოფა.

ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში საძიებო რეკლამირების უდიდესი პროცენტი გუგლში ხორცილდება. გუგლში რეკლამირება საშუალებას იძლევა თქვენი საიტი ან ცალკეული გვერდი პირველი ნახოს მომხმარებელმა საძიებო სისტემაში შესაბამისი სიტყვების ძიებისას.

მაგალითი:

გუგლში რეკლამირებისას, შესაძლებლობა გაქვთ განსაზღვროთ მაქსიმალური ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სარეკლამო კამპანია.

ასეთი ტიპის რეკლამა ძირითადად გამოიყენება საიტზე მომხმარებლის მოზიდვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელი საძიებო სისტემებში ეძებს პროდუქტს / მომსახურებას.

შეიძლება ითქვას, რომ გუგლი ეს არის მარტივი და ეფექტური საშუალებაა მოიძიოთ მომხმარებელი პასიურ რეჟიმში, ანუ მისცეთ საშუალება თავად მოგძებნონ მათ.

რეკლამირება სოციალურ მედიაში

სოციალური მედიის როლი ბიზნესის წარმოებაში უაღრესად დიდია, მათ შორის საქართველოში, სადაც სოციალურო მედია მნიშვნელოვანი ადგილია მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის.

ამიტომაც, სოციალურ მედიაში რეკლამირება დიდი ეფექტურობითა და პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, განსაკუთრებით რეკლამა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.

სწორედ ეს ორი სოციალური მედია საშუალებაა ყველაზე გავრცელებული და აქტიური საქართველოს ბაზარზე.

სოციალურ მედიაში რეკლამირება საშუალებას აძლევს ბიზნესს მოახდინოს აუდიტორიის დეტალური სეგმენტაცია: სქესის, ასაკის, ინტერესების, გეოგრაფიისა და სხვა ელემენტების მიხედვით.

გარდა ამისა, რეკლამირების მიზნობრიობიდან გამომდინარე განსხვავდება რეკლამის ტიპები: რეკლამა ლაიქების მოსაგროვებლად, რეკლამა მეტი ჩართულობისთვის, საიტზე გადასასვლელი რეკლამა და ა.შ.

გაიგე მეტი: სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ

ციფრული ბანერები

ციფრული ბანერები ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ფორმაა ინტერნეტ რეკლამირების სფეროში.
თავდაპირველად, ინტერნეტ რეკლამირება სწორედ ბანერების მეშვეობით ხორციელდებოდა.

ბანერების ეფექტურად გამოყენებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მათი განთავსების ადგილი და ვიზუალური ეფექტია.

თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ ბანერები სხვადასხვა საძიებო სისტემებში, მაგალითად გუგლის და იანდექსის პარტნიორ ვებ საიტებზე, ასევე შეგიძლიათ შეუთანხმდეთ ბანერების განთავსებაზე ცალკეულ პოპულარულ ქართულ საიტებზეც, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირი ჯდება და ეფექტიც არ აქვს დიდი.

ბანერების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური ვიზუალური ეფექტის შექმნა, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პროფესიონალური ფოტოების გადაღების მომსახურება, ფოტოშოპი და ანიმაციური ბანერები.

არსებულ ტენდენციას თუ გადავხედავთ ის ფინანსები, რომლებიც ბანერების მეშვეობით რეკლამირებაში იხარჯება უფრო დიდ შედეგს დადებს საძიებო სისტემებში ან/და სოციალურ მედიაში რეკლამირების შემთხვევაში.

რეკლამა პოპულარულ ბლოგზე

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სარეკლამო საშუალება არის არაპირდაპირი რეკლამირების განხორციელება ბლოგების მეშვეობით.

ეს არის ბლოგზე განთავსებული საინტერესო სტატია, რომელიც მოიცავს ფარულ რეკლამას, თქვენი ბრენდის, პროდუქციის თუ მომსახურების შესახებ.

ასეთი ტიპის რეკლამა ძალიან პოპულარულია უცხოეთში, მათი გამოყენება საქართველოშიც ხდება, თუმცა ნაკლები ფინანსები იხარჯება ამ მიმართულებით, რადგან შედარებით ახალი მეთოდია და ბევრ ბიზნეს არ აქვს ინფორმაცია მისი ეფექტურობის შესახებ.

ბლოგზე რეკლამირებისას, მნიშვნელოვანია არა სარეკლამო ბლოგ-პოსტების რაოდენობა, არამედ ხარისხი, გარდა ამისა არ დაგავიწყდეთ ე.წ. „ბექლინიკების“ შექმნა თქვენი საიტის მიმართულებით, რასაც დიდი გავლენა გააჩნია საიტის სეო ოპტიმიზაციისთვის.

რეკლამა მობილურზე

გაიხედეთ გარშემო ყველას მობილური უჭერია. ადამიანები იყენებენ მობილურებს კომპიუტერზე უფრო ხშირად, ამიტომაც მობილური მარკეტინგის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

სმს მარკეტინგი და მობილურ აპლიკაციებში რეკლამირება არის ის ძირითადი სფეროები, რომლებიც განვითარებულია საქართველოში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თქვენი საიტის ადაპტირება მობილური ხელსაწყოების მიმართ ან ალტერნატიული მობილური საიტის შექმნა.

იზრდება მობილური აპლიკაციების რიცხვიც. სულ უფრო ბევრი ქართული კომპანიაა დაკავებული მობილური აპლიკაციების დამზადებით, რაც ხელს უწყობს ქართული მობილური სივრცის განვითარებას.

E-mail მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა დომინანტ პოზიციებს ინტერნეტ რეკლამირების სფეროში.

ზოგადად ადამიანები უამრავ მეილს ვიღებთ ყოველდღიურად, მათგან უმეტესობას არც კი ვკითხულობთ, სხვადასხვა მიზეზის გამო: სათაური, ვიზუალი და სხვა.

იმეილ მარკეტინგის როლი დღესაც აქტუალურია, თუმცა მეილების უბრალოდ დაგზავნის მაგივრად, უნდა შეიმუშაოთ ეფექტური სტრატეგია, მომხმარებელთან მეილის საშუალებით ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

ვიდეო მარკეტინგი

კონტენტი ინტერნერტ მარკეტინგის მეფეა, ხოლო ვიდეო კონტენტი – მეფეთ მეფე.

ვიდეო მარკეტინგის ყველაზე მძლავრი იარაღი არის ვირუსული ვიდეო რგოლები. მათი მეშვეობით შესაძლებელია მოიძიოთ უამრავი მომხმარებელი, სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე რეკლამირების გზით, მაგ: ფეისბუქზე დაYoutube-ზე რეკლამირებით.

ასეთი ტიპის სარეკლამო კამპანიები მოიცავს, ყველა სხვა ტიპის კონტენტს: ფოტოებს, ანიმაციას და ტექსტს. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს ერთიანი ვიზუალური ეფექტის შექმნას მომხმარებლისთვის.

გარდა ამისა, ვიდეო რეკლამირება მაგალითად ფეისბუქზე უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი ფოტო – პოსტის.

იხ. მეტი ინფორმაცია ვიდეო მარკეტინგის შესახებ

რემარკეტინგი და წარსული გამოცდილება

არ დაივიწყოთ წარსული გამოცდილება! რაც უფრო დიდი ხანი ახორციელებთ რეკლამირებას გიგროვდებათ შესაბამისი გამოცდილებაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ სამომავლო სტრატეგიისთვის.

წარსული გამოცდილება ინახავს მნიშვნელოვან ინფორმაცის: შეცდომები, რჩევები, სამომავლო შესაძლებლობები, მათ შორის ეფექტური რემარკეტინგის განხორციელების შესაძლებლობა.

რემარკეტინგი ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ინტერნეტ რეკლამირებისგან, რაც ეფუძნება ავტომატიზებულად შეგროვებულ მონაცემებს, მომხმარებელთა ქცევის და საჭიროებების შესახებ.

მაგალითად: რეკლამის ჩვენება იმ პირებისთვის, რომლებიც ადრე სტუმრობდნენ თქვენ საიტს, ან საძიებო სისტემაში ეძებდნენ ისეთ პროდუქტს / მომსახურებას, როგორსაც თქვენ არეკლამებთ.

რემარკეტინგი მთავარი იარაღია ისეთი ინტერნეტ გიგანტებისთვის, როგორიცაა გუგლი და ფეისბუქი.
გუგლი აქტიურად იყენებს რემარკეტინგს- რეკლამას უჩვენებს იმათ, ვინც მანამდე ეძებდა მსგავსს საგანს გუგლის საძიებო სისტემაში.

ფეისბუქში რემარკეტინგის განხორციელება შესაძლებელია ფეისბუქ პიქსელის მეშვეობით, რომელიც უნდა დაყენდეს თქვენს ვებ საიტზე, რის შემდეგაც პიქსელი აფიქსირებს მომხამრებლებს, მათი მონაცემების მიხედვით და საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ რემარკეტინგი მიღებული მონაცემების საფუძველზე.

რემარკეტინგის მთავარი უპირატესობა მის უნარშია იყოს მაქსიმალურად ეფექტური, კერძოდ იგი მაქსიმალურად ზუსტ მიზნობრივ აუდიტორიაზე ახორციელებს რეკლამირებას და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ხარჯებიც უფრო ნაკლებია.

როგორ განვახორციელოთ ინტერნეტ რეკლამირება ყველაზე ეფექტურად?

განვიხილოთ ინტერნეტ რეკლამირების პრაქტიკული ელემენტები, რომლებიც დაგეხმარებათ მაქსიმალურად ეფექტურად განახორციელოთ თქვენი ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგია.

 

ეფექტური საიტის შექმნა

ინტერნეტ რეკლამირების უმრავლესობა გამიზნულია მომხმარებელთა გადამისამართებაზე კომპანიის საიტზე.

რას გულისხმობს ეფექტური ვებ საიტის დამზადება ?

მიმზიდველი და თემატური დიზაინი, მაღალი სისწრაფე, მარტივი ნავიგაცია და საინტერესო კონტენტი, ეს ყველაფერი გახლავთ ეფექტური საიტის აუცილებელი შემადგენელი ელემენტები.

თქვენ საშუალება გაქვთ შექმნათ საიტი იაფად და სწრაფად WordPress-ისა ან Wix-ის სისტემაზე.

შეისწავლეთ ბაზარი/ კონკურენტები

შეისწავლეთ მიზნობრივი მომხმარებელი, სეგმენტი, მათი ინტერესები, მოთხოვნა და მიწოდება, ფასი, კონკურენტთა რეკლამები, მათი საიტები და ა.შ.

მნიშვნელოვანია წარმოდგენა შეგექმნათ არსებულ ბაზარზე, მის ტენდენციებსა და მოვლენათა განვითარებაზე, რათა განახორციელოთ ეფექტური რეკლამა.

რაც შეეხება კონკურენტებს, მათი შესწავლა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ გადმოიღოთ მათი ძლიერი თვისებები და გაიზიაროთ შეცდომები, რომლებსაც ისინი უშვებენ.

რეკლამა ინტერნეტში

ინტერნეტ რეკლამის სახეობის არჩევა

ინტერნეტ რეკლამის სახეობის არჩევა განსაზღვრავს მის ეფექტურობას. იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ მნიშვნელოვანია განსაზღვროთ რომელი ტიპის რეკლამა იქნება საუკეთესო, ამის განსაზღვრა უნდა მოხდეს თქვენი კლიენტების სეგმენტიდან გამომდინარე.

მაგალითად, თუ თქვენი კლიენტები ახალგაზრდები არიან, შესაძლებელია რეკლამირების განხორციელება ინსტაგრამსა და ფეისბუქზე, თუ ვიდეოს მოყვარული კლიენტთა სეგმენტი გყავთ, შესაძლებელია რეკლამირების განხორციელება იუთუბზე, თუ თქვენი კლიენტები გუგლში ეძებენ სასურველ პროდუქტს, მაშინ გუგლის რეკლამა იქნება საუკეთესო საშუალება.

დაკავშირებული: ციფრული მარკეტინგის მომსახურებები

განსაზღვრეთ ინტერნეტ მარკეტინგის მიზანი

ეფექტური სარეკლამო სტრატეგიის განხორციელება შეუძლებელია სწორედ განსაზღვრული მიზნის გარეშე. დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა, რისი მიღწევა გსურთ?

მეტი მომხმარებლის გადმოყვანა საიტზე, მეტი გაყიდვები, ბრენდის პოპულარიზაცია.

მიზნის განსაზღვრის საფუძველია ის საჭიროებები და შესაძლებლობები, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ: ბიუჯეტი, ადამიანური რესურსი, დრო და სხვა.

ვიზუალური მხარე – დიზაინი და ფოტო/ვიდეო მასალა

ეფექტური ვიზუალი არის ნებისმიერი ტიპის ციფრული რეკლამის წარმატების საფუძველი.

გახსოვდეთ, რომ სწორედ ვიზუალი ხიბლავს მომხმარებელს და უბიძგებს მას გაეცნოს თქვენს რეკლამას/შემოთავაზებას.

რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

უპირველეყოვლისა გჭირდებათ ეფექტური ფოტო/ვიდეო მასალა, ამისათვის შეგიძლიათ დაიქირაოთ პროფესიონალი ფოტოგრაფი ან თუ შესაბამისი ფინანსები არ გაგაჩნიათ, თქვენი რესურსებით მოახერხოთ ფოტო – ვიდეო მასალის გადაღება.

ფოტო და ვიდეო მასალის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ რაიმე მატერიალურ პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს.

გარდა ამისა, ეფექტური ვიზუალის შექმნისთვის მნიშვნელოვანია ბრენდირებული დიზაინის შექმნა.

ამდენად, მოახდინეთ პირველადი ინვესტირება ვიზუალის შექმნაში და შედეგიც ბევრად უფრო დიდი იქნება.

დაკავშირებული: ფოტო და ვიდეო მომსახურება

გასაგები ენა და სიზუსტე

ლაკონურობა, სიზუსტე, გრამატიკულად გამართულობა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოქცეული თქვენს სარეკლამო მასალაში.

მარტივად გადაეცით მომხმარებელს სათქმელი, მეტი აქცენტი გააკეთეთ ვიზუალზე, მნიშვნელოვანია, რომ ტექსტი იყოს კარგად მომზადებული.

იფიქრეთ მომხმარებლის თვალთახედვიდან, ისინი მხოლოდ რამდნეიმე წამს მოგცემენ, პირველადი შთაბეჭდილების მისაღებად.

უბიძგეთ მომხმარებლებს დაგიკავშირდნენ

ყველა რეკლამა მიზნად ისახავს მომხმარებლის დაინტერესების შემთხვევაში მათი მხრიდან კონკრეტული ქმედების განხორციელებას: დაკონტაქება, პროდუქციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, პროდუქციის შეძენა და ა.შ.

იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მომხმარებელმა განახორციელოს რაიმე ქმედება უბიძგეთ მას, გამოყავით ფერით ან სხვა ნიშნით, რაიმე ღილაკი, სიტყვა, ლინკი.

მომხმარებლისთვის მარტივი უნდა იყოს იმ ქმედების განხორციელება, რაც მას წამიერად გაუელვებს, მას არ უნდა უწევდეს დამატებითი დროის დახარჯვა თავისი ქმედების განსახორციელებლად, რადგან ამასობაში მან შეიძლება გადაიფიქროს.

ვიზუალური ელემენტები

ადამიანის აღქმითი პროცესი ვიზუალით იწყება, ამიტომაც პირველი შთაბეჭდილება არის ყველაფერი.

ეს პრინციპი მით უფრო აქტუალურია ინტერნეტ რეკლამირების შემთხვევაში, რადგან თითოეული ინტერნეტ მომხმარებელი ათობით რეკლამას ნახულობს დღეში და უმეტესობას არ აქცევს ყურადღებას, ამიტომაც მისი ყურადღების მოსაპოვებლად აუცილებელია ეფექტური ვიზუალი, რომელიც მიიქცევს და დააინტერესებს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს.

კვლევები ადასტურებენ, რომ არაორდინალური ვიზუალის მქონე რეკლამები 180%-ით მეტ შედეგს აღწევენ, ვიდრე სტანდარტული ვიზუალის მქონენი.

ბრენდირება

ინტერნეტში ზრდადი წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ბრენდის ჩამოყალიბება და მისი განვითარება.

შეიძლება ითქვას, რომ არაბრენდირბეული რეკლამირება გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსების არაეფექტური გამოყენების ტოლფასია.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია თითოეული რეკლამა შეიცავდეს კომპანიის ლოგოს, ბრენდირებულ ფერებსა და ბრენდთან დაკავშირებულ სხვა ატრიბუტს, როგორიცაა სახელწოდება, დევიზი და სხვა.

შეფასება, ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა

ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია განხორციელებული სარეკლამო კამპანიის ანალიზი, შეფასება, დასკვნების გამოტანა და კორექტირების შეტანა შემდგომი რეკლამირების უფრო მეტი ეფექტურობისთვის.

აღნიშნულის საშუალებას იძლევა ავტომატიზებული ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც ყველა ინტერნეტ რეკლამირების პლატფორმას გააჩნია და რომლებიც ერთი ღილაკის დაჭერით იძლევიან შესაძლებლობას, მიიღოთ სრული რეპორტი თქვენი სარეკლამო საქმიანობის შესახებ, მაქსიმალურად გასაგები და მარტივი ფორმით.

როგორია თქვენი ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგია?

ინტერნეტ რეკლამირების ეფექტურობას განსაზღვრავს მარკეტინგული სტრატეგია, რაც უფრო ეფექტურია რეკლამირების სტრატეგია, მით უფრო მეტი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი, მინიმალური ფინანსების გამოყენებით.

რეკლამირების სტრატეგია გულისხმობს, შესაბამისი ინტერნეტ რეკლამირების სახეობის არჩევას და მის განხორციელებას მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინებით, ყველაზე ეფექტურ დროში, მომხიბლავი ბრენდირებული დიზაინის მეშვეობით.

გსურთ ინტერნეტ რეკლამა თქვენი ბიზნესისთვის, და არ იცით საიდან დაიწყოთ?

დაგვიკავშირდით (577 681 691, Info@iris.ge) ნებისმიერ დროს, კომპანია IRIS-ი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია, ასევე იხილეთ ჩვენი მარკეტინგული მომსახურებების გვერდი.